მადრიდის რეალის ფანებისთვის ბარსასთან მატჩის შემდეგ
36, Грузия

თამაშის დაწყებისას ძალიან ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, მეგონა მერენგები იმყოფებოდა იმ სიმაღლეზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაებრუნებინა ღირსება, მაგრამ შევცდი.
პირველივე წუთებზე გატანილი გოლი ნამდვილად ქმნიდა შთაბეჭდილებას რომ თამაშს მოვიგებდით,როდესაც სანჩესმა გაათანაბრა ცოტა ავნერვიულდი, მაგრამ მეორე გოლზე მივხვდი რომ თამაში წაგებული იყო, მეორეს მესამე მოყვა და …
პირველად გამიჩნდა პროტესტის გრძნობა, რომ სამეფო კლუბი გვქვია. მაინც რატომ ვერ ვახერხებთ პრინციპული მატჩების მოგებას? მიზეზი ბევრია. მთავარი პრობლემა კი სხვა კლუბიდან გადმობირებული “სუპერ სთარებია”. თითქოს და ყველაფერს ვაკეთებთ თამაშის მოსაგებად, ბოლომდე ვიხარჯებით, კონფლიკტსაც არ ვერიდებით, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავიმახსოვროთ, რომ ხელების შლა ვერ გვიშველის, უნდა მოვიქცეთ ისე როგორც ნამდვილ მადრიდელეს შეეფერება, მოედანზე უნდა გავიდეთ სათამაშოთ და არა შურის საძიებლად.
ყოველთვის როცა კლასიკო ახლოვდება, მადრიდისტები ისევ ვიმუქრებით და ბარსა ისევ დაგვცინის.
2009 წელს მოურინიომ ბარსელონა წარმატენით გაიარა და ინტერს ლიგა მოაგებინა, პერესს მხსნელი მოევლინა სასწრაფოდ გადახედა საბანკო ანგარიშებს და დაუზარებრად გადადო რამოდენიმე მილიონი. “მოუც’” მადრიდში ჩამოვიდა, გუნდი ნელ-ნელა ათამაშდა, ლა ლიგის მოგებაზე პრეტენზიები გაგვიჩნდა, მაგრამ კამპ ნოუზე ყველაფერი დასრულდა, ანგარიშს აღარ შეგახსენებთ,ჭრილობას არ გაგიხნით, იმ თამაშით თუ ვიმსჯელებთ დღეს აშკარად უკეთ გამოვიყურებით. მერე რა ბლაუგრანასთან თუ ისევ ვმარცხდებით?…
ბევრი ფული, 11 ვარსკვლავი, გენიოსი მწვრთნელი, ჩინებული წარსული, უამრავი თასი, მაგრამ ისევ მარცხი.
მე მინდა შევეხო მომენტებს როდესაც გოლის გატანა შევეძლო, ბოდიშ მოუხდი იუბილარ იგუაინს და ვეტყვი რომ უნჯობესია ზამენაში იჯდეს, რაც შეხება ჩვენს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს, ჩემი რჩევა იქნებოდა კლუბის ხელმძღვანელობისადმი რომ საერთოდ არ გადაუხადოს ხელფასი..
ეხლა შეიძლება ბევრი გავაჯავრო მაგრამ, მინდა ვთქვა რომ სირცხვილია კრიშტიანუც რონალდო იყოს და ის ლეგენდაც რომელსაც მუდამ შეეძლო გაებრწყინა და თამაშის ბედი გადაეწყვიტა, ამიერიდან კი ნუღარ შეემეწინააღმდეგებით, როდესაც კრიშტინას “კალოშათი” მოვიხსენიებ. ვერ ვხვდები რა სჭირს კლუბს რომელიც დიდებისთვისაა შექმნილი. ფაქტი კი ერთია, მწვერვალზე ვერასდროს იქნება ორი..
ტირილს მოვრჩები და ბოლოს..
მინდა მიულოცო ბარსას გულშემატკივარს, მე კი იმედს და სიამაყეს ისევ მომავლისთვის შემოვინახავ.

3 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут