ოჯახში, სადაც მამაკაცი არ არის ოჯახის უფროსი, იქ არც სიყვარულია, არც სიმშვიდე და არც წესრიგი, - „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების“ დირექტორი ზვიად ტომარაძის თქმით, მამაკაცები და ქალები თავისი ღირსებით, თანდაყოლილი ადამიანური და სამოქალაქო უფლებებით თანასწორნი არიან, მაგრამ მაგრამ არსებობს საკითხები და ფუნქციები, რომელიც თვითონ მამაკაცმა უნდა მოაგვაროს და იტვირთოს.

„მამაკაცები და ქალები თავისი ღირსებით, თანდაყოლილი ადამიანური და სამოქალაქო უფლებებით არიან თანასწორნი, მაგრამ ფუნქციები განსხვავებულია. ქალისა და მამაკაცის აბსოლუტური თანასწორობა მიმართულია ტრადიციული ოჯახის, როგორც ინსტიტუტის წინააღმდეგ. ალბათ ფემინისტები ქრისტესაც საყვედურობენ, თუ რატომ აირჩია 12 მოციქულიდან 12–ვე მამაკაცი და არა დავუშვათ, 6 ქალი და 6 მამაკაცი?! ან რატომ არის, რომ ტაძარში მამაკაცი ქალზე უპირატესია?

რაც შეეხება ოჯახს, ოჯახის უფროსი არის მამაკაცი და ვინც ამას არ ეთანხმება, ის ვერ იქნება ქრისტიანი. რატომ? იმიტომ რომ ასე დააწესა ღმერთმა. იერარქია გვხვდება ყველგან, მათ შორის ეკლესიაშიც და ზოგადად წესრიგის მთავარია ფაქტორია. ოჯახში იერარქია ღვთისგან არის დაშვებული, სახარების ამ ციტატაში ყველაფერი ძალიან მარტივად და გასაგებად არის ნათქვამი: „ ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს. ვინაიდან ქმარი არის ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი და ის არის სხეულის მაცხოვარი. მაგრამ, როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც – თავიანთ ქმრებს ყველაფერში.მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის“ (ეფეს. 5-22,25).

ოჯახის უფროსობა ცოლზე ბატონობას, ან მის მონობას არ ნიშნავს, პირიქით შესაძლოა საკითხების უმრავლესობა ქალმა გადაწყვიტოს, მაგრამ არსებობს საკითხები და ფუნქციები, რომელიც მამაკაცმა უნდა მოაგვაროს და იტვირთოს. ზოგადად საკითხების უმრავლეოსობა ოჯახში ერთობლივი შეთანხმებით უნდა გადაწყდეს, სწორედ ეს არის ურთიერთპატივისცემა, ურთიერთგაგება და სიყვარული. ოჯახში მამაკაცის უფროსობა ქალის როლს როდი აკნინებს, პირიქით ქალს სჭირდება ძლიერი მამაკაცი, რომელიც დაიცავს და იზრუნებს მასზე, ასევე მამაკაცსაც სჭირდება ქალი, რომელიც მოუვლის შვილებს, სითბოსა და მზურნველობას არ მოაკლებს მას. გარდა გაუკუღმართებული აზროვნების ქალბატონებისა, რომელ ქალს სურს გვერდით სუსტი მამაკაცი? ოჯახში, სადაც მამაკაცი არ არის ოჯახის უფროსი, იქ არც სიყვარულია, არც სიმშვიდე და არც წესრიგი!“

44 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут