Дневник пользователя LLalikoo

LLalikoo
32, Поти, Грузия

ღამის სიმთვრალეში სიჩუმის მელოდიას,
ფერები დაჰკარგვია.... უსასრულობაში,
სიბნელის ბატონობით ზეცა ჩაკარგულა,
მუქი ფერების უსიყვარულობაში.
წყვდიადის სიღრმეული სიბრძნის აკორდებით,
ტალღები სიხმაურის დუეტში გარეულა,
საოცრად ვერცხლისფერი, უზომოდ ვერცხლისფერი,
სხივები ფუნჯების ფერებში არეულა.
მთვარეს კი მოსწყენია სიბნელის თავხედობა
და მზისგან დღის სინათლის ნაწილი მოუპარავს,
ცოტა სიყვარულის, ცოტა რომანტიკის,
ფერებში გაუხსნია და სიბნელე მოუხატავს.
სიბნელე სიმთვრალეში... სიჩუმის მელოდიას,
ტალღების თქეშის ფონზე რითმებად აჰყოლია,
ყველა მხატვარია, ყველა მხატვარია....
ღამეს კი მთვარის გარდა... მხატვარი არ ჰყოლია!
 


უი საწყალიო….ნათელში ამყოფოსო,
მისი სულიო….დაგვწყვიტა გულიო,
შემეცოდაო…..არ ჰქონდა ცოდვაო,
არც ვინმეს წყენინება…არ იცოდაო.
ვერ ვიჯერებო…გუშინ ვნახეო,
სულ თვალწინ მიდგასო მისი სახეო,
ერთად ვიყავითო, მაშინო… ამ დღესო,
მერე მოჰყვებიან რაღაცა ამბებსო.


27.09.2011

ნუ მე-თანაცხოვრები რა
ნუ მე-სხეულები
ნუ მემეორენახევრები...
და ნუ მე
ნუ მემეები რა!
ცოტა დიდივით იფიქრე
და დიდივით მოიქეცი.
რა თვალებ ჩახატული მოდიხარ შეხვედრაზე
და რა ტუჩებდაბერილი?
რა დროს შენი ეგეთებია და რაღადროს ჩემი ეგეთებია?


ამშლია ფაფარი უხედნელ კვიცივით,
სიგიჟის წვეთები თვალებში ელავენ
ნუ შემეჯიბრები _ ვამბობ და ვიცინი
ვნების ამბორები ჩემ სხეულს თელავენ.

არარის ნაპირი, ზღუდე და საზღვარი
თუ არის დათრობა _ უნდა გაილეშო,
წაგება
მოგება
არ არის მთავარი
თუ ვერ გამთელდები უნდა დაილეწო

ნუ მალავრად მალავ?..ყველას დაანახე,
ცას მიწვდეს გრძნობების ველური კიჟინი,
ასჯერ დამამარცხე
ასჯერ დაგამარცხებ
ნუ შემეჯიბრები! -ვამბობ და ვიცინი.

ვიგიჟებ სიცოცხლის ბოლო აკორდამდე,
წასაღებს წავიღებ _ სიძულვილსსიყვარულს,
ოღონდ არ წახვიდე,
აღარ დამიღამდე
აღარ შემატოვო სევდას და სინანულს.

მე უკვე გავბედე სიკვდილთან თამაში,
გადახსნილ ვენიდან მწვეთავს ბედისწერა,
დღეს ყველა ფიქრები ჩავკრიფე კალათში,
რომ მერე დამეწყო შენზე ლექსის წერა

არ აქვს ჩემს სიყვარულს ზღუდე და ფინიში,
ცხრაჯერ გადავლახე ოცნებით საზღვარი
და თუ შეგიძლია ამყევი ჯირითში
უხედნელ კვიცივით ამშლია ფაფარი.


ქორწილის კაბა მსოფლიოს პატარძლებს

აცვიათ მხოლოდ იმ ერთ დღეს.

კაბა ასეული ნაჭრისგან შეკერილი,

სადა, თამამი და გრძელი.

კორსეტი მოჭერილი , წელით მომხიბვლელი

გაშლი ბოლოებზე მდგომი,

ზოგან , ალაგ-ალაგ ნაზი ყვავილები,

ზოგან ფოთლები აქვს თეთრი.

მკერდი კანტიანი , სადად შეკერილი,

ბანტი დაშვებული ქვევით.

იდეალური და ზოგჯერ ნაკლიანი.

შენი ხასიათის ფერის.


სხვა თუ ლექსებს
შენზე დაწერს , მე პოემას შევთხზავ შენზე

სხვა თუ ფერად ბუშტებს
გჩუქნის , საჰაეროს მე გაჩუქებ

სხვას თუ თაიგული
მოაქვს , ვარდების ბაღს მე მოგიტან

სხვა თუ შენთვის
ზღვას გაცურავს , მე ხომ ოკეანეს ვცურავ

შენ კი ვიღაც იმ
სხვას ირჩევ , მე კი ისევ თვალს მარიდებ

შენ ხომ მასთან
ყოფნა გინდა , დარდიანი მე რომ მნახო

შენი გული იმ სხვას
მიაქ , მე კი ჩემსას სადღაც ვკარგავ

შენ ხომ ბედნიერი
ხარ და , მე კი ფიქრებს ბნელში დავდევ


აღარ მიყვარხარ !

იყო და არა იყო რა,
ამქვეყნად რა არ ხდებოდა,
ვიღაცა გრძნობას იძენდა,
ვიღაცის გრძნობა ქრებოდა,
ვიღაცას ვიღაც უყვარდა,
ვიღაცას ის არ უყვარდა,
ვიღაცა იმას ნანობდა
ის ვიღაც რომ შეუყვარდა.


“საროჩკა", "ნასკი", "კრაოტი", "პოლი" -
მართლაც რომ ქართველს არა ჰყავს ტოლი.
"კუხნა", "ბალკონი", "ზალა", "პადვალი"
- მითხარით ენა ამის ბადალი.
"პესოკი", "სუმკა", "ტუფლი", "იუბკა".
"რომელი გოდა ხარ?" - "თხუთმეტი სუტკა"
"მოვპარე სპიჩკა - მაქვს ეს პრივიჩკა"
"ლამპოჩკა", "ჩაინიკი", "კრაოტი", "სტოლი"
- ამბიცია ულევია, ინტელექტი ნოლი
"შოფერი", "მატორი", "პაკრიშკა", "ლიჟები".
- საბა და ილია - "იმენა" გიჟები.

 


ნახევარზე ექვსის წერას ვიწყებ ლექსის,
ნახევარზე შვიდის ვარ საოცრად მშვიდი,
და არ ვიცი რისთვის მეძინება რვისთვის
ვერ გავიგე რაზე მეღვიძება ცხრაზე
ნახევარზე ათის დრო უაზროთ გადის
ნახევარზე თერთმეტის სახლში ვხდები ზედმეტი
ნახევარზე თორმეტის ძებნაში ვარ მომენტის
როცა დგება პირველი დროა გასაკვირველი
თუ დილამდე შორია ნიშნავს ღამის ორია
ნახევარზე სამის ჭამას ვიწყებ რამის
ნახევარზე ოთხის რამე შაყირს მოვთხრი
თუ ჩამოკრა ხუთმა დამეწყება ხუთვა
ნახევარზე ექვსის წერას ვიწყებ ლექსის...


თოვლით დაიფარა ირგვლივ ყოველივე,
თოვლივით გაცივდი შენც…


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут