ჩემი ლექსი "სიყვარულზე მომიყევი რამე"
29, Тбилиси, Грузия

სიყვარულზე მომიყევი რამე
თორემ ვატყობ ამ ღრუბლების იქით,
ისე ჩუმად გაფრინდება ღამე
სამუდამოდ მიმატოვებს ფიქრი,

სიყვარულზე მომიყევი ერთხელ,
თუნდაც მერე დამავიწყდეს ფეთქვა,
გამახსენე რამე ტრფობის ღმერთზე,
არ მადარდებს მე რა უნდა მეთქვა...

სიყვარულზე მოუყევი ტუჩებს
ატყობ ?! უკვე უშენობით დაშრა ,
და ჩემს გულში მიმდებარე ქუჩებს
საუკუნემ გაუყარა დაშნა,

სიყვარულზე მომიყევი მარტოს,
მგონი სიკვდილს ვერ ავცდები დროში,
გამახსენე ! გამახსენე რატომ ?!
არ მჭირდება მე არცერთი გროში !

სიყვარულზე მომიყევი რამე,
ერთი სიტყვა მითხარი და ვრჩები
თორემ ისე გაიწელა ღამე
ვატყობ ახლა ვეღარ გადავრჩები ....

04/03/2012 თ.ნ

8 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут