Дневник пользователя ninuca

ninuca
41, Тбилиси, Грузия

04.08.2012

ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომ უნდა გიყვარდეს... გიყვარდეს სიცოცხლე... გიყვარდეს სიყვარული... გიყვარდეს ოცნება... გიყვარდეს ფიქრი... გიყვარდეს ბუნება... გიყვარდეს წუთი... გიყავრდეს წამი... შენი სიცოცხლე ხომ ამ წუთებისა და წამებისგან შექმნილი მარადისობაა... გიყვარდეს ცა, მზე, მთვარე, ვარსკვლავები... გიყვარდეს ადამიანი... გიყვარდეს ყოველთვის... გიყვარდეს ყველაფერი... გიყვარდეს არაფერი... გიყვარდეს ზღვა... გიყვარდეს უსასარულობა... გიყვარდეს ქვიშა... გიყვარდეს სიმღერა... გიყვარდეს ხატვა... გიყვარდეს წერა... გიყვარდეს წიგნი... გიყვარდეს და არ მოითხოვო სამაგიერო... გიყვარდეს უანგაროდ... არ თქვა, რატომ? უბრალოდ, გიყვარდეს... გიყვარდეს ისეთი, როგორიც არის... გიყვარდეს და მისით იცოცხლე, მისით იარსებე... ისე ძლიერ უნდა გიყვარდეს, რომ მისი ყოველი დანახვისას, გული გეკუმშებოდეს... თვალები სადღაც გაგირბოდნენ, სხეული პატარა ჩიტივით თრთოდეს... ტკივილამდე უნდა გიყვარდეს...…


22.01.2013

მე ვარ ის, ვინც ვარ, ვინც ვიყავი, ვინც ვიქნები... ის ვინც უნდათ რომ ვიყო, ვისაც ვერ ხედავენ და გრძნობენ, ვისაც ვერ უსმენენ და ამიტომ კარგავენ... ის ვინც უყვართ, ვისკენაც მიისწრაფიან, ვისაც ეძებენ და ვერ პოულობენ.


30.04.2012

მოგენატრებიო.... მითხარი ერთხელ...

არ მენატრებიო არა...
შეგიყვარდებიო... მითხარი მახსოვს...
ამ გრძნობას გავურბივარ ახლაც..
ყველგან მომძებნეო ფიქრით და თვალებით
ახლაც დაგეძებო სადღაც..
იქნებ ვერასოდეს მიპოვნოო
ხოდა ვერ გპოულობ ახლაც
მე შენი ვინ ვარო? მკითხე ფიქრით
ფიქრითვე მიპასუხე თავად
მე შენი სულის სუნთქვა ვარო შენი დაბნეული ბარდა.
არ მელოდებოდიო? მკითხე ჩუმად
ლოდინმა დამღალა ახლაც
იქნებ გაგახსენდეს ჩემი არსებობა
მოხვიდე დროა ალბათ
მე მაშინ მოვალ როცა არ მეძებო
ჩუმად მითხარი ნაზად
მე აღარც გეძებ აღარც გელოდები
ბილიკს მივუყვები ცალად
შენ ჩემი სუნთქვა ხარო
მაგრამ არ გიცნობო....
ესეც რომ მითხარი მახსოვს
იქნებ დრო არის რომ მოხვიდე
და ეს გრძნობები ნახო?
მოგენატრებიო მითხარი ფიქრით
მე…


შემოდგომა პოეტური და რომანტიკული პერიოდია, ხელოვანებისა და შეყვარებული ადამიანების საყვარელი დრო.

მართალია, ამჯერად მზე ერთობ არარომანტიკული და ფრიად პრაგმატული ქალწულის ზოდიაქოს გადის, თუმცა პლანეტა ვენერა (სასიყვარულო და პირად კავშირებზე პასუხისმგებელი პლანეტა) ჯერაც ლომის ნიშნის დიასახლისია.

რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში მომატებულია პრაგმატული დამოკიდებულება სასიყვარულო ურთიერთობების მიმართ.

გარდა ამისა, გაზრდილია კონფლიქტების ალბათობაც ეჭვიანობის და უნახავი ემოციების ხარჯზე. თუმცაღა, სექტემბრის შუა რიცხვებიდან ყველაფერი ნელ-ნელა დასტაბილურდება. განსაკუთრებით ჰარმონიული შეიძლება იყოს ეს თვე მიწის სტიქიის ნიშნებისთვის (კურო, ქალწული, თხის რქა), სასიყვარულო კუთხით.


30.08.2012

ერთ მაღალ გორაკზე, ერთმანეთთან ახლოს, სამი ხე იდგა. ერთ დღეს მათ თავიანთ ოცნებებსა და იმედებზე დაიწყეს საუბარი. პირველმა თქვა: " იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც საგანძურის ყუთი გავხდები. შევინახავ ოქროს, ვერცხლს და სხვა ძვირფას ლითონებს, ვიქნები მორთული ულამაზესი ქვებით და ყველა გაოცდება ჩემი მშვენიერებით".მეორემ თქვა: იმედია ერთ დღესაც გემი გავხდები, მეფეებსა და დედოფლებს მსოფლიოს მოვატარებ... ჩემთან ყველა უსაფრთხოდ იგრძნობს თავს და დააფასებს ჩემს სიძლიერეს.ბოლოს კი მესამე ხემ თქვა: მსურს ყველაზე დიდი ხე გავხდე ტყეში. ადამიანები დამინახავენ გორაკის წვერზე, დატბებიან ჩემი სილამაზით და კაცობრიობას დავამახსოვრდები, როგორც ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ხე ისტორიაში.წლების შემდეგ გორაკს რამოდენიმე ხის მჭრელი მიადგა. ერთს პირველი ხე…


მიმიფურთხებია წარსულისთვის და ყველაფერ იმისთვის, რაც უხასიათობის მიზეზად მევლინება! მიმიფრუთხებია თვით ამ უხასიათობისთვისაც, მაშინ როცა ახალგაზრდა ვარ, უფლება არ მაქვს წარსულში ქექვის, თუ ცხოვრების ერთი მეხუთედი მიწაში მაქვს უკვე, დარჩენილი წლები წინ მაქვს! არაფერია გვიან, ახლა ყველაზე კარგი დროა მოქმედებისთვის! ყველა ტკივილის აღმოსაფხვრელად და წარსულის ფანჯრების ჩასალეწად, ახლა ბედნიერების დროა, არავითარი ხვალ!


предыдущая 1 2 следующая →
Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут