ჩანახატი
54, Тбилиси, Грузия

... თვალებით მაცდუნებ, ჩურჩულით ამბობ, რომ ალაგ-მოდებული სურვილი ავუშვა... თითებზე, ტუჩებზე, მკერდზე და სულს იქით დანახულ ფიქრებზე მედები, მიმიღე, ნუ გამხდი ამ ვნების მათხოვრად, დავმდაბლდი, უსიტყვოდ, მთლიანად გნებდები... ვივიწყებ თუკი რამ ღირსება გამაჩნდა, ზოგისთვის სწორედ, რომ ესაა მეძავი. მაგიჟებს ტკივილი სულით, რომ დაგაქვს და სალბუნად მოდება მხოლოდ მე რომ ძალმიძს... დღეს ჩემი სულია შიშველი ნატურა შენს თითებს, ტილოზე შეხებით შევიგრძნობ, სხვას ეძებ ჩემში და მე, ზნედაცემული, ამასაც შეგინდობ... თვალებით მაცდუნებ, ჩურჩულით ამბობ, რომ ალაგ-მოდებული სურვილი ავუშვა... და იქნებ მე ვარ და ან იქნებ მე მქვია შეცდომა, რომელიც შენ უნდა დაუშვა.

_U_

1 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут