დექართველიზაცია
33, Тбилиси, Грузия

ამ წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართულ ინტერნეტსივრცეში.ჩემთვისაც აქტუალურ და სიმართლე გითხრათ,ჯერ კიდევ ბოლომდე ამოუხსნელ თემად რჩება.რატომ ვართ ქართველები პარაზიტობით დაკავებული?
რატომ უდრის საქართველოში შემოსული ერაყელი,გერმანიაში ჩასულ ქართველს?!


"სიგარეტი ხომ არა გაქვს? - მეკითხება დამტვრეული ქართულით ახალგაზრდა მამაკაცი და ხელს ჯერ გადაწკეპილ ულვაშზე ისვამს, შემდეგ კი საგულდაგულოდ დავარცხნილ თმას ისწორებს...­ დაახლოებით 300 მეტრის იქით, ერთ-ერთ ჩილიმ-ბართან მდგარი თურქი მამაკაცები გამვლელ-გამომვლელებს ეპატიჟებიან. ირანელი ორი ახალგაზრდა მამაკაცი მცირეწლოვან შვილებსა და ჩადრიან ქალთან ერთად ნელა მიუყვება ქუჩას. სანამ ყოფილ რკინიგზელთა სახლს" მივუახლოვდებოდი, ქართულად მოსაუბრე მოქალაქეებს ვითვლიდი. ასეთი მხოლოდ რამდენიმე შემხვდა. ვიცი, რომ თბილისი თავისი მდებარეობით, ხუროთმოძღვრული ძეგლებით, მრავალეთნიკური მოსახლეობით ყოველთვის ხიბლავდა მნახველს. მისი ვიწრო და ქაოსურად განლაგებული ქუჩები, სახელოსნოები, დუქნები და ფარდულები, ბაზარი, სადაც ყოველთვის ჩქეფდა სიცოცხლე, მოსახლეობა სხვადასხვა იერითა და კოლორიტული ჩაცმულობით ყოველთვის იზიდავდა მოგზაურებს. ეს ყველაფერი ვიცი, თქვენც იცით, მაგრამ არ მინდა ჩემი თბილისი პატარა სტამბოლად, ერაყად და ირანად გადაიქცეს! ვიცი, ამ პოსტისთვის ბევრი გამკიცხავს, ბევრიც დამეთანხმება, მაგრამ მე, როგორც ერთმა რიგითმა ქართველმა, საკუთარი აზრი და აღშფოთება დავაფიქსირე", - სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ამ წერილს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა.

გთავაზობთ მცირე ამონარიდებს ერთი სტატიიდან,სრულად,სტატიას ნახავთ ამ ბმულზე: http://www.kvirispalitra.ge/public/26306-ratom-scemes-qplekhanovzeq-chinelma-gogoebma-qarthvel-bitcebs.html

ნათია მაისურაძე უკვე 40 წელია აღმაშენებელზე ცხოვრობს. ამბობს, უცხოელების რაოდენობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა.
- გოგონებისთვის საღამოს საათებში პროსპექტზე გამოსვლა სულ უფრო საშიში ხდება.

- რას გულისხმობთ?
- მეზობელი ქალი ამბობდა, რომ რამდენიმე თვის წინ ქართული რესტორნიდან გამოსული ქართველი გოგონებისთვის თურქ მამაკაცებს გზა გადაუკეტავთ. გოგონები ისევ რესტორანში შეცვენილან. მათ გამოჰქომაგებია ქართველი მამაკაცი და ქართველებსა და თურქებს შორის ჩხუბი ამტყდარა.
***
ლალი მგალობლიშვილის თქმით, მის ეზოში არსებულ ჰოსტელებში ყოველ ღამით უცხოელ მამაკაცებს ქართველი გოგონები მიჰყავთ და ოთახებიდან გამოსული ხმაური მეზობლებს დაძინების საშუალებას არ აძლევს.
შარშან არაბეთის მოქალაქეებმა უმოწყალოდ სცემეს ჩვენს უბნელ ბიჭებს, ერთს კბილები აღარ შერჩა, მეორე დასივებული თვალებით დადიოდა... ჩვენს ეზოში ცხოვრობს ხუთი ჩინელი გოგონა. შარშან ჩვენს უბნელ ბიჭებს ჯოხებით სცემეს. მიზეზი არ გაინტერესებთ? ქუჩის წინ იდგა რამდენიმე ქართველი ნასვამი მამაკაცი, მოულოდნელად გამოცვივდნენ ჩინელი გოგონები და ჯოხებით ცემა დაუწყეს, მუშაობაში ხელს გვიშლით,"კლიენტებს" საშუალებას არ აძლევთ, ჩვენთან შემოვიდნენო. მაშინვე მოვიდა პატრული და ბიჭების დაპატიმრება დააპირეს, მაგრამ მეზობლებმა არ დავანებეთ.
***
აღმაშენებლის პროსპექტზე მცხოვრები ჯემალ ბაგრატიონი რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს იხსენებს:
- სამი დღის წინ მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შევნიშნე, რომ ქართველი მამაკაცი არაბ თუ ერაყელ მამაკაცებთან ჩხუბობდა. ისინი ბევრნი იყვნენ, ბიჭი - მარტო. შემეცოდა და მის დასახმარებლად მივედი. გაშველებაში ერთმა ხელი მკრა და ბორდიურს თავი დავარტყი. 12 ნაკერი დამადეს...
12 საათის მერე გამოდით და თქვენი თვალით ნახეთ, აქ რა ხდება.


ეს ლიბერასტიზმის ბრალია,რაც ძალით მოგვახვიეს თავს,მაგრამ უფრო ღრმა პრობლემებიც გვაქვს,რაც ჩვენ მენტალობას ეხება.
აი მაგალითად,ერთმა ქართველმა ბიჭმა ჩაატარა პატარა ექსპერიმენტი.სოციალურ ქსელებში გააკეთა ორი "აკაუნტი",ერთი ქართველის და ერთიც თურქის.ორივეზე ერთნაირი სურათები დადო და მსგავსი ისტორია გააკეთა.
შემდეგ დაიწყო ქართველ გოგოებთან ურთიერთობა.შედეგად,ქართველს თითქმის არ ეხმაურებოდნენ გოგონები,აი თურქს კი უმეტეს შემთხვევაში დადებითი გამოხმაურება ჰქონდა.
რატომ ხდება ასე?რა შეიძლება გავაკეთოთ,რომ ეს შევცვალოთ?

136 просмотров
 
Комментарии
ninaprs 01.09.2015

kartveli bichebi rogor cxovroben ucxo qveynebshi egec dzalian sasircxviloa... 100% dan 80% narkomania. an narkomani da qurdi ertad. tanac ar vazviadeb.

KBH KBH 01.09.2015

ნუ ქართველების საზღვარგარეთ ცხოვრება კიდე ცალკე თემაა,მაგრამ გეთანხმებით,ნარკომანი და ლოთია ბევრი.დიდი ხანი არ არის,რაც გერმანიიდან ჩამოვედი,ვნახე სასინელება...რომელ გოგოს მოუნდება ეგეთ არაჯანმრთელ კაცთან შთამომავლობის გაგრძელება.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут