Дневник пользователя ssissi

ssissi
33, Тбилиси, Грузия

24.04.2017

,როდესაც საუნჯეს გარეთ გამოფენენ, ის გატაცების საფრთხის წინაშე დგება.

ცოცხალი ფერები მზის სხივებისგან ხუნდებიან.


28.05.2017

ზოგიერთი მტერი, შესაძლოა უფრო ჭეშმარიტი მეგობარი იყოს, ვიდრე-თვით უდიდესი მეგობარიც კი


28.05.2017

ცოტაა,თუ მოყვასს ბოროტებას არ უკეთებ,გაუკეთე მას სიკეთე, თორემ აყვავებულ, მაგრამ უნაყოფო ხეს დაემსგავსები.


კარგი შეხვედრა ორის...

და მერე:

"– კარგად იყავი, მორის..."

– კარგად მენახე, დორის..."

კარგია, როცა მიდიან
არა დავით და ომით...

და რა კარგია, როცა:

"– ვერ შეგელევი, მორის!"

– არსად გაგიშვებ, დორის!"


28.05.2017

ყველა თავისებურად აფრენს. და კიდევ კარგი. წარმოიდგინეთ, რომ ყველა ერთნაირად აფრენდეს..


14.11.2016

...როდესაც ესა თუ ის ფიქრი,გრძნობა ან განცდა ეუფლება სულს..
ხანდახან არც კი ვიცით,რა ჰქვია ამ უცნაურ განცდას,ხან ერთი ციცქნაც ვარდისფერი ციმციმით რომ ალიცლიცებს სულის მთელ სივრცეს,ხან კი შავბნელად წარმოგვიჩენს მთელ სამყაროს...


30.05.2016

ღმერთის ხელისგულს დაუცურდი

ჩემს თვალწინ
ახლა.


30.05.2016

მზერაში რომ ღმერთი ჩაგიჯდება..და რაღაცა ისეთს დაგანახებს,გგონია,სიტყვას ვერ მოძებნი,სხვისთვის გასაგებს..მაგრამ შეუთანხმდები ამ სიტყვას,შენს ხორცს აჭმევ,სისხლს დააყოლებინებ,მოარიგებ სხვა სიტყვასთან,ისე განაწყობ მათ ერთმანეთის მიმართ,რომ
ლექსი გამოგივა..
რასაც მეორე ადამიანს გააგონებ კი არა,შეიძლება ძალიან ღრმად,რომელიმე პატარა ნერვიც კი ატკინო..


- მე პირადად მარხვა უნდა შევინახო, ასე ერთი-ორი თვე ან წელი, გააჩნია, საქმე როგორ წავა.
- ეგ კარგი, მაგრამ წყალი თუ მოაგროვე?
- რა წყალი?
- სუფთა წყალი.
- რად გინდა?
- რა იცი, როდის შეწყდება.
- აი როცა გავიგებთ, რომ წყდება, მაშინ მოვაგროვებ.
- როგორ გაიგებ?
- ეგებ თუ ვერ გავიგე და კარგად ყოფილა ჩემი საქმე.
- მე ჩემი ვთქვი და აწი შენ იცი, ბატონო, როგორც გინდა.
- როდიდან დაიწყე მომავალზე ზრუნვა?
- როდესმე ხომ უნდა დაიწყოს კაცმა...


13.10.2016

..მას შემდეგ,რაც ბაბუაჩემი აღარ არის,არავინ მიყვება ტკბილ ქართულ ზღაპრებს..ამიტომ მე, უკვე რამდენი წელია,ძილისწინა ოცნებებითა და წარმოდგენებით ვინაზღაურებ ამ დანაკლისს..გავა დრო და დღისაგან გამოყოლილ ფიქრებში ჩამეძინება..


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут