08.10.2011
niko mikaia
32, Поти, Грузия

რა ლამაზია ჩემი ცა,

ეს შენიცაა, ჩემიცა.

მოდი დავლიოთ ერთიც და,

მერე ჩემიც და შენიცა....

მოდი დავათროთ დალაქი

და გავაღვიძოთ ქალაქი.

ალიონს შევხვდეთ სალამით,

როცა იყივლებს მამალი

ქუჩებს ავუყვეთ მთვრალები

და გავაგიჟოთ ქალები.

მერე დავლიოთ ერთიც და

ისევ გავლექსოთ თვალები

რა ლამაზია ამაღამ,

ჩემი ბებერი თბილისი.

საყვარელმა რომ დამტოვა,

მე ნაჩუქარი თილისმით.

ღამის ოთხია მემგონი,

მე გავუკიდებ ყალიონს.

მერე კი შევხვდეთ ლოთურად,

მოახლოებულ ალიონს.

რა ლამაზია ჩემი ცა,

სოფელშია თუ ქალაქად.

მოდით ვაქციოთ ეს ღამე,

ჩვენ ძმობის დედა-ქალაქად.

მერე გავლოთდეთ ბიჭებო,

ლექსიც დავწეროთ წამებში.

ვიბოდიალოთ მთვრალებმა,

ჩემი თბილისის ღამეში.

და კიდევ ერთხელ ავუყვეთ,

ძველი თბილისის ქვაფენილს.

და გავულექსდეთ ერთხელაც,

გრძნობას მიწაზე დაფენილს.

როგორ ვბობოქრობთ ამაღამ,

გალოთებული მთვრალები.

მოდით გავგიჟდეთ ერთხელაც

და გავაგიჟოთ ქალებიც.

რა ლამაზია ჩემი ცა,

ეს შენიცაა, ჩემიცა.

მოდი დავლიოთ ერთიც და

მერე შენიც და ჩემიცა...

5 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут