სამშობლო
27, Тбилиси, Грузия

დადექით ერთად სამშობლოს ჭერქვეშ.
არ მისცეთ უფლება ვაზი რომ გაჩეხოს.
შეწყვიტედ ცხოვრება წარსულის ფეხქვეშ.
ხალხმა მომავალს იმედით გახედოს.

სისხლს ნუ დაზოგავთ ქვეყნისთვის დაღვრილს,
ურჯულო მტრებს აქვთ იერი ლაჩრის.
უკან დახევა არავინ გაბედოს,
მამულს დავიცავთ მომავლისათვის.

ჩვენ ყველამ ერთად გავხედოთ ჰორიზონტს,
ჰორიზონტს გავხედოთ, მტრის ლაშქრით ფენილს,
უკან დახევა არავინ გაბედოს,
შეხედეთ მიწას ჩვენ სისხლით ფერილს.

და დღეს მომეცა ბედნიერება
სამშობლოსათვის გმირულად მოვკვდე,
თვალწინ მამულის მშვენიერება,
მინდა იმ ქვეყნად ისევ აქ მოვხვდე.

0 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут