12.12.2011
....?
41, Тбилиси, Грузия

მე კი დავრწმუნდი, რომ შენი ხელი
ჩემს დაღლილ ხელზე შემთხვევით იდო,
შეცდომით იდო და ნელა-ნელა
თავის შეცდომას ხვდებოდა თვითონ.

... ... ... მეც თვითონ მივხვდი, მივხვდი და ვყვები,
რომ დღევანდელი დასრულდეს დღესვე,
ანდა რა უნდა მოსთხოვო ვნებებს,
რომლებმაც ყველა სასმისი შესვეს.

შესვეს და დათვრნენ და კვლავ გონიათ,
რომ პირვანდელი ძალით ღელავენ
მე კი ვერაფრით ვერ მიპოვია
სიტყვა, რომელიც ახსნის ყველაფერს

0 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут