ziritadi gamocdebi TSU_shi
25, Батуми, Грузия

ჯერ არასდროს არ შობილა ღამე ასე წყნარი,

მდუმარებით შემოსილი ოთახი და კარი,

ქროლვით მიწვევს ნოუთბუქი,ინტერნეტში მაქსოვს,

ასე ჩუმი,ასე წყნარი, გამოცდა არ მახსოვს...

წიგნი თითქოს საწოლია, ბალიშების მძივით,

და მის პლედში გახვეული მსუბუქ სიზმარივით.

მოსჩანს წიგნი და კონსპექტი,შავად მოელვარე,

ოჰ არასდროს არ შობილი ასე ნაზი ღამე.

აქ ჩემს ახლოს ივანეს ლანდს სძინავს მეფურ ძილით

აქ მწუხარე მაგიდაზე წიგნით , კოფეინით,

ეფინება ასოების კრთომა მხიარული

ჩემს მეგობრებს აქ უყვარდათ ჯგუფად სიარული...

დაე მოვკვდე გამოცდებში ნასწავლ, ჭკვიან გედად,

ოღონდ ვთქვა თუ პასტამ წიგნში როგორ ჩაიხედა,

თუ ოცნებამ ვით შეისხა ლოგინამდე ფრთები

და გაშალა ოცნებათა ლურჯი კონსპექტები.

თუ მაღლივის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს

მომაკვდავი სტუდენტების წიგნებს და კონსპექტებს

თუ როგორ ვგრძნობ რომ ტვინისთვის ამ წიგნმა აღზარდა

წარმატების გზა არ არის, მაღლივის გზის გარდა...

რომ ამ გზაზე ზღაპარია ჩვენი სითამამე,

რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე,

რომ ლექტორნო მე თქვენს ახლოს ნიშნებს ვეგებები

სტუდენტი ვარ თესეუსი,გამოცდებით ვკვდები

რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ეგ საგანი,

ჯერ არასდროს არ შობილა ღამე ასე წყნარი.

10 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут