Дневник пользователя ssissi

ssissi
33, Тбилиси, Грузия

რაც უფრო უახლოვდები რაღაც ძალიან მთავარ სათქმელს, მით უფრო დამაყრუებელი ხდება ყველა ამბის ერთდროული ახმაურება, მით უფრო ლამინირებული ხდება ყველა სათქმელი სიტყვა და მით უფრო უაზროვდება ყველა ქმედება შენი მარადიული მარტოობის ამ ხმაგაუმტარ კარცერში..
და ბოლოს ხვდები, რომ მხოლოდ და მხოლოდ დუმილია ამ ყველაფრის ერთადერთი და ზუსტი აღმწერელი..


20.04.2017

დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვაო,-რეზო ინანიშვილმა..
მართლა ძნელი ყოფილა..
მეხსიერებაში ყველაზე ნათლად ჩამრჩა სურათი:ექვსი წლის ვიყავი მხოლოდ.სკოლიდან მოსული,კარის დირეზე ჩამოვჯდებოდი,საბავშვო ჟურნალებით ხელში,რამე რომ დასჭირვებოდა დედას(ლოგინიდან ვეღარ დგებოდა უკვე)და დაეძახა,უნდა გამეგო.არადა გარეთ ჩემი მეგობრები ხმაურობდნენ და იქაც მინდოდა..მოკლედ,კარის დირეზე მჯდარი,გარეთაც ვიყავი და შიგნითაც,ერთდროულად.ვიჯექი და ვკითხულობდი ჟურნალებს,მთელი გულისყურით დედის ოთახისკენ.დედაჩემი მადლიერი თვალებით მებოდიშებოდა თითქოს..
ეს მადლიერი მზერა ჩამრჩა ყველაზე მტკივნეულად..ყველაზე მძაფრად..ყველგან რომ დამყვება..
აპრილი მისი გარდაცვალების თვეა..
ჰოდა ამეკვიატა თამაზ ჭილაძის ეს სიტყვები:
"როგორ თავდება,როგორ თავდება,
რაც უსასრულო მეგონა ადრე...
და ყველაფერი წარსულს ბარდება,
რაც კი ოცნებით მომავალს ვანდე.
და მაინც ვუცდი,შემოვა დედა
და
ჩემს სარკმელზე გადასწევს ფარდებს..."


ავიღე პური,
ქვაზე დადებული..
ჩავიხუტე მზე,
ცაზე დაკიდული..
შემოვიხვიე ცისარტყელა,
უფლის დახატული..
მოვიწმინდე ცრემლი,
გულიდან წამოსული..
განვაგდე ეჭვი,
გონიდან ამოსული..
გავიღიმე ღიმილით,
სულიდან წამოსულით..
დავადექი გზას,
გზას
შენკენ მომავალს...


02.04.2017

ვერასოდეს ვიტანდი ჩაკეტილ სივრცეს... არასოდეს მყოფნის ოთახის ჰაერი...
არ მიყვარს ღრუბლიანი დღე, რადგან არ მომწონს, როცა მზეს მიმალავენ... მეშინია სიმაღლის და მაინც უსაშველოდ მიყვარს მთები...
რადგან მუდამ მგონია, რომ მთის ბილიკებს მივყავარ ღმერთთან...
და მაინც, არ მეშინია ფრენის... (ოცნების დროსაც კი...)
ძალიან მაოცებენ, მუდამ რაღაცით უკმაყოფილო ადამიანები... არ მიყვარს ცოდვა, რადგან უამრავჯერ ამაცდინა გზას...!
არ მიყვარს უმთვარო ღამე და ცარიელი ცა... ცა ვარსკვლავების გარეშე...
არ მიყვარს სოფლის სახლი უძაღლოდ... კაცი უმეზობლოდ... გაზაფხული ბედნიერი სახეების გარეშე...
არ მიყვარს ქოლგა, რადგან დასველებისაგან მიცავს...
მებრალება შურიანი ადამიანი... და მეზიზღება შური... არ მინდა ომი, რადგან მომავალს მისპობს...
არ მინდა მტრობა, რადგან მოსვენებას მიკარგავს...
არ მიყვარს ძვირფასი სამკაულები... ამპარტავანი ხასიათი... ვგიჟდები თავმდაბალ კეთილშობილებზე... არ მიყვარს…


ვერც მე ვეგუები ხალხსა..დავდუმდები,მოვიშლები..
განდეგილი ვარ ძალიანა..
თუ ნიჭიერია კაცი,მამწონ,ავფორიაქდები..
როგორც წყალი დაიცე და დაიწიოს,აი,ესე ვარ..დავრჩები მარტო და დავისვენებ.გავეხვევი საფიქრალის ნისლშია...


02.04.2017

"წამო, გავიხიზნოთ მთაში,
ნისლებს შევერიოთ ფიქრად,
ყვავილებს გიწნავდე თმაში.
ჩვენზე ლეგენდები ითქვას"


მხოლოდ მას სძინავს მშვიდად, ვინც იცის, რომ დღისით უნდა მოიპოვოს ღამის სიმშვიდე".


იყო ორი ძმა: ერთი სულთნის სამსახურში იდგა, მეორე კი თავისი მარჯვენით შოულობდა ლუკმაპურს.
ერთხელ მდიდარმა ძმამ უთხრა ღარიბს:" რატომ არ დაუდგები ვინმეს მსახურად, რომ ამ მძიმე შრომისაგან გათავისუფლდეო"?
ღარიბმა უპასუხა: "შენ თავად რატომ არ გინდა იშრომო, რომ ამ დამამცირებელი სამსახურისგან შვება ჰპოვოო"?
ბრძენკაცებს უთქვამთ: საკუთარი ხმელი პურის დადება გერჩიოს ხელზე, ვიდრე მოსამსახურის ოქროს ქამარი გერტყასო წელზე.

განა არ სჯობს გამდნარ რკინას შენი ხელით ცომად ზელდე,
გულზე ხელებდაკრეფილი ვიდრე მონად დასახელდე?!
ზოგი აღარც იმას ნაღვლობს, რომ ცხოვრება ერგო ფუჭი,
თუ ზამთარში სითბო აქვს და გაზაფხულზე - სავსე კუჭი.
გიჯობს ჭამო ერთი პური, შენი შრომით ოფლი ღვარო,
ვიდრე იყო ლაქია და წელში ორად მოიხარო.


არ ხარ მართალი, ჩემო ძვირფასო, მე ორგულობის არა მაქვს ნიჭი, ქალაქში დღესაც არ მეგულება შენზე კარგი და ლამაზი ბიჭი.

ეს შენ შეგეძლო სხვაც გყვარებოდა, არ ვიცი, ჩემზე ნაკლებ თუ მეტად, მაგრამ ფაქტია, რომ სიყვარულმა მე ცხოვრებაში დამტოვა კენტად.
ეჭვებისაგან შეშლილი იყო ჩემი სული და ჩემი სხეული, მაგრამ სიტყვაც კი არ დამცდენია. მე საყვედურის არ მქონდა ძალა, რა საჭიროა ხვეწნა–მუდარა, ვინც წამსვლელია, ის მაინც წავა.
არც მერე მითქვამს მე საყვედური, როცა წახვედი, დამტოვე მარტო. დანაშაული შენ თუ არ გქენჯნის, სხვამ გაგრძნობინოს – არა მგონია. შენ კი აკრძალულ მკვლელობით მომკალ, ვით აქაფებულ ზღვაში თოლია.
სიკვდილი ბევრად სჯობია ღალატს. ვინა თქვა, თითქოს მისი სწორია. სიკვდილის შემდეგ კაცი…


დე იცი??? ტკივილი არ ქრება...
სხეულებს გაყინულსარ შველის ღუმელი...
იცი? რომ (ღარიბად) ჩაცმულმა ხეებმა,
მოიხმეს აპრილი,
და წვიმის სურნელი....
დე იცი??? მეც მტკივა (ხანდახან)

ტკივილი მაციებს, სულის და სხეულის..
გამყიდეს კაპიკად, არა მაქვს შენდობა,
არა მაქვს ბრალი და არავინ მენდობა...
დე იცი? ზამთარი რომ წავა...
გაზაფხულს მოიყვანს უფალი მალევე..
გაივლის ვიღაცის ნაბიჯი მშრალ თოვლზე..
წვიმები წაშლიან ნაკვლავეს მიწაზე..
დე იცი? ვოცნებობ ხანდახან..
შვებას მგვრის სიჩუმე და მთვარის სინაზე..
ვოცნებობ იმაზე, რომ კიდევ მოვიდეს,
ზამთარი, ზაფხული.. ვიღაცის ჯინაზე...
მოვიდეს ზამტარი, არ ვჩივი რომ მერჩის..
იქნება მე ვიყო.. მორიგი ის მგზავრი..
ვინც თოვლზე ნაბიჯებს დატოვებს ამაყად..
ვინც ცრემლით გადაშლის ფეხის კვალს ხანდახან...
დე იცი? ვორჭოფობ ზოგჯერ და არ…


← предыдущая 1 2 3 4 5 ... 23 следующая
Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут