Дневник пользователя ჯინჯერი

ჯინჯერი
31, Кутаиси, Грузия

14.12.2011

tqveni azrit partieba yvelaze didi sasjeliaa???




აჰჰა და აიღეთ, წაიღეთ ჩემი გული რომელიც უკვე დამსხვრეულია. წაიღეთ შორს! არ მაქვს პრობლემა! მომაშორეთ! ვიცხოვრებ გულის გარეშე. აზრი მაინც არ აქვს ... გინდ მქონდეს, გინდ არა... ოცნება მე სულ თან დამსდევდა... ყველანაირი ფერის იყო ის... მაგრამ ახლა მხოლოდ შავ-თეთრი დარჩა. რომელიც მაინც არ სრულდება... დარჩა მხოლოდ ფუჭი ოცნებები... სადაც მხოლოდ ერთი აზრია: ამოვიდე ამ ჭაობიდან რასაც უმეტესობა ცხოვრებას ეძახის. მე არ ვცხოვრობ! მე უბრალოდ ვარსებობ. მე აღარ შევიცვლები! ვიქნები სამუდამოდ ის,რაც ვარ. არც მქონია სურვილი შეცვლის. ყოველთვის ჯიუტი და რთული "ბავშვი" ვიყავი და ვარ. კი, მართალია ჩემი ჯიუტობით არაფერი მომიგია, მაგრამ როდესაც ნაბიჯს გადავდგამდი, უკან არასდროს არ ვიხევდი და…


სიყვარული არ იციან და სიყვარულზე წერენ..სიყვარული არ იციან და
განიცდიან..სიყვარული არ იციან და თვალებს ცრემლით ისველებენ..სიყვარული არ
იციან და სიყვარულზე აღფრთოვანებით საუბრობენ...სიყვარული არ იციან და
სიყვარულის მზეს ფიცულობენ.. სიყვარული არ იციან და სიყვარულისთვის თავს
იკლავენ.. სიყვარული არ იციან და სიყვარულის გამო იცვლებიან.. სიყვარული არ
იციან და სიტყვა ,,მიყვარხარ"-ს ხმარობენ.. აბა რატომ წერენ, განიცდიან,
ტირიან, საუბრობენ, ფიცულობენ, კვდებიან, იცვლებიან იმ გრძნობაზე რომლის
მნიშვნელობაც არ იციან? უნდათ გამოცადონ ეს უმაღლესი გრძნობა, უნდათ
დაემსგავსონ სიყვარულით გულგაჟღენთილ ადამიანს.. მათ გაგონილი აქვთ ამ
გრძნობის სიმპტომები და ამ სიმპტომებს ჩემულობენ.. სიყვარულის შეგრძნებას,
გათავისებას, შექმნას ნიჭი სჭირდება, რომლის ნიჭიც ბევრს არ გააჩნია..
სიყვარული შენდაუნებურად გცვლის, გამაღლებს, გტკენს, გახარებს, ფრთებს
გასხავს,…


31.10.2013

- გამარჯობა!
- გამარჯობა?!
- მე ლექსო,თქვენ?
- ???
- პირდაპირობა ყველაზე კარგი თვისებაა,არ მეთანხმებით?
- მეგი.
- ლამაზი სახელია!
- ყველას ასე ეუბნებით?
- ვისაც ლამაზი სახელი აქვს კი
- ღიმილი გიხდებათ
- თქვენ ისე რა!
- მე ვთქვი ხომ,რომ პირდაპირობა ყველაზე კარგი თვისებაა?
- დიახ
- ვიჩქარე,როგორც ჩანს, ზოგჯერ დაფიქრებაც საჭირო ყოფილა.
- ნამდვილად.
- ცოლად გამომყვებით?
- თქვენ ხომ არ მიცნობთ ?!
- მერე რა? მთელი ცხოვრება წინ გვექნება მაგისთვის.
- და იქნებ უკეთ რომ გამიცნობთ,მერე აღარ მოგინდეთ,რომ თქვენი ცოლი ვიყო.
- შეუძლებელია!
- რატომ?
- ყოველთვის ასე ხდება,მაგრამ ჯერ ისევ ცოლ-ქმარი არიან. თავიდან არასოდეს იცნობენ ერთმანეთს ბოლომდე. ქორწინება ადამიანს ცვლის. ასე კი, ბევრად საინტერესო იქნება.
- კი მაგრამ,იქნებ გათხოვილი ვარ? თქვენ ესეც კი არ იცით.
- გათხოვილი ხართ?
- არა!
-…


ერთხელ,ერთი კაცი გრძნობების მაღაზიაში შევიდა. ხედავს დახლებს სათითაოდ აწერია: – სიცრუე, შური, ბოღმა, ამპარტავნება, შურისძიება და ა.შ. მაგრამ დახლები ცარიელია. – რატომ არის დახლი ცარიელი? - იკითხა კაცმა. – ისეთი სისწრაფით იტაცებენ ადამიანები, რომ შევსებას ვეღარ ავუდივართ - აუხსნა ნოქარმა – ხვალ ადრიანად მოდი და იქნება შენც შეგხვდეს რამეო. კაცი გამობრუნდა და ის იყო უნდა გასულიყო, რომ ნოქარმა მიაძახა: – მაქვს ერთი გრძნობა, დახლქვეშ მიგდია, მაინც არავინ კითხულობს და თუ გინდა ისე წაიღე, გაჩუქებ, ტყუილად ადგილს იკავებს და უკვე ობიც მოედო. – რა გრძნობაა ასეთი? - ჰკითხა გაოცებულმა კაცმა. – სიყვარული ჰქვია - უპასუხა ნოქარმა. კაცმა შეიძინა სიყვარული და დამწუხრებულმა…


ბავშვებს ეზოში წრე გაეკეთებინათ, წრის შიგნით დაახლოებით 6 წლის პატარა, ლურჯთვალება, გაცრეცილი, ხვეულთმიანი გოგონა ტიტინებდა: – დღეს დედა სახლში წამიყვანს, დედას ვუყვარვარ! იცით როგორი ლამაზია ჩემი დედიკო? – ძალიან ლამაზია, ჩვენ წავალთ და სულ, სულ ერთად ვიქნებით. – მეც მინდა დედასთან, –ცრემლი მოადგა ერთ–ერთ ბავშვს თვალებზე. – ნუ გეშინია ლინდა, შენი დედიკოც მოვა და თუ კიდევ არ მოვიდა, – ტუჩები აიბზუა, – მე და დედა ვივლით შენთან, ჩვენ მოგიტანთ ნაყინს, შოკოლადებს, თოჯინებს... – რა მოხდა? – იკითხა ერთმა ბიჭუნამ, რომელიც ბავშვებს მიუახლოვდა. – დღეს მარიამი დედას სახლში მიჰყავს – უპასუხა ლინდამ და კაბა შეისწორა. ბიჭუნას სახე გაებადრა, მზერა ჭიშკრისკენ…


ადამიანში, ხასიათისა და თვისებების სათავე,საფუძველი და მამოძრავებელი გრძნობა, სიყვარულია...როცა ადამიანში ეს გრძნობა სჭარბობს ის ადამიანი შეიძლება უჩვეულოდაც მოეჩვენოს ვინმეს...მაგრამ ამაში არაფერია ცუდი,ცუდი ისაა თუ კაცს ზედმეტი მარილიანი ენა ექნება...ამას კი ზედმეტი შაქრიანი ჯობია...საერთოდ კი ყველაფრის ეტალონი– ზომა და წონა უნდა იყოს....ზედმეტმა გრძნობამ შეიძლება სიყვარულს ავნოს, მაგრამ აქაც უებარი წამალია სახალხო ელექსირი:''რაც მტრობას დაუნგრევია,სიყვარულს უშენებია–ო''.და კიდევ ერთი, აცრა,რომელიც ყველა ადამიანის ხასიათში უნდა ჩქეფდეს:მიტევება და მხოლოდ მიტევების უნარი. ამას მე იმისათვის კი არ ვამბობ ,რომ ყველაზე ჭკვიანი ვარ , არა! არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი...თუ ვინმეს გაწყენიეთ მაპატიეთ , ღმერთი შეგინდობთ თქვენც!


მას ხუთი წლის შემდეგ დავურეკე... უცნაურია და ნომერიც კი არ ჰქონდა შეცვლილი, თითქოს მელოდა... მიპასუხა და ტანში ჟრუანტელმა დამიარა... ისეთი ბედნიერი ხმა ჰქონდა... ბავშვების სიცილი და თამაშის ხმა ისმოდა... არ ვიცოდი რა მეთქვა და გავთიშე.
გამიხარდა მისი ბედნიერება, მაგრამ ამავე დროს, გული მისკდებოდა დარდით. მაშინ, ხუთი წლის წინ, მეუბნებოდა რომ ყოველთვის ვეყვარებოდი... მე კი სიცილით ვპასუხობდი რომ დადგებოდა დღე და შეხვდებოდა თავის ნამდვილ ბედნიერებას. თუმცა, შინაგანად, მესმოდა რომ ის არ ტყუოდა. ვიცოდი ეს და მაინც წავედი მისგან. და მაშინ, როდესაც კიდევ ერთხელ გავიგონე მისი „გისმენთ“... ვერ გავბედე ხმის ამოღება.
ესემესი მივიღე. ის მწერდა: „ველოდი შენს ზარს. იმედი მქონდა ხმასაც მოვისმენდი. მაგრამ…


28.02.2011

მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც… მომაბეზრე კიდეც თავი;
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.
ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,
მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს.
ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.
ვერა ხედავ, იმ საფლავზე როგორ ტირის ობლად ქვრივი?
რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!
განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა
ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა.
დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,
დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.
მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,
დარდით არის გაჟღენთილი…


მამაკაცში მნიშვნელოვანია სიბრძნე, და არა სიმდიდრე...
ქალში მნიშვნელოვანია ერთგულება, და არა სილამაზე...
მეგობარში მნიშვნელოვანია სიკეთე, და არა ლამაზი სიტყვები...
საყვარელ ადამიანში მნიშვნელოვანია მოთმინება, და არა მოთხოვნები....
სხეულში მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა, და არა აგებულება....
სიტყვებში მნიშვნელოვანია აზრთა საიღრმე, და არა ის, თუ ვინ და როგორი გამოთქმით ამბობს მათ...


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут