დე  გიცანი
29, Тбилиси, Грузия

დე, თოჯინას ტკივა?

- რა თქმა უნდა?! ის ხომ შენი შვილია?! მოვლა და მოფერება უნდა!
- დე, ხეებს? ყვავილებს?
- ისინიც ცოცხლებია, ჩემო სიხარულო! ნახე, ხეს რომ კანი გაუჭრა, როგორ ტირის, ან ყვავილს რომ წყვეტ, როგორი წვეთი ჩნება?! ეს მისი ცრემლია!..
- დე, მე როგორ გავჩნდი?
- ტყის პირას, აუარება იებში გიპოვე, პაწაწინა.
- დე, სიკვდილი რაა?
- ამქვეყნიური ტკივილების მონატრება...
- დე, შენ მოკვდები?
- ოდესმე. მაგრამ არ იდარდო! მე შენთან ყვავილად, ან ჩიტად დავბრუნდები!
- მე გიცნობ?
- კი, აუცილებლად! განიშნებ! ხელად მიხვდები!

ჩემი ბავშვობისდროინდელი საუბრები მახსენდება დედასთან და მეღიმება...
ფანჯარაზე კაკუნი... ნიბლია მოფრენილა, თავი მოუღერებია, ნისკარტს მინას ურტყამს და მიყურებს...

- შენი სულის ჭირიმე, დე! გიცანი...

ცრემლი თავისით ჩამოგორდა...

2 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут