Дневник пользователя tiko04

tiko04
38, Тбилиси, Грузия

25.04.2012

საიდან მოხვედი ასეთი ქარიშხლით,

სიყვარულს რომ აფენ ცასა და სამყაროს,
იცოდე სიყვარულს ვერაფრით დამიშლი,
არ მინდა უშენო დღეებმა დამღალოს.

ვინა ხარ, გულში რა თამამად აბიჯებ,
მოხვედი უცხო და აზრებით ნაცნობით,
და ახლა შენ ჩემში ბავშვობას ადინჯებ,
გუშინ რომ ქვეყანას იკლებდა ანცობით.

აპრილებს ვეცეკვოთ, ხელები გაშალე,
სად იყავ აქამდე, რარიგად ვდარდობდი...
შენა ხარ ვისთვისაც წარსული წავშალე,
შენა ხარ მე ვისაც სიცოცხლეს ვანდობდი.


25.04.2012

როცა სიტყვებს უბრუნდებათ ძალა,
როცა თვალებს აცეცებ და მალავ,
როცა გული ხელის გულებს ათბობს ,
მაშინ უკვე სიყვარული გათოვს.
როცა ხვდები,რომ აღარ ხარ ერთი ,
როცა უფრო ახლოს მოდის ღმერთი .
როცა გული წამებს ორჯერ ასწრებს,
მაშინ უკვე სუნთქვით გითბობ ღაწვებს .
როცა სულიც მასთან ყოფნას ნატრობს ,
როცა ძილი აღარ გინდა მარტოს .
როცა ხვდები, რომ შენ უკვე სხვა ხარ,
მაშინ მზად ხარ, უთხრა:“მე მიყვარხარ!“


25.04.2012

ზეცა მინდა მოგაფარო, საბნად...

შენი სითბო,
ჩავისუნთქო ხარბად...

ცაზე, ჩვენი სიყვარული ენთოს...
ღამე,
შენით გამითეთრე, ღმერთო...

ამერიოს წარსული და აწმყო...
და რითმები,
მთელი ღამე ვაწყო...

მინდა, ისევ აგარიდო ნისლებს...
სიყვარული,
გვაგიჟებდეს ისევ...

შენით მთვრალი, მზე მითბობდეს დილას...
ჩაძინებულს,
მოგეპარო ფრთხილად...

გვირილები გავაშიშვლე, მარა...
ვერ გავიგე,
გიყვარვარ თუ არა...

ისევ ლექსებს ავედევნე, ვითომ...
სიზმრად მოდი,
სხვას არაფერს ვითხოვ..."


30.08.2012

შენზე ოცნებებს ვეღარ იტევს ჩემი სამყარო,

ხანდახან მინდა ჩემს სალოცავ ხატად გაგხადო,
შენს ლამაზ თვალებს მსურს დავუნთო თაფლის სანთელი
და მოგაშორო თუ კი რამ გაქვს გულზე ნაღველი.
არ მინდა გეგონოს სანაცვლოდ რამეს ვითხოვდე,
მხოლოდ გულს გჩუქნი, წრფელი გრძნობით სავსეს პირამდე,
უშენოდ ჩმეთვის არ არსებობს ქვეყნად სინათლე
და ამ წყვდიადში ვერ ვიცოცხლებ ვიცი დილამდე.
მე შენს სიყვარულს სიგიჯემდე მივყავარ ისევ
და მონატრებას ვერ გაუძლებს ამაგამ გული,
სანთლებს ავანთებ, უფალს შენზე ვეჩურჩულები
და შეერთვება ზეცას ჩემი მწუხარე სული!.....


предыдущая 1 2 3 следующая →
Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут