Дневник пользователя ana

ana
44, Грузия

21.07.2012

ყური დაუგდე, ნუთუ არ გესმის?
როგორ გეძახის ეს ჩემი გული,
ნუთუ ვერ ხვდები შენზე რომ ვფიქრობ
და ძლიერ რომ ვარ შეყვარებული.
წუხელ სიზმარში გამომეცხადე
ახლოს ვხედავდი შენს ლამაზ თვალებს,
მერე წყვდიადში გაუჩინარდი
არ მახსოვს როგორ გათენდა ღამე.
ვინ გიყვარს ნეტავ, ვის ეტრფი კარგო?
მე შენს სიყვარულს ვერასდროს დავთმობ,
მარტოობისთვის ვარ გაჩენილი
იმიტომ დავრჩი სიზმარშიც მარტო.
შენთან რა მინდა, ჩემი ბრალია,
შენ არ მიგიძღვის დანაშაული,
ჩემი ბრალია რომ შეგიყვარე
და დავიტანჯე პატარა გული.
არ ვიცი როგორ აგიხსნა კარგო
ასეთი ბედი ღმერთმა რად მარგო,
მთელი სიცოცხლე დაგელოდები
სულ მეყვარები, არ მკითხო რატომ...


15.07.2012

shegxvdi shemtxvevit da gulma gaioca, sulma mwuxarebis fifqi momatova, drom im warsulidan,grdznoba ayolili dghemdi,usicocxlo vneba amitrtola,,, wami shemoxedvis gavda saukunes, albad sikvdilidan ukve damabrunes, sheni sityva ariyo mochveneba, magram,araferi aghar icvleboda,,, mitxari gilocavo,madloba mogixade, wamshi gaviyine,wamshi gavirinde, shen ras gaigebdi,tvali agaride, mere,,,im warsulshi isev chavikete,,,


13.07.2012

საღამო იყო თანაც ძლიერ ძლიერ ციოდა, ვიჯექი მარტო,გავყურებდი შორეულ წარსულს... შენი უიმედო მონატრებით გული მტკიოდა შენთან სიმარტოვე ო რაოდენ ძლიერ მინდოდა. საღამო იყო ვარსკვლავების წვიმა ცვიოდა, ვიჯექი მარტო შეუმჩნევლად ცრემლიც მდიოდა... შენი ჩახუტება,მოფერება ისე მინდოდა დრო კი ამ ნატვრაში შეუმჩნევლად ძლიერ მიჰქროდა. საღამო იყო ჩამი-ჩუმი არსად ისმოდა, მე კი წარსულზე მოგონების ფიქრი მათბობდა... არ მეგულება პიროვნება ვინც არ იტყოდა ნეტავ წარსულში,სულ ცოტა ხნით მაინც მამყოფა. საღამო იყო ისევ ისე ძლიერ ციოდა, ჩემი სიბრალულით ღრუბელსაც კი ცრემლი სდიოდა... ისე გნატრობდი,სინანულით ცაც კი ტიროდა ჩემი სიბრალულით ნიავიც კი არსად იძრწოდა. საღამო იყო...ამ თვალებში სული კიოდა და იცი რატომ? უშენობით გული სტკიოდა


18.07.2013

უფალს ვთხოვე წაეღო ჩემი სიამაყე და მან მიპასუხა-არა. მითხრა: სიამაყეს კი არ ართმევენ , მასზე თავად ამბობენ უარს. ვთხოვე განეკურნა საწოლს მიჯაჭვული ჩემი ასული. მან მიპასუხა- არა. მითხრა: მის სულს არაფერი ემუქრება, სხეული კი მაინც მოკვდება. უფალს ვთხოვე, ებოძა ჩემთვის მოთმინება. მან მიპასუხა-არა. მითხრა, რომ მოთმინებას განსაცდელის შედეგად ეუფლება ადამიანი, მას კი არ აძლევენ , არამედ იმსახურებენ… კვლავ ვთხოვე უფალს, ბედნიერება მოეცა ჩემთვის და მან მიპასუხა- არა. თქვა, რომ მხოლოდ ლოცვა-კურთხევას იძლევა. ბედნიერება კი თავად უნდა გამოძერწოს ადამინმა. მე ვთხოვე უფალს, ტკივილისაგან მაინც დავეცავი. მან მიპასუხა-არა. ტანჯვა ადამიანს ამქვეყნიურ საზრუნავს ავიწყებს და მისკენ უკვალავს გზას. მე ვთხოვე უფალს, სულიერად სრულქმნილი…


01.04.2012

სიყვარულსაო, მალვა უნდაო,
მაგრამ როგორი დამალულია?
აბა მითხარით როგორ დავმალოთ,
როცა სიცოცხლე, სიყვარულია.
სიყვარულია ყოველი დილა,
ყოველი დღეც ხომ სიყვარულია.
სიყვარულია მზე რომ ამოდის
და სიხარულით გიძგერს გულია.
სიყვარულია რომ გაგაღვიძებს,
თვალს ოცნებისგან არ მოსდის რული.
როცა პატარა დაიწყებ ტიტინს,
მაშინ იწყება ის სიყვარული.
როცა პირველად ვეძახით დედას,
როცა პირველად ვადგავთ ნაბიჯებს.
ეს სიყვარული მაშინ გვეწვევა,
იმ პაწაწინა გოგონებს–ბიჭებს.
დაუფარავი სიყვარულია
როცა საღამოს მზე მშვიდად ჩადის.
სიყვარული ხომ არ იმალება,
იგი ჩვენს შორის გახსნილად დადის.
სიყვარულია ათივე მცნება,
რასაც გვასწავლის ქრისტეს რჯულია.
სიყვარულია ჩვენ რომ ვლოცულობთ,
და თვით უფალიც სიყვარულია.
მაშ რატომ ვმალოთ თუკი ასეა?
რად დავამძიმოთ ჩვენი სულია.
სხვისა არ ვიცი მე კი ვაცხადებ.
რომ ძალზე მიყვარს სიყვარულია!!!


30.03.2012

ბედავ და ამბობ "მარტო ვარო"?!.... თვალებს ხუჭავ და სიბნელეში ამბობ ხომ?!... საერთოდ იცი სიმარტოვე რას ნიშნავს?!... რა გრძნობაა?!.. როგორი ტკივილია?!... არ იცი!... არ იცი და ფანტაზიას შეეშვი.... მარტო არ ხარ!... უბრალოდ ის არ გაქცევს ყურადღებას და ჩათვალე რომ მსოფლიომ დაგივიწყა.... რომ შენს გარეშეც ასეთივე იქნება ცხოვრება... რომ არაფერი შეიცლება.... რომ ნული ხარ...
საერთოდ არ ვფიქრობდი ესეთ სისულელეებზე... მაგრამ ერთ დღეს შემომაწვა დარდი და ვიტირე... დავფიქრდი... ცხოვრებაში ესე არ შემშინებია არასდროს!... თვალები დავხუჭე და... "რა მოხდება რომ არ ვარსებობდე?!... რომ გავქრე?!... ვის რა დააკლდება?!... არაფერი... არაფერი ხომ?!"... იცი?!... ჩემზე ბედნიერი მაგ დღეს არავინ იყო!... იცი რატომ?!... პირველად და უკანასკნელად დავსვი ეგ…


30.03.2012

Siyvaruli var,shentan movedi,ratom gaocdi,raa?ar melodi?ar gagixarda chemi stumroba?aset sicives sul ar velodi.ginda xeli mkra?sheni nebaa,magram icode gavnadgurdebi,da rom mexvewo mteli cxovreba,agarasodes ar davbrundebi.kargad dapiqrdi chemo patara usiyvarulod shen ver iqnebi.sul erti sityvit damimesije, sxvastan mishveb tu shentan viqnebi!!!


30.03.2012

შენ ჩემი სუნთქვა ხარო
მაგრამ არ გიცნობო....
ესეც რომ მითხარი მახსოვს
იქნებ დრო არის რომ მოხვიდე
და ეს გრძნობები ნახო?
მოგენატრებიო მითხარი ფიქრით
მე სულ მენატრები რა ვთქვა?
შეგიყვარდებიო.... ხოდა რომ მიყვარხარ
ამას უნდა გრძნობდე ახლა
ჩემი იქნებიო.... მე შენი ვარ
თუმცა არ გიცნობ რა ვქნა?
სულში სახლობ და სულში ბობოქრობ
სულით გეფერები ამ წამს
შეგიყვარდებიო... მე ეხლაც მიყვარხარ
ეხლაც მენატრები რა ვქნა?
მოდი მომეხვიე გულში ჩამიკარი
და ნუღარ წახვალ სხვასთან


14.02.2013

ვატყობ, ისევ მომაწვება სევდა...
ვეჭვობ, ისევ გავუმკლავდე სურვილს...
სანამ, შენი ნახვა გადამრევდა...
სანამ, ისევ მომიკლავდა წყურვილს...
მესიზმრება უბოროტო სევდა,
მენატრება სიეშმაკე შენი...
მომღიმარი, ჩუმი გამოხედვა,
ყველაფერი, მერე დანარჩენი...
დარდობს თვალზე, მოდენილი ცრემლი...
სევდა ასე, ხეტიალობს ობლად...
შენი ნაზი მოფერება მშველის...
ჩემი ოცნებების დასათრობად.
ყველაფერი შენთვის დამითმია,
არაფერი დამრჩენია ჩემად,
გულში ისევ, წვალობს არითმია...
იბრძვის, შენში, შენთან დასარჩენად.
სანამ, ისევ მომიკლავდე წყურვილს...
სანამ, შენი ნახვა გადამრევდა...
ვეჭვობ, ისევ გავუმკლავდე სურვილს...
ვატყობ, ისევ მომაწვება სევდა...


28.03.2012

არ მითხოვია - ჩემთან მოდი... თავად მოხვედი...თავად ინდომე ჩემი გულის დაპატრონება.
არ მითხოვია - მომიწყვიტე ციდან ვარსკვლავი...
შენ თავად გსურდა მოგერთმია მთელი ქონება.

არ მითხოვია - ვიყინები. ხელებს გამითბობ?..
შენ მოინდომე გეგრძნო ჩემი ხელების სითბო.
არ მითხოვია - ჩამეხუტე და არ გამიშვა...
არ მითხოვია და მე დღემდე არაფერს ვითხოვ...

არ მითხოვია - გამიღიმე... თავად მიღიმი.
ჯიუტი ბავშვის ფრთხილი კოცნა საჩუქრად მიგაქვს...
არ მითხოვია - ჩემი გულის კუნჭულში დარჩი...
შენ ჩემში, ჩემგან უკითხავად დაიდე ბინა


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут