Дневник пользователя ana

ana
41, Грузия

16.05.2014

მიყვარხარ... და მაინც გეტყვი, რომ მშვიდობით...
წავედი ოცნებაც მიმაქვს,
ოცნება, რომელიც შენთვის სულ არაფრად,
ჩემთვის კი დიდ რამედ ღირდა.
ოცნებას, რომელსაც ვატარებ დღე და ღამ,
ოცნება, რომელიც მინდა,
მაგრამ არამაქვს უფლება ოცნების,
რადგან შენ ასე გინდა.
წავედი თან მიმაქვს მე ჩემი ფიქრები,
წავედი სიმშვიდე მინდა.
თითქოსდა მივდივარ , თითქოსდა გშორდები
ცრემლები არაფრად ღირდა.
მიყვარხარ... და მაინც გეტყცი, რომ მშვიდობით...
მშვიდობით შენ ასე გინდა.
ოღონდაც შენს სახეს ვხედავდე ბედნიერს ,
მე ქვეყნად მეტი რა მინდა.
მიყვარხარ... გშორდები...ფიქრები თან მაწევს
ცხოვრების უმძიმეს ტვირთად.


16.05.2014

უფალო მისმენ? -გისმენ და მერე? -დაჩოქილი გთხოვ მომეცი ძალა, მომეცი
ძალა,რომ გავუმკლავდე, ამ დიდ სიყვარულს გულში რომ ვმალავ, გული სწრაფად
ძგერს უფალო გესმის? გული რომ მტკივა რატომ არ მშველი? ღმერთო, მომხედე
სული მიკვდება, ტანჯვით რომ ვკვდები ნუთუ არ გესმის? ღმერთო, ვერ გხედავ,
სადა ხარ ნეტა? თვალთ დამიბნელდა, უფალო, ვკვდები? სიყვარული მკლავს
შიგნიდან ნელა. გულს რომ მიფლითავს ნუთუ ვერ ხვდები? ღმერთო, არ მესმის,
ძალიან მტკივა. ძალიან მტკივა, შენ გელოდები, ტკივილი ცეკვავს, ტანჯვა ტაშს
უკრავს, ეშმაკი ზევით მწარედ დამცინის, უბედურება ჩუმად
ზეიმობს,ბედნიერებას სხეულში მიკლავს. უფალო, გესმის? ხედავ რომ ვკვდები?
გულს რომ მაგლეჯენ რატომ არ მშველი? უფალო სად ხარ? განა არ გესმის? მარტო…


16.05.2014

ისე
ჩუმად შეგეჩვიე, ვერც კი მივხვდი, როდის შემიყვარდი, როცა მივხვდი რომ
მიყვარდი უკან დასახევი გზა ვეგარ დავინახე..... შეგეჩვიე და გაგითავისე
,ჩვენი გაცნობის დღიდან....ეს ყველაფერი თითქოს გუშინ იყო...დრომ კი უცებად
გაირბინა.....შენ ჩემს ფიქრებში ცხოვრობ,მყუდროთ მოკალათებული, მინდა
დაიჯერო,რომ ჩემთვის ჰაერზე მეტი ხარ, .იცი ამ პატარა გულს როგორ
უყვარხარ...შენ ხომ ის ხარ ვისაც მე წლების მანძილზე ვეძებდი....გიპოვე
და ახლა შენი დაკარგვის მეშენია.....ჰოო მეშინია, რადგან შენ ხარ
სიხარული, გამოძახილი ჩემი სულისა........ფიქრებს ყოველთვის შენთან
მივყევარ,.. .შენზე ფიქრით იწყება ყოველი დილა.... ყველა დღე ერთად ვართ
ჩემით "შექმნილ " შენს სამყაროში...... ჰოო როცა ვიპოვნე ბედნიერება ახლა
დაკარგვის მეშენია....​
მოდი.... ჩემი ხელით გამოწვდილ გულს შეაშველე ხელი....ბედნიერებას მოფრთხილება უნდა!


16.12.2013

არ შემიძლია სულ შენთან ვიყო

არც უშენობა არ შემიძლია

არ შემიძლია გითხრა მიყვარხარ

ეს სიტყვები ხომ სხვებმაც იციან

მინდა ჩაგიკრა სულში და გულში

გაკოცო ესეც არ შემიძლია

არ შემიძლია შენ გიღალატო

ეს ჩემი სულის წმინდა ფიცია

მე სიყვარული ამაზე მეტი
ამაზე დიდი არშემიძლია!!!


17.05.2013

გულო ჩემო გეკითხები:
-მითხარ რაა სიყვარული?
-ერთი აზრი ორი სულის,
ერთად ფეთქვა ორი გულის,
-სიყვარული როგორ ჩნდება?
-გულიდან და იქვე რჩება!
-სიყვარული რატომ ქრება?
-არც ყოფილა თუკი ქრება!!


01.02.2013

იცი? იცი როგორი ხარ? თბილი და უცნაური, აი ისეთი, რომ დაინახავ და ყველა ნერვი აგიჩქარდება, ვღელავ როცა გიყურებ.





არადა როგორი მშვიდი ხარ შენ! გამიღიმე რაა, ცოტა სითბო გამიყავი, ცოტა სიყვარული, ცოტა შენზე ოცნება, ცოტა მზის სხივი და ცოტაც თოვლი მინდა შენგან. მე რას გაჩუქებ? ათას ლექსს, ათას სიტყვას, ჩემს გულს, სულს და ჩემს თავს გაჩუქებ. სამყარო გინდა? შენი იყოს ჩემი სამყაროც, ოღონდ სულ ცოტა ღიმილი გამიყავი, გამინათე ცხოვრების გზა შენი ფერებით. იცი? იცი რას ვგრძნობ, როცა გხედავ? სამყარო ჩემი მგონია, მგონია რომ არ მეყოფა დედამიწა, არც ცა მეყოფა თუ შენ იქნები ჩემს გვერდით. როცა იღიმი, სწორედ მაშინ ვხდები ყველაზე სუსტი, მაშინ…


10.11.2012

მოდი ნუ ვკითხავთ ერთმანეთს რატომ??..რისთვის??..სად იყავი??..რატომ დამტოვე??..უბრალოდ დავტკბეთ ერთმანეთთან ყოფნით,ყოველი წუთით,წამით.ვიგრძნოთ ის რამაც ერთმანეთი არ დაგვაკარგვინა,რაც გვაერთიანებს,რაც გვიზიდავს,რატომაც არ მავიწყდები,რატომაც ვოცნებობ,ვფიქრობ შენზე,რაც მაკავშირებს შენთან...მოდი არ ვატკინოთ ერთმანეთს გული,არ გავიხსენოთ სასტიკი წარსული...მოდი შეგეხო,ვიგრძნო შენი სითბო...ვიგრძნო რომ გჭირდები...ისევ ისე..ისევ ისე...!!!მიყვარხარ..და შენ ეს იცი..ხოდა იცოდე მიყვარხარ,უბრალოდ მიყვარხარ,მეყვარებიიი მუდამ...მოდი ნუ ვატკენთ ერთმანეთს გულს...უბრალოდ დავტკბეთ..არ მკითხო სად იყავი??..რატომ დამტოვე??..უბრალოდ მიყვარხარ..მენატრები!!


10.11.2012

გახსოვს? პირველად გითხარი მიყვარხარ, წარსულში გაბრუნებ ისევ მიმყავხარ, ჩემი გრძნობები შენ გაგიყავი, ყოველთვის ყველგან შენთან ვიყავი. გახსოვს? სახლის წინ ერთად ვისხედით, ორივე ვტკბებოდით ლამაზი ცის ხედით, ციდან ვარსკვლავნი მალმალ ცვიდა და მე და შე


08.11.2012

სუნთქვაშეკრული, სულგანაბული,
ჩუმად მოვუსმენ ჩემს გულისცემას,
ჩავიძირები ფიქრთა მოევში,
გავაშლევინებ ფრთებს ჩემს ოცნებას.

სულს ნებას მივცემ ცაში აიჭრას
და არწივივით გაინავარდოს,
როგორც აბრაგი ტყეში გაიჭრას
და არაფერზე აღარ იდარდოს.

სხეულს დავტოვებ ცოდვილ მიწაზე,
რომ შეერკინოს მტანჯველთა ლაშქარს,
თუნდ ქრისტესავით გამაკრან ჯვარზე,
ვერ შეველევი ბედის საჩუქარს.

ჩემს ნაოცნებარს გავანდობ ღრუბლებს,
რომ დედამიწას წვიმით მოუყვეს,
რატომ ვაპკურებ ვარდებს, გვირილებს,
სიყვარულისთვის დადენილ ცრემლებს.

ბროლივით წმინდა ცრემლით ვაუწყებ,
ჩემს ისტორიას მთის ნაკადულებს,
ჩუმად ავუხსნი, რომ ვერ ვივიწყებ,
უცხო ასულის ხვეულ კულულებს.

რომ ვერ ვივიწყებ უძირო თვალებს,
თითქოს ნაცნობს და ასე ახლობელს,
დაბნეულ მზერას, ალისფერ ლოყებს,
ჩემთვის წმინდას და ასე სასურველს.

თავს შევაფარებ იდუმალ ღამეს,
შევეფიცები მე ძმად ვარსკვლავებს,
ჩემს საიდუმლოს გავუმხელ მთვარეს,
რომ შემინახოს თავის ბნელ მხარეს.

როგორც დიდი ხნის უნახავ სტუმარს,
შევეგებები ვარდისფერ დილას
და მოვუყვები წუხანდელ სიზმარს,
ჩურჩულით ვეტყვი რომ მე ის…


31.10.2012

იცი როგორი ხარ? თბილი და უცნაური, აი ისეთი, რომ დაინახავ და ყველა ნერვი აგიჩქარდება, ვღელავ როცა გიყურებ.არადა როგორი მშვიდი ხარ შენ! გამიღიმე რაა, ცოტა სითბო გამიყავი, ცოტა სიყვარული, ცოტა შენზე ოცნება, ცოტა მზის სხივი და ცოტაც თოვლი მინდა შენგან. მე რას გაჩუქებ? ათას ლექსს, ათას სიტყვას, ჩემს გულს, სულს და ჩემს თავს გაჩუქებ.სამყარო გინდა? შენი იყოს ჩემი სამყაროც, ოღონდ სულ ცოტა ღიმილი გამიყავი, გამინათე ცხოვრების გზა შენი ფერებით. იცი რას ვგრძნობ, როცა გხედავ? სამყარო ჩემი მგონია, მგონია რომ არ მეყოფა დედამიწა, არც ცა მეყოფა თუ შენ იქნები ჩემს გვერდით. როცა იღიმი, სწორედ მაშინ ვხდები ყველაზე სუსტი, მაშინ ვითხოვ ზუსტად უფლისგან…


← предыдущая 1 2 3 4 5 ... 105 следующая
Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут