Дневник пользователя NiNeLi

NiNeLi
33, Тбилиси, Грузия

მე ძველმოდური ვარ. ვთვლი, რომ ტრანსპორტში მამაკაცმა ადგილი უნდა დამითმოს, მაშინაც კი, როცა არც ორსულად ვარ და არც ბევრი ტვირთით. დიახ, უნდა გამიღოს კარი და გამომიწოდოს ხელი, როცა ჩამოვდივარ ავტობუსიდან, მაშინაც კი, როცა არ ვიცნობთ და ვერც ვერასდროს გავიცნობთ ერთმანეთს. მე ქალი ვარ ესეიგი მე უფრო სუსტი ვარ. მე ძველმოდური ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ მამაკაცმა უნდა გადაიხადოს რესტორანში ან კინოში ჩემს ნაცვლად და მე კითხვაც კი არ უნდა გამიჩნდეს ვინ იხდის დღეს? მე ძველმოდური ვარ. მე ვფიქრობ, რომ მამაკაცმა უნდა იზრუნოს ჩემზე - მკითხოს მოვიხვიე თუარა თბილი შარფი ან ხომ არ დამავიწყდა მეჭამა რამე. მამაჩემი ყოველთვის მეკითხებოდა. მე ძველმოდური ვარ.…


ადამიანების უმრავლესობას საკმაოდ დაბალი თვითშეფასება აქვს. ისინი აღწერენ საკუთარ თავს, როგორც ნაკლებად საინტერესოს, არც თუ ისე მომხიბვლელს და ა.შ. მაგრამ, ასევე ფიქრობენ თუ არა მათზე სხვები??? ეს ვიდეო უკლებლივ ყველამ ნახოს და დაფიქრდეს საკუთარ თავზე! ♥http://www.upworthy.com/2-people-described-the-same-person-to-a-forensic-artist-and-this-is-what-happene?g=4


ოდნავ უფრო შორს ხარ,ვიდრე უსაზღვროება...
მყიფე სხეულების მსხვრევა..კამერტონის ხმა...
ფორტეპიანოს ნოტები: დო,რე,მი,ჩავარდნილი ფა და დაკარგული სოლ.მხოლოდ დიეზი და ბემოლი,იმიტომ რომ იქაც სიშავეა.მინორული გამები,აღდგენილი "სევდის სიმი" და შენ..
ვხედავ ტრაექტორიის გასწვრივ მოძრავი გაშეშებული სხეულს,მიზანდაკარგული მინიატურულ არსებათა უწყვეტ ჯაჭვს,ისევ წრეწირს,ისევ წრეს.უაზროდ მოხაზულ ცხოვრების რკალებს,დამკვიდრებულ თვითკმაყოფილებას და ვგრძნობ ზღვის სიღრმიდან მოლამუნე მარტოობის უტკბეს განცდას.იმდენად შეუპყრიხარ,რომ მთელ სხეულში სისხლის პაწაწინა უჯრედებს ხელი მჭიდროდ მოუხვევიათ ერთმანეთისთვის და გაჟღენთილან მარტოობით.
ფეხარეული მოძრაობს სითბო,,ოდნავ შეციებულა,მარცხენა მხარე გაჰყინვია და გულს "ნიჟარებით მოქსოვილ ძაფებში"გახლართულს კუმვა გასჭირვებია.
-გტკივა?
-უფრო მტკივებია.
იიმედებს თავს,შემდეგ ერთი ღრმად ჩაისუნთქვას და ცდილობს სამუდამოდ ეყოს,გაათბოს სხეული,მაგრამ..ფანტაზიას რა არ ძალუძს?ოცნებობ ღრუბლებში ფრენაზე,ზღვის სიღრმეში ცურვაზე,მაგრამ ხმელეთზე?არის კი ხმელეთზე,რასაც შეიძლება ვუწოდოთ თავისუფლება?აქ ხომ არ არსებობს…



მოდი და შენი თვალებით
გადამიღე სულის კარდიოგრამა...
და აჰა, შენ, ჩემი ანამნეზი:
ხანდახან ვგუბდები და ისე საშიში ვარ,
მეშინია, არ მივატოვო
კალაპოტი,
რომელსაც ჩემი სახელი და გვარი ჰქვია.

მოდი და...
ამ სულს რამე გაუგე _
მოუწესრიგე თანდაყოლილი არითმია,
გაუკვალე გზა,
თითქოს პირველი თოვლი მოვიდა და
ჯერ არავის გაუვლია...
და გამოუწერე სუფთა ჰაერი,
რომელიც არსად იშოვება...

გამომაღვიძე შენი სიზმრებიდან
და დამაბრუნე იქ,
სადაც არ მახსოვს,
რომ ოდესმე ვიყავი...

ჩვენ შორის არსებულ სივრცეებს რომ
სივრცე ემატება...
ჩემი ლექსები ხდება
რაღაცნაირი დუნე, ოკეანესავით,
და ისეთი, რომელსაც სიტყვებით დავწერ,
მაგრამ სიტყვებით ვერ აღვწერ.

სტრიქონები ჩემი
ხელისგულის ბედის ხაზებია
და ახლა ერთ_ერთ მათგანზე ვმოგზაურობ,
რომ შენ სადმე გადაგეყარო.

უკვე ყველაფერი გითხარი ჩემ შესახებ,
რაც ვიცოდი და
დანარჩენი მინდა, რომ
შენს თვალებში ამოვიკითხო


1.ყველა ადამიანს გააჩნია სისუსტე, მაგრამ შენს გვერდით მე უძლეველი ვარ.....



2.რეგვენის სილამაზის მიზიდულობის ძალა ნულის ტოლია.


3.რომ დაიძინო თვალები უნდა დახუჭო.


4. რომ მიუტევო, უნდა გიყვარდეს ან უნდა გეშინოდეს.


5.მაღალ ხეს ფესვები ღრმად აქვს გადგმული.

6. კარგი ხელოვანი ბუნების კარგი მცოდნეა.

7.კურდღელი მაშინ დაიღუპება, როცა თავი ლომი ეგონება.

8.კრავის შეცდომა მგელთან ყოველთვის უკანასკნელია.

9,ლამაზ სახეს პირის დაბანამდეც ეტყობა სილამაზე.

10.ლამაზი წყვილი ლამაზ თაობას იძლევა.

11,ვისაც შენი სიჩუმის არ ესმის, ის ვერც შენს საუბარს გაიგებს

12,თუ წყარო აიმღვრა, დრო სჭირდება, რომ დაიწმინდოს.

13."ცხოვრება ერთხელ მოგვეცემა და რეპეტიციისთვის დრო არაა!"

14."ნუ დაინტერესდებით ჩემი ცხოვრებით, თორემ თქვენი ცხოვრების აზრს დაკარგავთ."

15"ჩემი ცხოვრება შემოდგომას გავს, აქ იშვიათად ანათებს მზე, აქ სევდა ჭარბობს მხიარულ

დღეებს, ხანდახან წვიმაც მასველებს მე."

16."იარსებე,…


25.11.2012

მეტად ბოჰემური,
ცოტა მოპოეტო,
ახლა ასეთი ვარ,
თავ-ტვინ არეული,
ჩემი ბოლო ლექსის,

მახსოვს ნაწყვეტი და
ხალხში დავაბიჯებ,
როგორც მთვარეული.
ჭიქა ალკოჰოლი,ერთიც გავაბოლო,
სულში ირევიან
თითქოს ქარიშხლები,
სიზმრად ჩემზე ფიქრი
უნდა გაგაყოლო,
ამღამ შენს ფანჯრებთან,
ლექსად დავიცლები.
მეტად ბოჰემური,ცოტა მოპოეტო,
ახლა ასეთი ვარ,
თავ-ტვინ არეული,
შენ ხარ ბოლო ლექსის,
ბოლო ნაწყვეტი და
ვდგავარ შენს ფანჯრებთან,
როგორც მთვარეული…


11.11.2012

უდაბნოში, რომ აღმოვჩნდე,
შენ ერთი ჭიქა ქყალი ხარ
დასაწყისშივე გეტყვი რომ,
ო, რა მაგარი ქალი ხარ

შავი ღვინის გაქ ტუჩები, მაშინ ,
როდესაც ლოთი ვარ
და როცა თრობა მინდება
მეც შენთან სტუმრად მოვდივარ.

აი მაშინ კი დავთვრები,
ჩავიძირები სასმელში
იმას ალერსით გადმოგცემ,
რასაც არ გეტყვი სათქმელში.

ცხოვრებას რისკით შევხედავ,
სიკვდილ–სიცოცხლის მკვლევარად,
თუ მთამსვლელობა შევძელი
მე შენ დაგიპყრობ მწვერვალად.

ღრუბლებს კი ნუ ეფარები,
გიხდება მათგან გამოსვლა
მე, რომ მთის მწვერვალს დავიპყრომ
შენ მზის იქნები ამოსვლა

ვარდების ზღვაში გიხილე,
ლექსი გიძღვენი უთქმელი
ვარდებს სურნელი აღარ აქვთ,
ვარდებს აქვთ შენი სურნელი

ხედავ რა ქალი ყოფილხარ ?
შენსკენ ლტოლვა, რომ დიდია.
შენზე მაგარი კაიფი
მე სულ ფეხებზე მკიდია...

ეს ვარდები კი სუყველა
გრძნობებით მოქარგულია,
არც ერთი არ მიყიდია,
სუყველა მოპარულია...






10.11.2012

მე ისე გნატრობ, როგორც სიმშვიდეს ცოდვილი სული,
სასუფევლიდან გამოდევნილი და განკიცხული.
ისე მიყვარხარ, როგორც ჯარისკაცს სახლის სუნი...
შენი პერანგით, მკერდთან შეხსნილით... ვარ დასიცხული.

ისე დავმალავ მე ამ სიყვარულს, როგორც დედაო ლეჩაქში ნაწნავს
და აღსარებად შევინახავ შენს ყველა სიტყვას, შენს გულისცემას...
სხვა სიყვარულის, ან სხვაგვარად გამოხატვის არა და არ მწამს,
მე ხომ კაცი ვარ და შენს სულში ვეტრფი ერთ ქალს, სახელად ევას...


10.11.2012

დღეს მერამდენედ გამოგიგონებ, მერევა თვლაში , ჯერ არ ნანახი უფრო მიყვარხარ, ვიდრე სხვას ცხადში. როცა პირველად ფიქრში მოგხაზე ვიყავი ბავშვი ... წარბსაც არ შევხრი რომ ჩამივარდე შემთხვევით თვალში. დღეს მერამდენედ გამოგიგონებ, მერევა თვლაში , წუხელ მეღვიძა , სიზმარს გიბნევდი ტალღოვან თმაში. დედა ნუ ეტყვი ლექსებს რომ ვწერ და ფიქრს ვშლი ქარში შენი ძმაც მიყვარს , ალბათ პატარა , უყვარს თამაში . . . დღეს მერამდენედ გამოგიგონებ, მერევა თვლაში , სახლსაც ვიგონებ, ალბათ იქნება მშვიდი გრიგალში . ვეცდები ცხენიც გამოგიგონო , ებას თავლაში ... და თუ ეს მოხდა , მშვიდად ვიძინებ შენს თბილ კალთაში .


10.11.2012

როცა სიტყვებს უბრუნდებათ ძალა,
როცა თვალებს აცეცებ და მალავ,
როცა გული ხელის გულებს ათბობს ,
მაშინ უკვე სიყვარული გათოვს.
როცა ხვდები,რომ აღარ ხარ ერთი ,
როცა უფრო ახლოს მოდის ღმერთი .
როცა გული წამებს ორჯერ ასწრებს,
მაშინ უკვე სუნთქვით გითბობ ღაწვებს .
როცა სულიც მასთან ყოფნას ნატრობს ,
როცა ძილი აღარ გინდა მარტოს .
როცა ხვდები, რომ შენ უკვე სხვა ხარ,
მაშინ მზად ხარ, უთხრა:“მე მიყვარხარ!“


← предыдущая 1 2 3 4 5 6 7 следующая
Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут