24.03.2012
...
44, Грузия

დაგაძალებენ, დალევ, არ გარგებს,

ღვინო კი არა თითქოს გესლია.

სიმთვრალე თუმცა არ არის კარგი,ზოგჯერ უღვინოდ უარესია.


წლები გვარბევენ და მიაქვთ ხარკი,

თან დღეებს, როგორც ტყვიებს, გვესვრიან.

სიცოცხლე მუდამ არ არის კარგი,

მაგრამ სიკვდილი უარესია.


ბევრჯერ გვიქრება ხან - მზე, ხან - მთვარე

და ვითმენთ ისე, როგორც წესია.

გვღალატობს ზოგჯერ თუმც მეგობარი,

უმეგობრობა უარესია.

8 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут