ვტირი ღიმილით სახეზე
35, Тбилиси, Грузия

ზოგჯერ გინდება წაშალო მოგონებები, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ძალიან გენატრება..
ზოგჯერ გიჩნდება შიში, გაიგო ის ინტონაცია და ხმა, როგორითაც იტყვიან შენს სახელს..
მოგიხსენიებენ მესამე პირში..
მოგიხსენიებს ის ადამიანი, რომელსაც მხოლოდ შენობით ელაპარაკებოდი..
ელაპარაკებოდი და უსმენდი, როგორ გიყვებოდა სხვაზე, ის სხვა იყო ის..
და უცბად გრძნობ, რომ შენც გახდები უბრალოდ "ის"..
და შენზეც უემოციოდ მოისმენენ ამბებს..
შენ თავთან რჩები მარტო, და ზოგჯერ გინდება, უბრალოდ გაქრე..
გაქრე და წაიყოლო ყველა მოგონება..
ამოჭრა შენი ცხოვრება, სხვა ადამიანების მეხსიერებიდან..
როგორც "ფირიდან ჭრიდნენ, ფილმისთვის ყოვლად უვარგის კადრებს.."
ყველაზე ცუდი, კი ისაა, რომ ხშირად ვერ არჩევ მოგონების მონატრებასა და რეალობას..
მე მინდა, გავარკვიო..
ვეღარ ვბრაზდები და ჩემს თავს ვუბრაზდები მხოლოდ..
დავკარგე ბევრი ემოცია.. ვთმობ ყველაფერს რაც შემიძლია რომ დავთმო..
ოღონდ არ ვიცი რატომ..

რაც მთავარია, ვტირი ღიმილით სახეზე ))



მაგრამ მაინც გრძნობ, რომ ყველა განვლილი დღე იყო ბედნიერი.. იყო..
და ელი ახალ ბედნიერ დღეებს, და ელი რომ ეს მოლოდინი გაამართლებს...

I thought, I could be more then one and We could be more than two..

14 просмотров
 
Комментарии
khvicha-448 14.03.2010

ოღონდ არ ვიცი რატომ..

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут