20.04.2017
@@@@@@@@@@
33, Тбилиси, Грузия

დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვაო,-რეზო ინანიშვილმა..
მართლა ძნელი ყოფილა..
მეხსიერებაში ყველაზე ნათლად ჩამრჩა სურათი:ექვსი წლის ვიყავი მხოლოდ.სკოლიდან მოსული,კარის დირეზე ჩამოვჯდებოდი,საბავშვო ჟურნალებით ხელში,რამე რომ დასჭირვებოდა დედას(ლოგინიდან ვეღარ დგებოდა უკვე)და დაეძახა,უნდა გამეგო.არადა გარეთ ჩემი მეგობრები ხმაურობდნენ და იქაც მინდოდა..მოკლედ,კარის დირეზე მჯდარი,გარეთაც ვიყავი და შიგნითაც,ერთდროულად.ვიჯექი და ვკითხულობდი ჟურნალებს,მთელი გულისყურით დედის ოთახისკენ.დედაჩემი მადლიერი თვალებით მებოდიშებოდა თითქოს..
ეს მადლიერი მზერა ჩამრჩა ყველაზე მტკივნეულად..ყველაზე მძაფრად..ყველგან რომ დამყვება..
აპრილი მისი გარდაცვალების თვეა..
ჰოდა ამეკვიატა თამაზ ჭილაძის ეს სიტყვები:
"როგორ თავდება,როგორ თავდება,
რაც უსასრულო მეგონა ადრე...
და ყველაფერი წარსულს ბარდება,
რაც კი ოცნებით მომავალს ვანდე.
და მაინც ვუცდი,შემოვა დედა
და
ჩემს სარკმელზე გადასწევს ფარდებს..."

19 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут