გულთამხილავის მსჯავრი
43, Тбилиси, Грузия

ღმერთის წინაშე ორი ადამიანი წასდგა.უცვლელი სახე უფალმა მათ მიაპყრო და გულთამხილავი თვალებით დააცქერდა.
-
იცოდი თნება ჩემი?
-
ვიცოდი, უფალო! წამიკითხავს დაბადება, შემისწავლია წმიდა სახარება, სამოციქულო, წმიდა მამათა ცხოვრება; ზეპირად ვიცი საგალობელნი და ლოცვები, - მოახსენა ერთმა.
მეორე სდუმდა.
-
შენ? - დაეკითხა მდუმარეს ღმერთი.
-
არ ვიცი, არ წამიკითხავს.
-
შეასრულეთ ნება ჩემი? - იკითხა კიდევ უფალმა.
-
გზითა მართლითა ვიდოდი; საპყართა განვიკითხავდი; მიყვარდა ძმა ჩემი, ვითარცა თავი ჩემი; შენ მხოლოდ ერთსა თაყვანსა გცემდი, - მიუგო პირველმა.
მეორე სდუმდა.
-
შენ? - დაეკითხა მდუმარეს ღმერთი.
-
არ მახსოვს, უფალო, დამგონია, არცყოფილა ასეთი რამ.
-
შეასრულე ათი მცნება? - განაგრძო უფალმა დაკითხვა, თუმცა ყოველივე იცოდა უზენაესმა.
-
დიახ, უფალო! არცერთი არ დამირღვევია! - მიუგო პირველმა.
მეორე ისევ სდუმდა.
-
შენ?
-
რა?
-
მოგიკლავს ადამიანი?
-არა! ორფეხ იცხოველი, ადამიანს რომ უძახიან, ის კი.
-
გითქვამს ტყუილი?
-
ტყუილი არა! უხეშ სინამდვილეს რომ აფერადებდა და ლამაზ ოცნებად ხდიდა, ისეთიკი... ბევრი.
-
გიმრუშია?
-
არა! სატრფოსთან ერთარსებად კი გარდავქმნილვარ, და ერთმანეთის ცეცხლის ალში კი დავმწვარვართ!
-
გიგმია ღმერთი?
-
არა! ის ძალა კი, ადამიანს რომ უკუღმართ გზაზე დააყენებს, სიცოცხლეს გაუმწარებს, ხშირად.
-
თაყვანსსცემდი, ჩემსგარდა, სხვაღმერთს?
-
ერთ ღმერთს თაყვანსავცემდი - ღმერთს სიყვარულისას, იმედისას, მშვენიერებისას.
ყველა დადუმდა.
-
რა გსურთ ახლა? - დაარღვია ღმერთმა სიჩუმე.
-
განსვენება ადგილსა ყვავილოვანსა! - საჩქაროდ უპასუხა პირველმა.

მეორე სდუმდა.
-
შენ?
-
ნუ მათქმევინებ - გარისხდები, უფალო!
-
მოგენიჭოს! - ბრძანა უფალმა და გულთამხილავის უცვლელმა, მკაცრმა სახემ ნისლი გადიყარა.

მდუმარე ადამიანის წინ გაჩნდა მომღიმარე, ვარდებითშემკული, ლამაზი ქალწული. მას ნეკტარით სავსე პატარა თასი ეჭირა ხელში. შორიდან კი ისმოდა ქნარის ხმა.
-
მე რაღა, უფალო? - შეეკითხა პირველი ადამიანი ღმერთს.
-
შენ ჯერ არ გიცხოვრია: შენ ჩემს არტახანში იყავ გაკრული. პირადად შენ რისი მომქმედი ხარ, არ ვიცი. იქნებ ყოვლად ცუდი და სასიზღარი იყო და როგორ დაგაჯილდოვო?! წადი ისევ ქვეყნად.

ნ.ლორთქიფანიძე 1913
.

53 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут