Дневник пользователя NiNeLi

NiNeLi
33, Тбилиси, Грузия

25.09.2012

"you say you love rain, but you open your umbrella when it rains. you say you love the sun, but you find shadow spot when the sun shines. you say you love the wind, but you close your windows when wind blows. this is why i'm afraid, you say you love me to


27.07.2013

ამ ბოლო დროს მარტოობა დამჩემდა.
ამ ბოლო დროს ამერია გრძნობები.
დედამიწა იძვროდა და გაჩერდა,
დავიღალე დავამსხვრიო დოგმები...

ამ ბოლო დროს სიმარტოვის პიკია.
სიჩუმე და უჩვეულო წუხილი.
მესიზმრება? ანდა იქნებ მითია,
მესიზმრება ჩემი სისხლის დუღილი...

ამ ბოლო დროს გავირიყე მასიდან,
ასე მითხრეს, დავიღალეთ შენითო.
გამომაგდეს ზეციური დასიდან
ვარსკვლავებმა შენთვის აღარ ვმღერითო…

ამ ბოლო დროს დეპრესია მაწუხებს.
ვის რად უნდა წუხილი და ტკივილი,
ცოდვილობა ისევ ისე მაცდულებს
აღარ მინდა სხვის ტკივილზე ღიმილი...

ამ ბოლო დროს დავიღალე ლოდინით
ველოდები პარტერიდან ჩემს სცენას
სიზმრებით და სიგარეტის ბოგინით
ველოდები ბოროტისგან შეცდენას...

ამ ბოლო დროს აღსარება მაკლია.
ეკლესიას დამაშორა ფიქრებმა.
რომ ვიცოდე ეს რომელი დარდია...
გამამწარეს ამ უბრალო მითებმა...

ამ ბოლო დროს ბრალიანი დავდივარ.
ცოდვილი ვარ, განა ამას ვერ ვხვდები?!
პოეტისგან ის დამწველი შანთი ვარ,
ლექსებით რომ გადაჩეხეს ვერხვები...

ამ ბოლო დროს სულ მარტო…


თვალებს ვხუჭავ და წარმოვდგენ:
დეკემბრის დილა. ვახელ თვალებს და სულაც არ მეშინია სიცივის. ყოველ დილით მოგაქვს საწოლში ფინჯანი ჩაი, ან პირიქით, მე მომაქვს,თუმცა სულერთია.
იმდენად დეტალურად მაქვს შესწავლილი შენი სუნთქვის რიტმი,რომ დარწმუნებული ვარ,შენში თავისფლად,ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ვისუნთქებ.
ყოველ დილით,გადათეთრებული გვხვდება ჩვენი პატარა ეზო. შენ მეუბნები რომ თოვლი ჩვენია,სიმბოლო ჩვენი სიყვარულისა.
ჩვენ ამ ხნის მანძილზე ისიც გავიგეთ, რომ ერთმანეთზე ძვირფასი,თურმე არავინ გვყავს.
აკრძალული ხილი უფრო სასურველიაო,ამბობენ. ჩვენ ერთმანეთისთვის მიუწვდომელი რომ არ ვყოფილიყავით,ვიცი,მაინც მაგნიტის ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსი ვიქნებოდით და მივიზიდავდით ერთმანეთს,თუმცა ერთად მუდამ ვერასდროს ვიქნებოდით.
დილაობით ვსეირნობთ-ხოლმე,შენ, დიდ, თბილ ქუდს მახურავ და ხელთათმანებს მარგებ გაყინულ თითებზე. შენი ყურადღება უფრო მათბობს,ვიდრე ეს სქელი,ნაქსოვი ხელთათმანები.
ჩვენ ყოველთვის დავტოვებთ ნაფეხურებს,ახალდათოვლილ ასფალტზე.


დღეს:
დილით,…


22.02.2013

– მძულს პატიოსანი ბოზები, განათლებული დებილები, სოფლელი ქალაქელები, ხამი ძერსკები, სხვისი პირჯვარზე გადაწერაზე გახსენებული მორწმუნეები , მართალი მტყუანები, სინდისიანი უნამუსოები, პირში მთქმელი აფერისტები , გაკეთილებული ბოროტები და მეგობრული მტრები ! :| :))


21.01.2013

მეხუთე ღერი პაპიროსი , ბაგაბუგი საფეთქლის ძვლის,
თვალდახუჭული ჭიქის გამოცლა, ხელის კანკალით .
ნიკოტინით შევიწროვება გულ–სისხლ–ძარღვების ...
ღრმად ამოსუნთქვა , გულზე ჭვალი მარცხენა მხრის .

სავსე საფერფლე , ცარიელი პაპიროსის ლურჯი კოლოფი,
თვალების წვა და ახლოს ხედვა წამწამებს შორის.
მინდა გაქცევა , წვიმა, ხის სახლი და ხმა ჟოლოპის,
მდუმარედ ყოფნა და შეგრძნებები მიწასთან შრომის .


18.12.2012

უნამუსო ადამიანი მაგონებს კაცს, რომელმაც დახოცა მშობლები და სასამართლოს შეწყალებას სთხოვს იმიტომ, რომ ობოლია...:)


ქალი რომ დაგითქვავს პაემანს თავისთან დაგხვდება გამომწვევ კაბით და მკლავებით, შენ უნდა გახსოვდეს რომ უცხო არის და დაკეტე ზურგსუკან ოთახის კარები. არ უთხრა ყავაზე გადაჭრით უარი, ალკოჰოლს თუ დალევთ, მან მეტი დალიოს, როდესაც დათვრება გულდასმით უარეთ რომ შენმა ფიქრმა და ზრუნვამ გადარიოს. ლექსი წაუკითხე ალერსზე ხმადაბლა ეცეკვე მგზნებარედ, თამამად, უხეშად ასწავლე ტუჩებით ტუჩებზე გადაბმა და კოცნა აქციე სევდიან ნუგეშად. უთხარი, რომ მისი სუნისგან ირევი რომ მისი სხეული აპრილზე ნაზია დათვალე კაბაზე ნამცეცა ღილები პეპლებად დაბერილ მკერდზე რომ აზია. აჩვენე ნიღაბი, რომელსაც მოიხსნი მიხვდეს რომ მარტო ხარ და მისით აივსე, მსუბუქი მისი თმა სახეზე მოისვი, ბევრი ესაუბრე ვნებაზე, მაისზე. გაჩუმდი…


03.12.2012

ბედნიერებას რად უნდა ძებნა, ან მისთვის ცხენზე ეჟვაბის შებმა. ცოტათი ახლოს იყავი ღმერტან, ძაღლივით მოვა, დაწვება ფეხთან..... ბედნიერებას რად უნდა ძებნა, ამისთვის მთა და ველების შეძვრა. მოვალ და ახლოს ვიქნები შენთან, და მაშინ ახლოს ვიქნები ღმერტან....


მასში არის ჩემი სისუსტე,ჩემი ბედნიერება დაა ჩემი ცხოვრება!!

21:18

არ მინდა ბატონო ეგ თქვენი ღლაბუცი..
წადით და სხვა ვინმეს შეაბით მძივებად
წადით .. მას აჩუქეთ თქვენი სიყვარული
და მერე , ლექსები უწერეთ რითმებად.
არ მინდა ბატონო ყურება თვალებში
უაზრო ფიცი და დიდი ამბიცია..
წადით სხვას უნიშნეთ პაემნის ვადები,
წადით ხომ იცით რომ წლები არ იცდიან.
არ მინდა ბატონო , მე ჩემთვის ვიქნები,
რა ვქნა თქვენს ტყუილებს ასე მირჩევნია,
თქვენ სხვას მიუტანეთ გული და იები
ჩვენს დედამიწაზე ქალი იმდენია.
არ მინდა ბატონო , ჩემი სამყაროა
ზღურბლს არ გადმოსცილდეთ თქვენ იქით დადექით..
თქვენი სიყვარული ჩემთვის ამაოა
ხოდა მომიტევეთ მოხურეთ კარები


27.12.2012

ისევ არეული დამაქვს ნაბიჯები,

შარვალს ცარიელი ჯიბე გამოჩრია,

ისე მომყვებიან ზურგში ნაბიჭვრები,


ვხვდები თუ დავეცი

ყელსაც გამომჭრიან.


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут