mokvdeba??? ara icocxlebs !!!!
35, Тбилиси, Грузия

-მოკვდება?

-არა,იცოცხლებს

-მაინც რამდენ ხანს?

-სანამ მოკვდება

-და რომ მოკვდება რას დატოვებს ამ ქვეყანაზე?

-კეთილ საქმეებს

-კეთილი საქმე რა არის?

-არ ვიცი,ალბათ უკვდავება

-და ის გახდება უკვდავი?

-კი

-კიდევ რას დატოვებს სიკვდილის მერე?

-შთამომავლობას

-ანუ ის კვლავ იარსებებს დედამიწაზე?

-კი,სანამ მისი შთამომავლობა არ შეწყვეტს გამრავლებას

-ესე იგი ადამიანს უკვდავყოფს კეთილი საქმეები იმ ქვეყანაზე და შთამომავლობა ამ ქვეყანაზე

-ნამდვილად

-და თუ დაივიწყეს თავიანთი წინაპარი?

-დაიღუპებიან

-რატომ?

-აერევათ გზა-კვალი,გაითქვიფებიან სხვა ტომებში და დაკარგავენ იმ თვისებებს,რომლებმაც ისინი ერად და ხალხად ჩამოაყალიბა.დაივიწყებენ ისტორიას და დაივიწყებენ სამშობლოს.რადგან იგია მამულიშვილობის,ვაჟკაცობის,თავგანწირვის ურიცხვი მაგალითი.რადგან იგია რაც უნდა დაიცვან,შეინახონ და თუ არ იცი რა დაიცვა ,რატომ და როგორ ადვილად დაკარგავ და გაანიავებ მას.მერე დრო გაგანიავებს შენ.

-რა არის დრო?

-დაბადებიდან სიკვდილამდე

-არსებობს ქვეყნად სიცარიელე?

-არა,ღმერთია ყველგან

-შენ თუ იცი რას გრძნობს მომაკვდავი სიკვდილის დროს?

-გაუცხოებას

-რასთან?

-საკუთარ სხეულთან.მერე ეუფლება აუტანელი შიში,შიში უკან მოხედვისა,განვლილი ცხოვრებისა.მაგრამ თვალწინ ეშლება რაც დაბადებიდან უკეთებია,ხედავს საკუთარ თავს,სრულიად შიშველ სულს,აღარაფერი იმალება,ყველაფერი ნათელია.

-სად არის სიკვდილი?

-ყველგან,შენთან ერთად იძინებს და შენთან ერთად იღვიძებს,ჭამს,იცმევს,გადადის გზაზე,ჯდება მარშუტში,იცინის და ტირის.ერთი წამით არ გტოვებს შენ,თავის დროს ელოდება,რომ ჩაგეხუტოს,ბნელი მკლავები შემოგახვიოს და თავისთან წაგიყვანოს.

-სად ცხოვრობს სიკვდილი?

-მარადისობის კიდესთან,დროის დასასრულში

-ეგოისტია სიკვდილი?

-კი,სულ უნდა რომ მასზე ფიქრობდე,მისი გეშინოდეს.

-მაგრამ ადამიანს ეშინია მისი?

-არა,რა სისულელეა,სიცოცხლის ჯერა რომ არასოდეს მიატოვებს

-სიკვდილი ხომ გარდუვალია?

-კი,ყველა მოკვდება,როდესაც თავის სავალ გზას გაივლის,თავის დასაფოცხს დაფოცხავს

-როგორ უნდა ვიცხოვროთ სანამ ცოცხლები ვართ?

-ღმერთის და მოყვასის სიყვარულში,როგორც ქრისტემ გვასწავლა

-რა არის სიყვარული?

-ის რაც დედამიწას აბრუნებს.როცა გაქრება სიყვარული,დედამიწაც გაჩერდება

-ესე იგი ადამიანებს ჯერ ისევ უყვართ ერთმანეთი და ღმერთი?

-ჯერ ისევ უყვართ...როცა გაქრება სიყვარული,გაჩერდება დედამიწაც


38 просмотров
 
Комментарии
natanati 13.12.2011

magaria

iks888 10.12.2011

raicit exa tqven egoistia tu ara sikvdili nu gamagijebt ra ...iset temebze gaabit diskusia rac upro realuria da argumentebic geqnebat/...................

alexic 09.12.2011

.ეგოისტია სიკვდილი?

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут