Дневник пользователя barbale

barbale
44, Modena, Италия

იცი? ყველა შენდობის დღეს ელოდება, რომ აპატიონ… მე, მე ეს არ მჭირდება… მე, ყოველდღე შემიძლია გთხოვო პატიება…. იცი? ზოგი ვალენტინობას ელოდება, ზოგი კი, სიყვარულის დღეს, რომ საყვარელ ადამიანს უთხრან, თუ როგორ უყვართ…. მე არც ეს მჭირდება… მე, ყ...ოველდღე შემიძლია სიყვარული აგიხსნა… იცი? ყველასთვის ახალი წელი 1 იანვარს იწყება…. ჩემთვის კი არა, ჩემთვის ყოველი დღე ახალი წელია… იცი? ზოგს ღმერთი მხოლოდ მაშინ ახსენდება როცა ეკლესიას დაინახავს, ზოგი კი მხოლოდ იმიტომ მარხულობს, რომ ასეა “მოდაში”… მე კი, მე არც ეს მჭირდება, რადგან ჩემი ყოველი დღე, ღმერთით იწყება და ყველა დღე ღმერთით მთავრდება… იცი? ახლაც პატიება მინდა გთხოვოთ… მაპატიეთ, თუკი უნებლიედ რამე შემიცოდია……


14.03.2010

ინგლისელმა ქალმა მაღალი კისერი მოიღერა და მითხრა: სიყვარული ნაზი ყვავილია და მის შესანახად ოქროს ჭურჭელია საჭირო.
თმახუჭუჭა ლამაზმა,ცქრიალა ფრანგმა ქალმა თვალი კეკლუცად გადმომიტყორცნადა კოხტად მომიგო: სიყვარული მცენარეა, რომელსაც ხასიათი ზრდისო.
აი რა მითხრა ზღაპრით დამთვრალმა გერმანელმა ქალმა: სიყვარული მხოლოდ სულიერი მღელვარების დროს ჰყვავისო.
იტალიელმა ქალმა მსხვილი,ვნებიანი ტუჩები გახლიჩა და წამოიძახა: სიყვარულს მხოლოდ სილამაზე ახანგრძლივებსო.
ესპანელმა ქალმა განიერი მკერდი გაისწორა, შავი თვალები დააბრიალა და ჩაილაპარაკა: სიყვარულს მხოლოდ კოცნა ასულდგმულებსო
დარბაისელმა რუსმა ქალმა განიერ მუხლზე გადაისვა ხელი და ჩამჩურჩულა: სიყვარულო..ჩუ..ჩუმად თორემ იგი ამითაც დაშავდებაო
ქართველი ქალისთვის მინდოდა მეკითხა,თუ რას ფიქრობდა იგი სიყვარულისშესახებ,მაგრამ გაწითლდა და მითხრა: უკაცრავად სიყვარულზე ღიად ლაპარაკსჩვეული არ ვარო.


31.07.2014

1. სრულყოფილების ნუ გეშინიათ, მაინც ვერასდროს მიაღწევთ მას.

2. ექვსი წლის ასაკში მსურდა მზარეული ვყოფილიყავი. შვიდი წლისას უკვე ნაპოლეონობა მინდოდა და მას შემდეგ ჩემი ამბიცია სტაბილურად იზრდებოდა.
3. ყოველ დილით როდესაც ვიღვიძებ, კვლავ ენით აღუწერელი კმაყოფილება მეუფლება: ეს სალვადორ დალიდ ყოფნის სიამოვნებაა.
4. ნამდვილი ხელოვანი არაა ის, რომელიც შთაგონებულია, არამედ ის ვინც სხვას შთააგონებს.
5. მას შემდეგ რაც აღარ ვეწევი, გადავწყვიტე ულვაშები გამეზარდა – ასე უკეთესია ჯანმრთელობისათვის.
6. ჭკუა ამბიციის გარეშე, ფრინველს ჰგავს, რომელსაც ფრთები არა აქვს.
7. ერთადერთი განსხვავება ჩემსა და შეშლილს შორის ისაა, რომ მე შეშლილი არ ვარ.
8. თვითმკვლელები ყველაზე ხშირად ისინი ხდებიან, ვინც ვერ შეძლო დაბადების ტრამვის დაძლევა.
9. სურეალიზმი წყვეტს ბორკილებს, რომელიც ზღუდავს…


19.09.2011

კაცის წამება მის შეძლებას აღმატებულა,
ღმერთმა თავიდან ის სიკვდილით ავალდებულა.
ნეტავი იმას, ვისაც ქვეყნად არ უცხოვრია,
ნეტავი იმას, ვინც სულაც არ დაბადებულა!


17.06.2012

tu vinmes shegizliat rom mascavlot rogor davbloko arasasiamovno stumari cems gverdze shemosuli....namdvilad ver mivageni am momsaxurebas am saitze...didi madloba winaswar!


20.09.2011

საქართველოში დაბრუნებას ვინც არ ელოდა,,მიწა მიქონდა,მიწა თბილი,მიწა მარადი...შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან,ქართულო მიწავ,ამიტომაც დაპატარავდი..საქართველოში დაბრუნებას ვინც არ ელოდა,,მიწა მიქონდა,მიწა თბილი,მიწა მარადი...შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან,ქართულო მიწავ,ამიტომაც დაპატარავდი..


“რაც უფრო მეტად მეყვარები, გეტყვი მით ნაკლებს,
მდიდარ სიყვარულს გადავმალავ ღარიბ სიტყვაში;
მე ვერ მივბაძავ ყველა ყბედს და ქალაქის ამკლებს
გრძნობების ზღვიდან ცრუ სათქმელის გამორიყვაში.
ვეღარც გაზაფხულს შევადარებ სიყვარულს ჩვენსას,
ის აღარც ვარდს ჰგავს, აღარც იხდენს იას ტოლივით,
ვეღარ შევკადრებ შემოდგომას ყმაწვილურ კვნესას
და დავდუმდები ვალმოხდილი იადონივით.
თუმცა ნაკლებად ღამის წყვდიადს არ ვეტრფი ახლა,
თუმცა ბატონობს შმაგი ვნება კვლავაც ნებაზე,
მაგრამ ვაი, რომ სიყვარულსაც დაეტყო დაღლა
და გონზე ყოფნას ვეღარ გავცვლი გაოგნებაზე.
ბულბულიც ზოგჯერ გალობისთვის ყელს კი იღერებს,
მაგრამ თუ სატრფოს ვეღარ ხიბლავს, აღარ იმღერებს.”


14.06.2012

მოგჩერებივარ, როგორც სანთელს და

სუნთქვასაც ვიკრავ, რომ არ გამიქრე...

შენით ჭკუიდან გადასვლა ღირს და

როგორ ვიცხოვრო, უნდა დავფიქრდე!

როგორ ვიცოცხლო ამ თვალთა იქეთ,

ამ მზერის იქეთ უკუნი ბორგავს...

ჩემს სასთუმალთან ჩამოჯდე იქნებ,

ყური მიუგდო ღამეულ ბოდვას.

და გაგონილი სახელი შენი

ტუჩს რომ მოწყდება ღამის წყვდიადში,

შენ ჯერ არ იცი მე როგორ მშველი

სულს რომ მიბრუნებ ფერთა წიაღში.

მიყვარხარ მართლა, მიყვარდი მგონი

იქედან როცა დალაგდა არე...

მოისხი მადლი, ჩემს სულთან მოდი,

დავტოვებ ღიად სარკმელს და კარებს!

წარსული დნება ფოთოლთ ცვენაში

შენ შეგიძლია დარდი დახლიჩო...

მომეცი ნება , რომ შენს მზერაში

ჩავიძირო და თავი დავიხრჩო


14.06.2012

ზოგჯერ, გული ცრემლებად უნდა დაიღვენთოს, რომ მიხვდე, ღიმილი რამხელა ბედნიერებაა… აღმართი გაჭირვებით უნდა აიარო, რომ შეიგრძნო რას ნიშნავს მწვერვალზე დგომა. ხანდახან უნდა წაიქცე კიდეც, რომ ადგომის ფასი გაიგო… სხვანაირად ადამიანად ვერ იქცევი… მთავარია, არასოდეს დანებდე, იბრძოლე ბედნიერებისთვის, იცხოვრე მართალი ცხოვრებით და იყავი სხვებისთვის მაგალითი… არა მარტო სიტყვით, არამედ შენი ცხოვრების წესითაც...


14.06.2012

ჩემს ქუჩაზეც ჩამოივლის გაზაფული? რაღაც არ მწამს, სულ ტყუილი ფიქრებია... გაზაფხულის წვიმა მაინც მოვიდეოდეს რაც აქამდე ოცნებებში მიძებნია. დამიზამთრდა...თანაც თითქოს სამუდამოდ ეს თვალებიც უსიცოცხლოდ მიკვდებიან, რაღაც ისე გამიგრძელდა უმზეობა... არადა რა... მზის სხვივები მიკრეფია. ჰო, არ გჯერათ? მიკრეფია მაგრამ სხვისთვის ნუ გგონიათ ცარიელი სიტყვებია... ვარსკვლავებიც მომიწყვიტავს ციდან მისთვის და ვუქმნიდი გაზაფულის იმპერიას. დღეს მე ვნატრობ ამ გაზაფულს, ჩემს ქუჩაზე რადგან უკვე სხვის ბილიკებს მიეჩვია, მაგრამ იცით? უსუფთაოდ დამთბარ ქუჩებს ჩემს ქუჩაზე... ზამთრის სუსხი მირჩევნია...


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут