Дневник пользователя soxumsk1

soxumsk1
34, Тбилиси, Грузия

09.10.2015

აქ ყველაფრისგან შორს, ფიქრთ გასართველად მჯდარი, ტალღების შრიალს ვუსმენ, ზღვა მშვიდია და წყნარი. ვზივარ და ვეჩურჩულები, ღამეა მეგობარი, ძველი და საიმედო მომთმენი საოცარი. შენზე ფიქრები მძალავს, ვგრძნობ რომ არა ვარ მარტო, თუნდაც ფიქრებში ტკბილო აქა ხარ გულთან ახლოს. სადაც არ უნდა ვიყო, რა საქმეზე და რა დროს, მუდმივად შენზე ვფიქრობ, მუდამ ჩემს გვერდით გნატრობ. მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ, შენი თვალები მახსოვს, შენი ნაზი ხმა ჩამესმის, შენი ღიმილი მათრობს.


22.02.2014

სხვა სუნამოს რომ გიყიდის, მე გაჩუქებ ლექსებს მრავალს, სხვა მანქანით გამოგივლის, მე გზას ვტკეპნი შენსკენ მავალს, სხვა ყავაზე დაგპატიჟებს, მე გაჩვენებ ხედებს გაშლილს, სხვის სუნამო გათავდება, ჩემს ლექსებს კი დროც ვერ წაშლის, ალბათ გმართებს დაფიქრება, აირჩიო ის სხვა თუ მე, გამიღიმებ მაგრამ ბოლოს სხვას აირჩევ ისევ თურმე!!!!!!!!!.


22.02.2014

მიყვარხარ ისე, როგორც არავინ მყვარებია.... თუ ვინმე მენატრება, თუ რამის ხილვა მინდა მხოლოდ შენა ხარ და შენი თვალებია.... მე მხოლოდ ის ვიცი რომ, ერთადერთი ხარ ჩემთვის რომელიც ყველაზე ძლიერ მიყვარს.....შენ სიყვარული მასწავლე,შენით იწყება ჩემი სიცოცხლე..... მუდამ შენზე ვფიქრობ..... მუდამ შენზე ვდარდობ..... მუდამ მენატრები ჩემთან რომ არა ხარ.....ჩემი სიყვარულით სავსე თვალები შენს ხილვას ელოდებიან!


06.11.2015

„სახლში ვახშმად დავბრუნდი და ჩემს ცოლს ვუთხარი, რომ მართალია მიმძიმდა, მაგრამ მისთვის რაღაც უნდა მეთქვა. მან არაფერი მიპასუხა და ვახშმობა გააგრძელა. მის თვალებში, მაშინ, პირველად არ შემიმჩნევია ტკივილი…
თუმცა, დაწყებული საუბარი განვაგრძე და ვუთხარი, რომ განქორწინება მინდოდა. მას არც წყენა გამოხატვია სახეზე და არც გაკვირვება, უბრალოდ, ჩუმად მკითხა, „რატომ?“ მე არ ვუპასუხე და ამან ის გააბრაზა. ჩემი მეუღლეს ისტერიკა დაემართა, საგნებს მესროდა და მიყვიროდა, რომ არაკაცი ვარ.
იმ საღამოს მეტი აღარ გვისაუბრია. ოთახში დასაძინებლად გავედი და მესმოდა, ჩემი ცოლი როგორ ტიროდა. სიმართლე გითხრათ, არც ვაპირებდი მისთვის მიზეზების ახსნას. რა მეთქვა, რომ აღარ მიყვარდა?! რომ ჩემი გული ახლა, სხვა ქალს ეკუთვნოდა?!

მეორე დილით, ხელი…


26.12.2016

შენ ის წიგნი ხარ, მე რომ ვცადე გადამეშალა, და წამეკითხა ყველა გვერდი, ყველა ფურცელი, ლამაზ ყდებს შორის მოქცეული და იდუმალი. მაგრამ გადაშლის არ დამრთე ნება, ან მე არ მეყო ნებისყოფა, ძალა და სიღრმე, ქარს, რომელმაც შენ აგათრთოლა, თითქოს დაგაფრთხო, ყდები შეკუმშე და დაიდე დუმილის რაზა. მე ისიც მყოფნის გარედან, რომ გათვალიერო, და გიდარაჯო, რომ არავინ შევუშვა შიგნით, ჩემს მეტი, გარდა პოეტი ქარის


26.09.2014

დაქალები.
- იცი ჩემი ქმრის ტელეფონის
კონტაქტებში ნომერი
ვნახე ,,უფასო სექსი'' !
დამაინტერესა და დავრეკე,
- მერე?
- ლამის სკამიდან
გადმოვარდი. ჩემმა
მობილურმა რომ დარეკა... : )) :D :D


08.06.2014

ეს მე კი არა, ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს...ასე მგონია ასეთი სიყვარული არავის შეუძლია...დავიძინებ-მიყვარხარ! გავიღვიძებ-მიყვარხარ! ჩემთან ხარ-მიყვარხარ! და თუ შორსა ხარ, მაშინ ყველაზე მეტად მიყვარხარ! მე სიყვარულზე უფრო დიდი სიყვარული მიბოძა ღმერთმა. შენგან მივდივარ-მენატრები...თვალს მოგაშორებ-მენატრები...როცა გიყურებ, მაშინ ყველაზე მეტად მენატრები...მონატრებაზე უფრო დიდმა მონატრებამ შენად მაქცია. ჩემი სიყვარული დედამიწაზე დაიბადა და გაიზარდა. როცა ახალ დაბადებულ ბავშვს ვეფერები-შენ გეფერები! როდესაც შინ თითის წვერებზე დავდივარ, მაშინ შორეულ ბინაში შენს ძილს ვუფრთხილდები.მადლობაზე უფრო დიდი მადლობაა ჩემთვის შენი არსებობა. რომ ხარ ესაა მთავარი. მე დაგელოდები, სიცოცხლის ბოლომდე დაგელოდები...არა, არა სიცოცხლის იქითაც თუკი შეიძლება ლოდინი, მე იქითაც დაგელოდები. ჰო, ასე მგონია ეს მე კი არა, ღმერთს უყვარხარ…


02.02.2017

დაკვირვებიხარ, როგორ შეუძლია ერთ წამს მთელი დღის განწყობა წყალს გაატანოს?დაკვირვებიხარ, რომ შეიძლება “მოკვდე” ერთ წამში?იმას თუ დაკვირვებიხარ, რომ შეიძლება თავიდან “დაიბადო” კიდეც ერთ წამში? დაკვირვებიხარ, რა უცებ იძენენ გარკვეულ მნიშვნელობას ჩვენს ცხოვრებაში თითქოსდა უმნიშვნელო ადამიანები?იცი, რა უცებ შეგიძლია ატკინო ვინმეს გული? შორეულსაც კი? ისევე, როგორც მათ შეუძლიათ გატკინონ. დაკვირვებიხარ, რამდენად საყვარელია ყველაფერი ძველი? ცუდიც კი, რა სასიამოვნოდ გაგონდება?დაკვირვებიხარ, რომ ზოგიერთ მელოდიას დროის მანქანის ეფექტი აქვს?დაკვირვებიხარ, რომ ვინც გიყვარს, ის არასდროს გავიწყდება?დაკვირვებიხარ, რას გრძნობ, როცა საყვარელ ადამიანს ხედავ?თვალებით გისაუბრია? ისე, რომ ხმის ამოღების სურვილი არ გაგჩენია?საყვარელი ადამიანის ხელის გულის სითბო გიგრძვნია? ხელი უფრო მაგრად ჩაგიჭიდია ამის გამო? საყვარელი ადამიანის დანახვისას გული…


предыдущая 1 2 следующая →
Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут