Дневник пользователя zuka887

zuka887
34, Тбилиси, Грузия

უკაცრავად, მაპატიეთ სითავხედე
ვხედავ ჩქარობთ,მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ,
ვერ მიცანიით? ვერც ვერაპრით მიგახვედრეთ?
თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო.
რატომ შეკრთი? ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი,
ნუთუ თქვენში, ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს?
გამოცვლილხართ, თუმც თვალები ძველებურად
მიამიტი შეგრცენიათ ქალბატონო.
როგორა ვარ?რას ვაკეთებ? რად არ მკითხავთ,
ცოლიც მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო,
დგეს ყველაფერს ერთად გეტყვით რაც არ მითქვამს,
ახლა მაინც მომისმინეთ ქალბატონო!
ეს ცხოვრება ბილიკია ეკლიანი,
ზოგი დარდის ლუკმას ეძებს სამახსოვროდ,
არ მოგბეზრდათ? მარტოდმარტო ხეტიალი,
გულახდილად მიპასუხეთ ქალბატონო.
მაგ სიმკაცრიტ და უზომო სიამაყით
რა მოიგეთ?!რა საჩუქარს ელით ბოლოს,
მენატრებით ლოდინიტ და დარდით დაღლილს,
სიბერეც რომ შეგპარვიათ ქალბატონო.
და დრო დადგა უკვე ჩვენი განშორების
ქედს მოგიხრით მაგ სიტყვების სამახსოვროდ,
გახსოვს მაშიინ? ტავალს რო ვეგარ გაშორებდი,
ახლა კიდევ...... რა გატირებთ ქალბატონო?
თუ გიყვარდით ამიხსენით რატომ დამგმეთ,
დგეს ვინა გყავთ…


18.04.2012

ხარ დიდი სანდრო ბოტიჩელის
მადონა ნორჩი,
ამიმხედრდება
შენი ერთი დანახვით სისხლი
და მერე, როცა
გვერდზე წახრილს ბეჭებში გკოცნი,
ხოლო შენ მორცხვად
შენს ათასგვარ ღილაკებს იხსნი,
განუზომელი
ნეტარების
მოლოდინით მევსება ხორცი…


18.04.2012

მარეკები შლიდნენ ბანაკს,
ქარი ჩამი-ჩუმით ჰქროდა,
ვიწექ, რომელიღაც ბალახს
უცბად ქალის სუნი ჰქონდა.
თითქოს ურო დამკრეს თავში,
თითქოს პაპაჩემი ცხონდა
ათას სურნელოვან შვავში
უცბად ქალის სუნი ჰქონდა.
სუნი ჰქონდა არა დალის,
ლალის, — ცისფრის ანუ თეთრის, –
სუნი — საზოგადოდ ქალის,
სუნი — საზოგადოდ მდედრის…
ღმერთო! ღმერთო! მე სულ ველი
სიკვდილს შენ მაცოცხლო ვინძლო,
სანამ ვიცნო ეს სურნელი,
სანამ ეს სურნელი ვიგრძნო!


предыдущая 1 2 следующая →
Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут