Дневник пользователя მია

მია
41, Тбилиси, Грузия

03.05.2012

მორჩა! დღეიდან ლოთობას ვიწყებ
მორჩა! დღეიდან ლოთობას ვიწყებ,
დარდებს გავანდობ ყანწებს ღვინიანს,
სიკვდილ-სიცოცხლის დუელში გიწვევ
და ქალი რომ ვარ არ მეშინია.
მოგაფრქვევ ღვინის საოცარ სურნელს,
ბახუსის ეშხით განატაცები,
ქალები მაშინ თვრებიან თურმე,
როცა ფხიზლობენ მამაკაცები.
დღეიდან ხელი ავიღე თავზე,
აღარ გავურბი მზერას ჟინიანს,
დუქანში გველის ხელადა სავსე
და კაცი რომ ხარ არ მეშინია.
უცხო მორევში შევყავარ ბორანს
ფიქრში ძნელია ვიცი ღალატი,
თურმე ვცდებოდი,რადგან მეგონა
რომ სიავისგან დამიფარავდი.
გავარდა მეხი….. მიხაკი გაქრა,
დღეიდან ვეტრფი ყანწებს ღვინიანს,
ერთი პატარა ქალი ვარ თუმცა
შენ,რომ კაცი ხარ არ მეშინია!!!


03.05.2012

ცხოვრება კიბეა. ზოგისთვის გრძელი და ზოგისთვის მოკლე. ვისთვის ხითაა ნაგები და ვისთვის მარმარილოთია მოფენილი.
ფრთხილად უნდა ავიაროთ, რადგან ზოგიერთ ადგილას შეიძლება ლურსმანი იყოს ამოშვერილი.
თითოეული დაბადების დღე ახალ საფეხურზე ასვლას ნიშნავს და მასზე დადგომისთანავე, თითქოს წინა საფეხურები ქრება და უკან დაბრუნება შეუძლებელი ხდება.
ასვლის პროცესში ვჩქარობთ, გვინდა მალე ავიდეთ, მაგრამ როცა ბოლო საფეხურებს მივუახლოვდებით, შეგვენანება და უკან დაბრუნებას ვნატრობთ.
ბევრ ბოროტებას ვხვდებით. კიბეზე ზოგი ჩვენ გვკრავს ხელს, ზოგს ჩვენ ვკრავთ, გადაგვაგდებენ ან გადავაგდებთ, მაგრამ ბოლოს მაინც ვინანებთ. როცა ზემოდან იმ საფეხურს გადმოვხედავთ, მივხვდებით, რომ იმ ადამიანს ისეთი არაფერი დაუშავებია და შეიძლებოდა მასთან ერთად მშვიდობიანად აგვევლო, თუმცა...
მარადიული არაფერია. ზოგიერთ საფეხურზე თუ მყარად დავდგით ფეხი, ძალიან…


03.05.2012

მიყვარხარ გესმის?! ჩემი ხმა არის,
ჩემი ფიქრები ახლა შენია...
შუაღამისას მთრთოლვარედ რომ გწერს,
ამ ლამაზ სიტყვებს, ჩემი ხელია.
მიყვარხარ ვერ გრძნობ?! მაშინ უფალს ვთხოვ,
რომ გაგრძნობინოს ჩემი ვედრება,
შენ ტკბილად გძინავს მე კი ამაღამ,
მხოლოდ შენს ფიქრში ჩამეძინება...
თითქოს გამხელის წუთები დგება
ჩუმად მკარნახობს სიტყვებს განგება,
მიყვარხარ მეთქი არ გეტყვი რადგან
სიყვარულს აზრი დაეკარგება..
როცა ყველაფერს ქარი წაიღებს,
გრძნობას გაფანტავს თეთრი ნისლები,
ჩემში დარჩება ლამაზ ოცნებად,
ჩემი ცხოვრების ფიქრი იქნები.
სათქმელი იქნებ ბევრჯერ ვერ გითხრა,
მე შენთან კარგო დუმილიც მიჭირს,
რამდენჯერ ჩუმად მომნატრებიხარ,
ამ გულის გარდა არავინ იცის


03.05.2012

არც სხვისი ცხოვრებით მიცხოვრია,
არც სხვის ნაკვალევზე გამივლია,
არც სხვისი სიყვარული მომიპარავს
ჩემიც არასოდეს დამითმია,
ისე მომეპარა გრძნობა გულში
ნაბიჯების ხმაც არ გამიგია,
გული ისე ძლიერ ამიძგერდა,
რომლის მსგავსიც დგემდე არ მიგძვნია ..
შენმა ლამაზმა გამოხედვამ
გულში ნაკვალევი დამამჩნია,
ჩემი ცხოვრების თანამგზავრად
გულმა მხოლოდ შენ აგირჩია,
შენახარ ის ყველაზე წმინდა,
რაც კი ცხოვრებაში გამაჩნია


25.04.2012

ქალს ვერ აფასებთო
ეგ როგორ იფიქრეთ, ეს რამ გათქმევინათ ჩვენზე?
თქვენ რომ გაგიჭირდეთ
სულსაც კი დაგითმობთ, არვინ დაფიქრდება მეზე.
არ ხართ ერთგულნიო
ღმერთო ეს რა მესმის... ვისთვის მოგვიკლია წლები
თქვენთვის დავიბადეთ
თქვენთვის ვიცოცხლეთ და ახლა თქვენთვისავე ვკვდებით!
ზოგჯერ რომ გვტოვებთო?!
მზის სხივს რომ ვერ ვუძლებთ, ზოგჯერ თავს შევუშვერთ წვიმას
განა თქვენ გშორდებით
თქვენთვის დაბადებულთ, სული თქვენთან ყოფნით გვიდგას.
სხვასაც უყურებთო
მწარე რომ არ ვჭამოთ, ტკბილს ვერ დავაფასებთ ასე
ჩვენ მოწყურებული
დაღლილი მგზავრნი ვართ,თქვენ წყარო მოჩუხჩუხე გზაზე.
ქალს ვერ აფასებთო
აწი აღარა თქვათ, გული არ გვატკინოთ ასე
თქვენს დასაფასებლად
გაჩნდა ქვეყანაზე კაცი ოცნებებით სავსე!!!


09.07.2012

იბადებოდი...და ჩემს მკვლელად
გწერდა უფალი..!
იბადებოდი...იმისთვის რომ
გეტანჯე მარად,,.
შენ მიტომ გაჩნდი,რომ არ
ვიყო თავისუფალი...
მთელი ცხოვრება შენ რომ
მიყვარდე ფიქრად და დარდად...
იბადებოდი...რათა მუდამ
შენთვის მელოცა,,.
მთელი ცხოვრება, რომ მქონოდა
თვალებზე ცრემლი,
მთელი სიცოცხლემუხლზე დაჩოქილს
შენთვის მელოცა,
იბადებოდი...ჩემს შემშლელად
გწერდა განგება,,!
იბადებოდი...ჩემი ურჩი...ჩემი
თავნება...


09.07.2012

რაც არ უნდა ბრმა ვნებების ნათელ ალზე იწვოდე, ვნებებს ნუ დაედევნები, ქალი უნდა იცოდე! თუ უნაზეს ცბიერებით გულის სწორი გიწოდეს, გქონდეს მამრის ძლიერება , ქალი უნდა იცოდე! ბზინავს. მაგრამ ნება- ნება,მზეზე სკდება ყავარი, ქალის განა მოტყუება?-მოგებაა მთავარი. ასავსავებს ბრბო შავ ხელებს, მიეთით და მოეთით, ქალი რჩეულ სისულელეს უჩუმდება ყოველთვის. დაივიწყე თუ ოდესმე მისგან რამე გტკენია, ქალმა უნდა გააჩაღოს კერიაც და გენიაც. ქალმა უნდა შეაშვენოს ვინც სიზმარში ბოროტობს, ქალმა უნდა დაგვცინოს და დაგვიტიროს ბოლო დროს. თუ უნაზეს ცბიერებით გულის სწორი გიწოდეს, გქონდეს მამრის ძლიერება, ქალი უნდა იცოდე!


04.05.2012

სანამ ცოცხალი ვარ , სანამ კვლავ ვარსებობ , სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი

მანამ მომეფერე , მანამ გამიფრთხილდი , მერე ყველაფერი იქნება გვიანი

სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა , სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი

გულში ჩამიკარი გული არ მატკინო , მერე ყველაფერი იქნება გვიანი.

სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი

ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა , მერე ყველაფერი იქნება გვიანი.

მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს , აგარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი

მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან

მერე ყველაფერი იქნება გვიანი.

ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს შიჩუმის ტრფიალი , მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ

მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი.

სანამ ცოცხალი ვარ მანამ მომეფერე მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით

გული არ მატკინო ,…


04.05.2012

მანამ მომეფერე, მანამ გამიფრთხილდი, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.

სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა, სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი

გულში ჩამიკარი გული არ მატკინო, მერე ყველაფერი იქნება გვიანი

სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი

ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.

მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს, აღარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი.

მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან

მერე ყველაფერი იქნება გვიანი.

ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს შიჩუმის ტრფიალი.

მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ, მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი

სანამ ცოცხალი ვარ, მანამ მომეფერე მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით

გული არ მატკინო, თორემ ცრემლების ღვრა, როცა არ ვიქნები იქნება გვიანი..


ქალი სიცოცხლე და გაზაფხული,
ქალი ოცნება და სევდა,
ქალი უჩვეულო ჩურჩულია,
ჩუმი მიხეტება ღმერთთან.
ქალი ნატვრა არის ახდენილი,
ზოგჯერ ცოდვის გუბე კერპთა,
ქალი მარტოსული, უკარება,
უპეს ჩამომსკდარი ცრემლად.
ქალი ავგაროზად მოვლენილი,
ნაზი შეხამება ფერთა,
ქალი მშვენებაა უცნაური,
ცას გამოკიდებული ქვეყნად.http://a.pix.ge/k/euoqw.gif
ქალი სიფრიფანა სუსტი მხრებით,
ხანაც გიჟმაჟი და ქორფა,
ქალი სიყვარულის ანგელოზი....
ქალი?!
ქალია და მორჩა!! ოხ ეს ქალი


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут