ჩემი ლექსი "აღარც გაღვიძებას ვნატრობ"
29, Тбилиси, Грузия

ბნელ ღამეებს ,სულ გამოცლის მზეს და მთვარეს...
გადაკარგულ მოგონებებს, ყინვად ქცეულ
გულზე ზიზღის ნაკვალევი ვერ დათვალეს
ხილვა მქონდა სამყაროდან მე გაქცეულს....

სიცოცხლისგან დაშრეტილი სადღაც ვეგდე,
დედამიწა აღარ ფეთქავს შევამჩნიე
აღარც სიყვარულის მწამდა მე დღეს
ვეღარც სიტყვა ასაღწერად შევარჩიე !

სისხლის მდინარეებს მოსდევს
გული გარდაცვლილი ჩემი ,
სადღაც შევეფეთე მონსტრებს,
არ სჩანს ჩემი გადამრჩენი !

ხეებს დაშრეტიათ წყალი !
შავი ტოტებიღა შერჩათ
მინდა შევაჩერო წამი
ლოდი გადაიქცეს კენჭად...

ყველა უღიმღამო ფიქრი
ნიავს გაჰყოლია ქროლვით!
მე კი ილუზიებს ვიქმნი ...
ვიღაც შემიფარებს ქოლგით ,

სევდის წვიმაც აღარ მორჩა ,
მე კი მეორეჯერ ვკვდები,
მხოლოდ მზის გარშემო ნორჩად
უძრავ ვარსკვლავს დავაკლდები !

განა დავაშავე რამე ?!
განა მარტოობა მინდა ?!
ჩემთვის სახლი გახდა "ღამე"
შენთვის ისევ დღეა წმინდა

მე კი სასაფლაოს მკვიდრი,
ჩუმად დავიმარხავ სხეულს,
სხივი გამანათებს მკვეთრი,
შენი სიბნელისგან სნეულს !

ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი მცივა!
მხოლოდ მარტოობა ახლა
თვალთან მჟავე წყალი ცვივა ,
ნუთუ დროს შეეყო დაღლა ,

ხილვა დასასრულად იქცა,
სულიც საუკუნოდ მარტო ,
ახლა დამიჯერებ?! ვფიცავ !
აღარც გაღვიძებას ვნატრობ ...

12 просмотров
 
Комментарии
jusTToka 20.04.2013

კი

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут