14.12.2011
MONATREBA
38, Тбилиси, Грузия

მოგნატრებიათ ? ვინმე ან რამე ისე ძლიერად
და მონატრების ცრემლებით სავსე შეგისვავთ თასი?
მე განმიცდია მონატრება მთელი არსებით
ალბად გამიგეთ მონატრების ვინც ივის ფასი!

მოგნატრებიათ? მშვიდ საღამოს ზეცის ყურება
ვარსკვლავებს შორის დაკიდული ნახევარ მთვარე
მე განმიცდია მონატრება სიმშვენიერის
და მიტირია მონატრებით აღვსილსა მწარედ

მოგნატრებიათ? ერთი წამი ბედნიერების
სულს რომ სწყურია ამ წამის განცდა მთელი სისავსით
მე განმიცდია მონატრება ამ ერთი წამის
და მონატრებას ამ წამისას გულში ვიკლავდი.
მე მენატრება ერთი წამი ბედნიერების
ღმერთმა ქნას წამი მონატრების თქვენც განიცადოთ
თუ აგატირებთ არაფერია მალე გაივლის
თუნდ მონატრებით გულმა სათნომ დიდხანს იდარდოს

1 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут