Дневник пользователя CAMEL1985

CAMEL1985
38, Тбилиси, Грузия

shors xar da minda shentan siaxloves vgrdznobde, minda aq iyo, chems qveyanas shenit atbobde... qali xar qalta shoris didi da vardivit nazi qveynad ver vnaxe me veravin ase dzvirfasi


29.02.2012

მიყვარხარ გესმის?! ჩემი ხმა არის,
ჩემი ფიქრები ახლა შენია...

შუაღამისას მთრთოლვარედ რომ გწერს,
ამ ლამაზ სიტყვებს, ჩემი ხელია.

მიყვარხარ ვერ გრძნობ?! მაშინ უფალს ვთხოვ,
რომ გაგრძნობინოს ჩემი ვედრება,

შენ ტკბილად გძინავს მე კი ამაღამ,
მხოლოდ შენს ფიქრში ჩამეძინება...

თითქოს გამხელის წუთები დგება
ჩუმად მკარნახობს სიტყვებს განგება,

მიყვარხარ მეთქი არ გეტყვი რადგან
სიყვარულს აზრი დაეკარგება..

როცა ყველაფერს ქარი წაიღებს,
გრძნობას გაფანტავს თეთრი ნისლები,

ჩემში დარჩება ლამაზ ოცნებად,
ჩემი ცხოვრების ფიქრი იქნები.

სათქმელი იქნებ ბევრჯერ ვერ გითხრა,
მე შენთან კარგო დუმილიც მიჭირს,

რამდენჯერ ჩუმად მომნატრებიხარ,
ამ გულის გარდა არავინ იცის


14.12.2011

მოგნატრებიათ ? ვინმე ან რამე ისე ძლიერად
და მონატრების ცრემლებით სავსე შეგისვავთ თასი?
მე განმიცდია მონატრება მთელი არსებით
ალბად გამიგეთ მონატრების ვინც ივის ფასი!

მოგნატრებიათ? მშვიდ საღამოს ზეცის ყურება
ვარსკვლავებს შორის დაკიდული ნახევარ მთვარე
მე განმიცდია მონატრება სიმშვენიერის
და მიტირია მონატრებით აღვსილსა მწარედ

მოგნატრებიათ? ერთი წამი ბედნიერების
სულს რომ სწყურია ამ წამის განცდა მთელი სისავსით
მე განმიცდია მონატრება ამ ერთი წამის
და მონატრებას ამ წამისას გულში ვიკლავდი.
მე მენატრება ერთი წამი ბედნიერების
ღმერთმა ქნას წამი მონატრების თქვენც განიცადოთ
თუ აგატირებთ არაფერია მალე გაივლის
თუნდ მონატრებით გულმა სათნომ დიდხანს იდარდოს


როდესმე ნეტა მოგნატრებივარ?
როდესმე მაინც თუ გყვარებივარ?
ნუთუ ეს გრძნობა სულ იყო ფარსი?
არა! სიყვარულს არ ადევს ფასი!
როდესმე ის დრო გაგხსენებია?
ჩემსავით ვინმე მოგფერებია?
ვინმეს თუ უთქვამს მსგავსი სიტყვები,
თუ გაუნდვია თავის ფიქრები?
როდესმე ნეტა მოგენატრები?
როდესმე ნეტა მოგეფერები?
ღამე მაინც თუ გაგითევია?
ვინმეზე ფიქრში დაგთენებია?
თვალიდან ცრემლი თუ წამოგსვლია,
ცრემლებში სევდა თუ გინახია?
ეს მონატრება შენ განგიცდია?
ან უიმედოდ თუ დაგიცდია?
მაშინ გაიგებ რაც გამიგია

და ამ გრძნობებით რაც განმიცდია.......
მოვა დრო... ღამე მოგენატრები,
ქუჩაში დღისით მოგელანდები,
შენც მოგაწვება გულზე დარდები
და ვერ გაფანტავს მაგ დარდს ვარდები.
ცრემლს დაინახავ!-მცოცავს ლოყაზე,
არ მესაუბრო იმ ძველ ნდობაზე....
მოვა საღამო და მოვა ღამე,
შენც ნახავ სევდით გავსებულ მთვარეს,
იმ მთვარის შუქზე დახუჭავ თვალებს
და მოიგონებ სანატრელ წამებს,
სანატრელ წამებს შეამკობ დარდით,
და ატირდება ეგ გულიც ნატვრით,
ნატვრით გაიგებ რა იყო…


ამ ჩემს სიყვარულს ნუ, ნუ წამართმევ,

ვერ შეველევი, ვერა და ვერა,
მე ჩემ სიყვარულს ვერ ვუღალატებ,

მუხლ დაჩოქილი უფალს ვთხოვ შველას.
სიყვარულს
მოაქვს
ჩემთვის ხალისი,
ჩემი ცხოვრების არსი და ყოფა,

უსიყვარულოდ მე როგორ გავძლო,

უსიყვარულოდ მტერიც მეყოფა.
ამ საფიქრებელს ნუ შემომახვევ,

ნუ, ნუ გამწირავ ამაზე მეტად,
დაეკარგება სიცოცხლეს აზრი

უსიყვარულოდ
თუ დავრჩი...


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут