ვის რა აინტერესებს ყველაზე ძალიან?!
მგონი არავინ შემეწინააღმდეგება თუ გეტყვით, რომ ადამიანებს ერთმანეთის ცხოვრება, განსაკუთრებით პირადი, და კიდევ უფრო მეტად მისი პიკანტური დეტალები აინტერესებთ.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავის პირადს ფრიად საიდუმლოდ ინახავენ, ზოგიერთებს კი მისი საჯაროდ გამოტანა, აფიშირება და წიგნად გამოცემაც კი ძალუძთ. ბევრი თქვენგანი დამეთანხმება, რომ საჯარო პირების ავტობიოგრაფიული ნამუშევრები ყველაზე გემრიელი ლუკმაა, როგორც გამომცემლებისთვის ისე მკითხველისთვის.
ჰენრი მილერის “კირჩხიბის ტროპიკი” კი ყველაზე გულახდილი ავტობიოგრაფიული ნამუშევარია, რაც კი ოდესმე წამიკითხავს. გულუხვად შეზავებული სექსუალური სცენებით და პიკანტური დეტალებით, ბილწსიტყვაობა და უხამსობებიც გემოვნებით. მეძავის გული და ამ ყველაფრის ლეიტმოტივი: უკიდეგანო გაჭირვება და შიმშილი.
ადამიანის ცხოვრების ყველა დეტალი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი სასოებით გულში ინახავს მილერის რომანში…