27.04.2012
***
33, Тбилиси, Грузия

ჰ!ეს რა არის?! სადავარ ღმერთო?! ნუთუ მე მოვკვდი?!
მაგრამ
არა, არც სიზმარს არ ჰგავს აქ როგორ მოვხვდი?!
რა
სილამაზე, მშვენიერება,რა სინატიფე თუ მეჩვენება;
მსგავსი
ადგილი დედამიწაზე იქნებ არსებობს დამემეშლება.
უსაზღვრო სივრცე, გაშლილი ველი, მოსჩანან მთები
და გორაკები, შემაღლებები, კლაკნილი გზები
და დასასრული მათი სადღაც ჩერდება ტყეში;
უყურებ ასე გაშეშებული და რაღაც უცხო იღვიძებს ჩემში.
სმენას ვადევნებ ბუნების ჰანგებს ასე რომ მართობს;
ჩიტების ნამღერს, ბალახის შრიალს, ქარი რომ ართობს;
მივყვები ბილიკს, სულ უფრო მეტად მიზიდავს სიღრმე
და ვიწყებ რბენას გალაღებული ცოცხლდება სიყრმე;
ვივსები ძალით უფრო მეტად ვიდრე ვიღლები
და შორს მიქრიან თითქოს მტანჯველი ჩემი ფიქრები.
ვივიწყებ ყველას, ყველაფერს ერთად, ვერწყმი ბუნებას
და ეს სიწყნარე სიმშვიდე სულში მიქრობს მე ყველა ბოროტ ცდუნებას.
ქრება ტკივილი შებოჭილობა თავს მოხვეული უაზრო ფიქრი
ქრება წამები, დროის შეგრძნება, ჩვენთან მიწაზე ასე რომ მიქრის;
დავდივარ არა დავფრინავ თითქოს და ვიწყებ სიცილს,
რა ხდება ნეტავ, სიტყვით ვერ ავხსნი გონებით მიჭირს,
მაგრამ ვგრძნობ მხოლოდ, რომ აქ ყოფნა მე მავსებს ძალით,
რომ ეს ისაა, მე რაც მინდა, დაბრუნებასაც არ ვფიქრობ წამით.
მინდა შევიგრძნო ეს სიტკბოება და სილამაზე კიდით-კიდემდე,
ჩავწვდე სამყაროს ამ უცხო ნაწილს შორს მყოფ სივრცემდე.
მერე კი თუნდაც გაქრეს ისე, როგორც ზმანება
როგორც ნანახი წამიერი ხილვა თავნება.

32 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут