სიყვარულზე მეტი
29, Тбилиси, Грузия

შენ იმ ღამეს
მოკლე კაბა გეცვა,
უცხო იყო, -
იასამნისფერი...
საბანივით
წავიფარეთ ზეცა
და სუსტ მხრებზე
შემოგხვიე ხელი.

მნებდებოდი
და ხელახლა გსურდა
გაქცევა და
დანებება ისევ...
მერე მიწას
მკერდი გაუხურდა,
მთვარის იქით
დაეძებდა ნისლებს.

ბინდისფერი
გამხდარიყო თეთრი,
ორ სულობდა
აჩეჩილი თივა.
ღამე იყო
განაბული მდედრი,
გათენდა და
გაგვაღვიძა წვიმამ...

შიშველ მკერდზე
ჩამოცურდა წვეთი,
მზის სხივს ვგავდით
სველი თივის
ქოხთან...
იყო რაღაც
სიყვარულზე მეტი

7 просмотров
 
Комментарии
xameleon 29.12.2013

იყო რაღაც
სიყვარულზე მეტი........

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут