როგორ მიყვარხარ, იცი?
36, Тбилиси, Грузия

როგორ მიყვარხარ, იცი? მინდა დილამდე გკოცნო ... უკვე, წლებია გიცდი ... უკვე, წლებია ვმორცხვობ ... შენით, იწყება დილა შენით იწყება, ღამე ... მე შენთან ყოფნას ვცდილობ და დღეებს ვუთვლი წამებს ... არ შემიძლია წასვლა და დავიწყება ყოვლის ... შენ მენატრები, ახლა ... როგორც, ზაფხულში თოვლი ... დღეებს დღეებზე ვიცვლი ... წლები, თმასავით მცვივა ... როგორ მინდიხარ, იცი? როგორც, ზაფხულში წვიმა ... ვერც იმას ავხსნი, როგორ ... ვერც იმას ვიტყვი, რატომ ... ცხოვრებასავით ვბორგავ უშენოდ ვარ და მარტო ... ვერ შემაშინებს სიცხით მობეზრებული დაღლა ... როგორ მიყვარხარ, იცი? როგორ მაკლიხარ, ახლა ... შენა ხარ ჩემი გული ... ჩემი სიცოცხლის ფეთქვა ... წლებია, ამას ვფიქრობ ... და ეს მინდოდა, მეთქვა.

39 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут