კანონიერი ქურდი 3
37, Тбилиси, Грузия

შეუძლებელია, განისაზღვროს,თუ როდის,რომელ წელს აღმოცენდა დაჯგუფება და რატომ ეწოდა მას „კანონიერი ქურდები“.რევოლუციამდელი დანაშაულებრივი სამყაროს ჟარგონში ასეთი ტერმინი მკვლევართა მიერ დაფიქსირებული არ არის.იმ ვარაუდის დაშვება,რომ ასეთი დაჯგუფებით დაინტერესებულნი არ იყვნენ რეციდიული და პროფესიული დანაშაულობის სპეციალისტი მკვლევარები,არ შეიძლება.უფრო მეტიც,თითქოს ტერმინი „კანონიერი ქურდი“ მოფიქრებული იყო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი თანამშრომლების მიერ,რაც ეფუძვნება იმ ფაქტს,რომქურდულ სამყაროში არ არის ტერმინი „კანონიერი ქურდი“.მასში ვხვდებით მხოლოდ ტერმინს– ქურდი „ჩესტიანკა“,რაც ქვეყნის მასშტაბით „მოგასტროლიორე“ პროფესიონალს ნიშნავს.სპეციალურ ლიტერატურასა და სხვა წყაროებზე დაყრდნობით,აგრეთვე „კანონიერ ქურდებთან“საუბრებიდან გამომდინარე,შეიძლება დავასკვნათ,რომ ხშირად გამასწორებელი დაწესებულების ადმინისტრაციის ან სამართალდამცავებთან თავის მართლების მიზნით თავად ქურდები ხაზს უსვამდნენ:“მე კანონიერი ვარ,ამიტომ მოვიქეცი დანაშაულებრივი სამყაროსა კანონებისა და ადათ– წესების შესაბამისად და არა სხვაგვარად“.

აღნიშნული პროცესები სათავეს იღებს 1929 წლიდან,როდესაც სსრ კავშირში რეპრესიების ახალი ეტაპი დაიწყო.დაპატიმრებულთა რაოდენობამ ყოველგვვარ ზღვარს გადააჭარბა,რამაც განაპირობა საპატიმრო ადგილებში ახალი მთავარი სამმართველოს ჩამოყალიბება „გულაგის“ სახელწოდებით.ამ სამსახურის ხელმძღვანელობას საპატიმროებში სისხლის სამართლის დამნაშავე ელემენტებზე ოპერატიული ზედამხედველობის განხორციელება დაევალა.საკონტროლო ფუნქციები კი შინსაქკომის მთავარმა ინსპექციამ იკისრა.მთავარი სამმართველოს ფუნქციაში შევიდა აგენტებად ე.წ.“უკარგანების“ სასწრაფოდ გადმობირება.გადმობირებულ კონტიგენტს დისციპლინის დამყარება დაევალა.ადმინისტრაცია ხელს უწყობდა გადმობირებულების ავტორიტეტის ამაღლებას,ბანაკის ტერიტორიაზე რეჯიმი მათთვის შედარებით თავისუფალი იყო,შეეძლოთ,დაუბრკოლებლად შეხვედროდნენ ისეთ ადამიანებს, ვისგანაც საჭირო ინფორმაციას მოიპოვებდნენ.ასეთ პირებს ზედმეტ სახელად „ბლატნიე“ანუ „ბლატიანები“ შეარქვეს.

პატიმართა ამ კატეგორიას შემდგომში „კანონიერი ქურდი“ უწოდეს.ბანაკის თუ საპატიმროს უფროსისთვის „კანონიერი“ ნიშნავდა აგენტად გადმობირებულ ავტორიტეტს.

შესაბამისად შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა,რომ „კანონიერი ქურდი“ არის საბჭოთა კავშირის ფენომენი,რომელიც 30–იანი წლების დასაწყისში დამკვიდრდა.აღნიშნული სახელწოდება თითქოს რეციდივისტთა დაჯგუფებასთან ასოცირდებოდა და მათ ქორდების სხვა კატეგორიისგან გამოყოფდა.

საინტერესოა,უფრო ახლოს გავეცნოთ „კანონიერი ქურდების“ ისტორიას.თუ როგორი იყო მისი სტრუქტურა.“კანონიერი ქურდების“ გარემოს სტრუქტურული იერარქია საკმაოდ დემოკრატიული იყო.მათ შორის არ იყვნენ პირდაპირი ხელმძღვანელები იმდენად,რამდენადაც რამდენადაც ისინი საკუთარ თავს საკმაოდ თავისუფალ ადამიანებად აღიქვამდნენ და არ ემორჩილებოდნენ ვინმეს ბრძანებას.ისი „ქურდული კანონების“ მიხედვით ცხოვრობდენ.

· ქურდული კანონები 7 ძირითად დებულებას მოიცავდა:

· ქურდული იდეის ერთგულება და მხარდაჭერა;

· სამართალდამცავ ორგანოებთან კონტაქტის დაუშვებლობა;

· სხვა კანონიერ ქურდებთან ან ავტორიტეტებთან ურთიერთობებში პატიოსნების დაცვა;

· თავიანთ წრეებში ახალი წევრების,განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩარევის ვალდებულება;

· პოლიტიკური მოღვაწეობის აკრძალვა;

· კონტროლი გამასწორებელ დაწესებულებებსა და დროებითი დაკავების საკნებში წესრიგის დაცვაზე,იქ ქურდების კონტროლის დამყარება;

დღესდღეობით „კანონიერი ქურდების“რიცხვი ყოფილ სსრკ ტერიტორიაზე ,დაახლოვებით,1000კაცს შეადგენს.

შვიდი ეროვნების კანონიერი ქურდების:ქართველების,რუსების,სომხების,აზერბაიჯანელების,ებრაელების,ისრაელებისა და ბერძნების საერთო რაოდენობა სულ 349 ადამიანს შეადგენს.მათგან 315 ქართველია.

კანონიერ ქურდებს არ აქვთ დისლოკაციის მუდმივი ადგილი.მასში ყველა თანასწორია,თუმცა კავშირი წევრებს შორის იმდენად მყარია,რომ „ქურდები“როგორღაც ერთ მთლიანს წარმოადგენენ.

მკვლევართა აზრით,არსებობს 10–ზე მეტი მკვეთრად დაყოფილი ქურდული პროფესია,რომელთა საქმიანობაც მკვეთრადაა რეგლამენტირებული.აქვთ თავისი სტრუქტურა.ეს იძლევა საფუძველს,გაკეთდეს დასკვნა,რომ ქურდული თანასაზოგადოება _ესაა პროფესიონალთა ორგანიზაციული კრიმინალური თანასაზოგადოება.

დანაშაულებრივი სამყაროს ლიდერები ყველანაირად ცდილობდნენ,დაემტკიცებინათ თავიანთი ერთგულება „ქურდული იდეისადმი“ და მკაცრად იცავდნენყველა ნორმას.ქურდული ცხოვრების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი რიტუალია მისი „კურთხევა“.“კანონიერ ქურდად“შეიძლება „იკურთხოს“ მხოლოდ ის ბოროტმოქმედი,რომელიც დაჯგუფებაში მიიღეს სპეციალურად მოწვეულ ყრილობაზე,ამასთან,გაიარა სამწლიანი გამოსაცდელი ვადა,რომლის განმავლობაში იგი ქურდების მიერ მოწმდებოდა და ამის შემდეგ ეძლეოდა სამი ან ოთხი „კანონიერიქურდის“ზეპირი რეკომენდაცია.ის პირნი,რომელთაც ახალბედას მისცეს რეკომენდაცია,პასუხისმგებილნი არიან მისი შემდგომი ქცევისთვის.

ზოგიერთი ბოროტმოქმედნი კი ვერასოდეს გახდებიან „კანინიერი ქურდები“.ასეთები კი არიან:ჰომოსექსუალისტები,რაიმე ვალის არ გადამხდელნი(ფუფლოჟნიკები),სამართალდამცავ ორგანოში მოსამსახურენი.

„კურთხევის“ რიტუალი არშეიძლება შედგეს მიმოწერით.

უკანასკნელ პერიოდში „კანონიერ ქურდად“კურთხევის რიტუალმა გარკვეული დისკრედიტაცია განიცადა.

მკვლევარები აღნიშნავენ იმ ფაქტსაც,რომ ქართველ „კანონიერ ქურდთა“ დიდმა ნაწილმა ტიტული მოსყიდვების გზით მიიღო.თუ რუს ქურდებში უფრო მეტი ავტორიტეტით ისინი სარგებლობდნენ,ვინ უფრო დიდხანს იჯდა ციხეში,ქართველ „კანონიერ ქურდებს“ შორის ისეთებიც გვხვდებიან,რომელთაც საერთოდ არ უნახავთ ციხის კარი და ისე „აკურთხეს კანონიერ“ ქურდად.ლიტერატურაში მოყვანილია ისეთი მაგალითებიც,როცა „კანონიერ ქურდად“

20 წლის ახალგაზრდა აკურთხეს.

ქართველ კრიმინალურ საზოგადოებას შორის ბევრია ისეთი ავტორიტეტები,რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს სსრ კავშირსა და დსთ ქვეყნების დანაშაულებრივი თანასაზოგადოების განვითარებაზე.მათ შორის აღსანიშნავია:

· ჯაბა იოსელიანი,

· ოთარ კვანტრიშვილი,

· ტარიელ ონიანი.

ჯაბა იოსელიანი,ცოცხალი ლეგენდა დაურყევი ავტორიტეტი ყოფილი სსრ კავშირის დანაშაულებრივ სამყაროში.

ჯაბა იოსელიანი დაიბადა 1926 წელს.16 წლისა პირველად დააპატიმრეს.მან მალევე მოიპოვა აღიარება დანაშაულებრივ სამყაროში.

მეორედ რომ დააკავეს,ძებნას გაექცა და ლენინგრადს შეაფარა თავი,სადაც სხვისი გვარით ცხოვრობდა.საშუალო განათლების არმქონემ უნივერსიტეტში ჩაბარება ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე და მეოთხე კურსამდე მიღწევა მოახერხა.29 წლის ასაკში ის კვლავ დააპატიმრეს და 25 წელი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.სახალხო არტისტების–სერგო ზაქარიაძისა და მედეა ჯაფარიძის შუამდგომლობით მას პატიმრობის ვადა შეუმცირეს და საქართველოში გადმოიყვანეს,სადაც ზონას „კურირებდა“.ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის,მაშინდელი ფინანსთა მინისტრის,ანანიაშვილის შუამდგომლობით თეატრალურ უნივერსიტეტში მოეწყო.ჯაბა იოსელიანის ღვაწლი ქართული თეატრის განვითარებაში საკმაოდ დიდია.

იოსელიანის დებიუტი 1989 წელს შედგა,როდესაც სსრკ დებუტატების არჩევნებზე,როგორც,საზოგადო მოღვაწის,აკაკი ბაქრაის ნდობით აღჭურვილი პირი გამოვიდა.დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა–ბაქრაძე დეპუტატი გახდა.

1989 წლის აპრილის მოვლენების შემდეგ ის იძულებული გახდა,“ნაციის დასაცავად“შეიარაღებული ფორმირებების შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიეღო.სწორედ ამ დროს შეიქმნა მხედრიონი.სწორედ ამის გამო დაუპირისპირდა გამსახურდია იოსელიანს.იოსელიანმა კი განსახურდიასთან მიმართებაში წამოაყენა წინადადება:“მოვიცილოთ ეს ნაძირალა,სანამ მთელი ხალხი არ დაღუპა“.

1995 წელს იოსელიანი და მისი თანამებრძოლები სამშობლოს ღალატში და შევარდნაძეზე თავდასხმაში დაადანაშაულეს.გარდა ამისა მას ბრალად ედებოდა ედპ–ლიდერის–გიორგი ჭანტურიას მკნლელობა.

1998 წელს „მხედრიონი“ კანონგარეშედ გამოცხადდა და იოსელიანს 11წლით პატიმრობა მიესაჯა,2001 წელს ის შეიწყალა შევარდნაძემ.ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან კვლავ მოკიდა ხელი პოლიტიკას,ავადმყოფობამდე ცოტა ხნით ადრე კი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა.

2003 წელს იოსელიანი გარდაიცვალა ტბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სახელმწიფო კლინიკაში ისე,რომ ინსულტის შემდეგ გონზე არ მოსულა.მის სამკურნალოდ ბევრი ცნობილი სპეციალისტი ჩამოვიდა უცხოეთიდან.დაკრძალეს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ოთარ კვანტრიშვილი–კრიმინალური ავტორიტეტი და „საზოგადო მოღვაწე“

კრიმინალური 90-იანი წლებში, საბჭოთა კავშირის რღვევის პერიოდში, რუსეთში ქაოსური ვითარება იყო შექმნილი. წარსულის მქონე ოთარ კვანტრიშვილი, საუკეთესო კონტაქტებით კულტურისა და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებთან, ზუსტადაც რომ ის პიროვნება იყო, რომელსაც ყველა წინა პირობა ქონდა იმდროინდელ მოსკოვში წარმატების მისაღწევად.

18 წლის ასაკში 1966 წელს ოთარ კვანტრიშვილს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ გაუპატიურებისათვის 9 წელი მიუსაჯა, თუმცა მან მხოლოდ 4 წელი მოიხადა. 1970 წელს იგი შიზოფრენიის დიაგნოზით ფსიქიატრიუ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ძმები კვანტრიშვილები არალეგალური სათამაშო ბიზნესით დაინტერესდნენ. საკუთარი კონტროლის ქვეშ რამდენიმე არალეგალური კაზინო მოაქციეს და ამ გზით საკმაო თანხებიც მოაგროვეს. თუმცა კვანტრიშვილები ხვდებოდნენ, რომ საჭირო იყო ამ თანხების “გათეთრება”.

90-იანი წლები საუკეთესო დრო იყო კრიმინალური შემოსავლების ლეგალიზაციისათვის. კვანტრიშვილი აარსებს ასოციაციას “21 საუკუნე”. სამართალდამცავების მონაცემებით ასოციაცია რეკეტიდან, სათამაშო ბიზნესებიდან და პროსტიტუციიდან მიღებული ფინანსური სახსრების აკუმულაციას ახდენდა. სწორედ ამ დროს განეკუთვნება კვანტრიშვილის ცნობილი ფრაზაც, “მე არავის არაფერს არ ვთხოვ, ისინი თავად მაძლევენ”.

1993 წელს კლავენ მის უფროს ძმას ამირანს. ეს ოთარისთვის მძიმე დარტყმა იყო, რომელიც ამავდროულად მის წინააღმდეგ მომართულ საშიშროებასაც მოასწავებდა. იგი ნებისმიერ დროს შეიძლება მომდევნო მსხვერპლი გამხდარიყო.

“ასოციაცია 21 საუკუნის” ვიცე პრეზიდენტი და სპორტსმენთა სოციალური დაცვის ფონდის თავმჯდომარე კრიმინალურ და სახელისუფლებო შტოებს შორის დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენდა. ამავდროულად იგი ხვდებოდა, რომ უფრო დიდი წარმატების მისაღწევად ეს კონტაკტები მალე არა საკამარისი აღმოჩნდებოდა, საჭირო იყო მისი უშუალო ჩართვა პოლიტიკაში. 1994 წლის თებერვალში იგი აარსებს პარტიას “რუსეთის სპორტსმენები”, თუმცა ორი თვის შემდეგ კვანტრიშვილს კლავენ. სამართალდამცავებმა მოპირდაპირე შენობაში მცირეკალიბრიანი გერმანული ვინტოვკა აღმოაჩინეს, საიდანაც კილერმა გასროლა მოახდინა.

მისი ბოლო მოღვაწეობიდან გამომდინარე პრესა პირველ ვერსიად პოლიტიკურ მკვლეობას განიხილავდა. 14 წლის განმავლობაში კვანტრიშვილის გაუხსნელი მკვლელობა სპეკულაციის საუკეთესო წყარო იყო და შესაბამისად მკვლელობის სავარაუდო ორგანიზატორთა სია საკმაოდ გრძელი იყო. თუმცა იმაზე, რაც მოსკოველმა სამართალდამცავებმა დაადგინეს ნაკლებად თუ ვინმე საუბრობდა.

მკვლელობიდან 14 წლის შემდეგ რუსეთის ფედერაციის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტმა ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა. საქმეზე საგამოძებო პროცედურა დასრულებულია და იგი განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

საქმეზე ბრალი “ორეხოვოსა და” “მედვედკოვოს” დაჯგუფების წევრებს აქვთ წაყენებული. გამოძიებამ ბანდის წევრთა 11 მკვლელობაში და მკვლელობის მცდელობაში მონაწილეობა დაადგინა. მათ შორისაა 1994 წელს განხორციელებული ოთარ კვანტრიშვილს მკვლელობაც.

კვანტრიშვილის დასაფლავებაზე ბევრი ადამიანი მოვიდა. იოსებ კობზონმა, როდესაც იგი მეგობარს და ყოფილ პარტნიეორს საბოლოო გზაზე აცილებდა, განაცხადა: “ოთარის მათ ესროლეს, ვინც რუსეთის წინააღმდეგაა”. 1994 წელს ოთარ კვანტრიშვილი სნაიპერმა სამი გასროლით მოკლა. იმ დროის მოსკოვისათვის არცთუ დიდად გასაკვირი მოვლენა. თუმცა ოთარი მაშინ მოკლეს, როცა იგი რუსეთის კრიმინალური და პოლიტიკური სამყაროს ერთ-ერთ გავლენიან პიროვნებად ჩამოყალიბდა. მის დასაფლავებაზე ბევრი გამოჩენილი ადამიანი მოვიდა. კვანტრიშვილს რუსული მაფიის “ნათლიმამასაც” უწოდებდნენ.

ტარიელ ონიანი–„კანონიერი ქურდი“,“ბიზნესმენი“ და „ქართული პოლიტიკის ნათლიმაა“

ტარიელ ონიანი 1952 წელს საქართველოში, მეშახტეთა ქალაქ ტყიბულში დაიბადა. მამა შახტაში ჩამონგრევის დროს დაიღუპა, რაც პატარა ტარიკოსთვის სხვა პროფესიის არჩევის მიზეზი გახდა.

პირველი “სროკი” ონიანმა 17 წლის ასაკში ყაჩაღობის და ქურდობისთვის „მიიღო“, შემდეგ, შვიდჯერ იყო გასამართლებული ყაჩაღური თავდასხმის, იარაღის ტარების, ნარკოტიკებისა და გამოძალვის ბრალდებებით. ზოგიერთი მონაცემით, კანონიერი ქურდის “გვირგვინი” მან 70-იანი წლების ბოლოს მიიღო, რამდენიმე წლის შემდეგ იგი ყველაზე გავლენიანი “ზაკონიკი” გახდა.

საბჭოთა კავშირისდროინდელ და დღესნდელ ქურდულ იერარქიაში გარკვევა ძალიან რთულია. საბჭოთა დამნაშავეთა სამყაროს ლიდერთა გაერთიანება დახურული იყო და, დაუწერელი კანონებით, ყველა საკითხი ვიწრო წრეში წყდებოდა, სადაც უცხო პირთა შეღწევა შეუძლებელი იყო.

ონიანი ჯერ კიდევ მაშინ გამოირჩეოდა: მისი კრიმინალური კარიერა იზრდებოდა “გაგებებით”, გზა “გვირგვინისკენ”, ქურდული გაგებით, უმწიკვლო იყო.

საქართველოში, 80-იანი წლების ბოლოს, ქურდული ტიტულის ყიდვა შესაძლებელი გახდა. ცნობილია შემთხვევა, როცა “გვირგვინის” ყიდვა სამი “ვოლგით” შეფასდა, ციხეში არასდრის ნაჯდომი 18-20 წლის “ავტორიტეტების” “ქურდად მონათვლა” ქურდული მოძრაობის განვითარების ახალი ეტაპის სავიზიტო ბარათად იქცა.

სწორედ ამიტომაც, როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, კანონიერი ქურდების უმეტესობა რუსეთში ქართველია. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დამნაშავეთა სამყაროს 1200 ლიდერიდან 60 პროცენტი საქართველოდანაა. ამასთან, კანონიერი ქურდების საერთი რაოდენობა, საბჭოთა კავშირთან შედარებით, თითქმის ორჯერ გაიზარდა. “დამსახურებული წოდების” მყიდველების ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ კავკასიის რესპუბლიკების ავტორიტეტებს დიდი ხანია, მიეწება საეჭვო მეტსახელები („კლიჩკა“) “ლავრუშნიკები და “აპელსინები”. ონიანი სხვაა. იგი, როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, ნამდვილია.

80-იანი წლების ბოლოს, ე.წ. ქუთაისური დაჯგუფება, რომელსაც ტარო ხელმძღვანელობდა, მოსკოვში უდავო ავტორიტეტით სარგებლობდა. ონიანი მწვერვალზე იყო, მაგრამ კარტები დედაქალაქიდან შორს, ტულუნის ციხეში, ირკუტსკთან ახლოს მომხდარმა “სახეობათაშორისმა კონფლიქტმა” არია. იქ ბედისწერამ და განაჩენმა შეახვედრა ერთმანეთს ვიაჩესლავ ივანკოვი და ონიანის თანამოღვაწე, კანონიერი ქურდი ილია სიმონია, მეტსახელად მახო. რა ვერ გაიყო ამ “ავტოროტეტებმა”, უკვე ცოტას აინტერესებს. მთავარია, ნალექი არა მარტო დარჩა, არამედ, მრავალი წლის განმავლობაში, ქურდული კლანების მაღალ ეშელონებში ღრმა ურთიერთმტრობის შლეიფად გაიჭიმა.

“მალვა” ამტკიცებს, რომ ერთ-ერთ ქურდულ “სხოდკაზე” იაპონჩიკამ მიაღწია სიმონიას არაქურდად დატოვებას. მაშინ მას მხარი დაუჭირა ასლან უსოინმა („დედ ხასანი“), სერგეი ბოიცოვმა („ბოეც“) და რამდენიმე ავტორიტეტმა. ონინამა ეს ფაქტი პირად გამოწვევად მიიღო. ამბობენ, ტარო იმდენად განაწყენდა, რომ სახალხოდ მიაყენა შეურაცხოფა უსოიანს და ივანკოვს. ასეთი წყენა კრიმინალურ სამყაროში არასდროს ხორცდება. 1991 წელს ივანკოვი ვადაზე ადრე გათავისუფლდა (მომღერალი იოსებ კობზონის, სამართალდამცავი სერგეი კოვალევის და ოფტალმოლოგი სვიატოსლავ ფიოდოროვის მრავალჯერადი თხოვნით), ტარიელ ონიანმა გადაწყვიტა რუსეთის დატოვება და პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. ტარო წავიდა, მაგრამ “ვალი” დარჩა.

ვენის ვალსი
1998 წლის 11 ივლისს, ვენის ცენტრში ქართული ავიოკომპანია “ორბის” მეპატრონე დავით სანიკიძე მოკლეს. ხალხმრავალ ადგილას, ახალგაზრდა მამაკაცმა მიირბინა ბიზნესმენთან, რომელიც მეგობარ ქალთან, მანანასთან სეორნობდა და სამჯერ ესროლა კეფაში.

დავით სანიკიძე ვენაში ცნობილი პიროვნება იყო. არაოფიციალურ საუბრებში იგი ხშირად საკუთარ თავს “ევროპაში ედუარდ შევარდნაძის სპეციალურ წარმომადგენელს” უწოდებდა. ერთხელ, ავსტრიის ხელისუფებას საქართველოს პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვის სამსახურის თანამშრომლებისთვის
პისტოლეტების – “გლოკ”-ის შესყიდვის თხოვნითაც მიმართა. ავსტრიელები, “პირადი დაცვის” ოფიცერთა რაოდენობით გაოცებული დარჩნენ. სანიკიძემ 15 ათასი პისტოლეტის შესყიდვა ითხოვა. მოკლედ, ავსტრიის პოლიციის დოსიეში, ქართული ავიოკომპანიის მეპატრონე ფიგურირებდა როგორც “მაფიის ძლიერი ავტორიტეტი”. ყველაზე მეტად გამომძიებლებს აინტერესებდათ დაღუპული ბიზნესმენის კავშირები კანონიერ ქურდთან, ვიაჩესლავ ივანკოვთან. ასეთი კავშირები, როგორც ჩანს, იყო. ინტერვიუში, ნიუ-იორკის რუსულენოვან გაზეთ “ნოვოე რუსკოე სლოვო”-ში, სანიკიძემ „იაპონჩიკასათან“ მეგობრობა აღიარა.

ვინაიდან, წყნარ ვენაში ადრე მსგავსი რამ არ ხდებოდა, ადგილზე მისულმა პოლიციამ თითქმის მიწის თხრა დაიწყო. მოკლულის გარდა, შემთხვევის ადგილზე პოლიეთილენის პარკი აღმიაჩინეს, რომელშიც, როგორც გაირკვა, მკვლელობის იარაღი, ავტომატი “სკორპიონი” იდო. ავსტრიელებმა მთელი ევროპა ფეხზე დააყენეს და ძალიან მალე სამი ეჭვმიტანილს მიაგნეს (აიყვანეს ბუდაპეშტში, ეტაპირება ვენაში მოხდა). დაკავებულები აღმოჩნდნენ აკაკი ჯავახაძე (პოლიციელები თვლიდნენ, რომ მან ისროლა), ცნობილი მომღერლის, პაატა ბურჭულაძის შვილი შუქრი და გიორგი ონიანი (მისი თითის ანაბეჭდები აღმოჩდა პარკზე, რომელშიც იარაღი იდო), ტაროს ძმა.

მკვლელობის მიზეზის დასადგენად ავსტრიის პოლიციამ დოკუმენტების გორა გადაქექა და სანიკიძის სახლის ჩხრეკისას საინტერესო საბუთი აღმოაჩინა. ეს იყო 1995 წლით დათარიღებული საფრანგეთის სასამართლო დადგენილების ასლი, საქართველოს რამდენიმე მოქალაქის ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხიგებაში მიცემის შესახებ. ერთ-ერთი ტარიელ ონიანი იყო. მოსამართლე, „იაპონჩიკას“ ავსტრიელი მეგობარი, ან აგროვებდა დოსიეს ტაროზე, ან ფრანგულ სიუჟეტთან ჰქონდა კავშირი.

ფრანგი მოკავშირე
1994 წლის 23 აგვისტოს ანტვერპენში დააკავეს საქართველოდან წასული, ისრაელის მოქალაქე რაფაელ მიქაელი. მას თან ამანათი ჰქონდა, რომელიც პარიზში უნდა გაეგზავნა. მიმღები, სასტუმრო “ინტერკონტინენტალის“ 3077-ე ნომერში მცხოვრები ტარიელ ონიანი იყო. ამანათში ჟანდარმერებმა ბელგიის ყალბი პასპორტები აღმოაჩინეს, მათ შორის, 1952 წელს ტყიბულში დაბადებული ტარიელ ონიანის სახელზეც. მის შემდეგ ტარო “ხუფის ქვეშ” აღმოჩნდა.

საფრანგეთის პოლიციის მონაცემებით, ტაროს საქმიანი დაინტერესების სფერო ძალიან ფართო იყო: სიგარეტისა და არაყის კონტრაბანდა, რეკეტი, მსხვილი მიტაცებები, ყალბი პასპორტებით და ვიზებით ვაჭრობა, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების საწარმოებისა და ბანკების კონტროლი, თუ არ ჩავთვლით კრიმინალურ გარჩევებსა და ერაყიდან ნავთობპროდუქტების არალეგალურ შემოტანას.

სატელეფფონო საუბრების მოსმენებზე დაყრდნობით, ფრანგმა გამომძიებლებმა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრზე, გიორგი ყარყარაშვილზე თავდასხმაში ონიანის მონაწილეობა დაამტკიცეს, ასევე, ერთი გატაცების ფაქტიც (ისრაელის მოქალაქის, ბიზნესმენის განთავისუფლებაში ტაროს “პარტნიორები” 500 ათას დოლარს ითხოვდნენ). ფრანგული სატელეფონო მოსმენები საინტერესო ინფორმაციის წყარო აღმოჩნდა ევროპელი სამართალდამცავებისთვის, სწორედ ეს იფორმაცია გახდა გახმაურებული ვენის მკვლელობის გახსნის გასაღები.

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, 1994 წელს ონიანი ნერვიულ ისტერიის ზღვარზე იმყოფებოდა: იაპონჩიკამ (იმ პერიოდში ნიუ-იორკში გადასახლადა) და დავით სანიკიძემ, ვითომდა ტარიელ ონიანის კუთვნილი 15 მილიონი დოლარის “პერეხვატი” გააკეთეს, რომელიც ერთ-ერთი გაკოტრებულ ქართულ ბანკს ეკუთვნოდა.

ერთ-ერთ სატელეფონო საუბარში, რომელიც პოლიციამ მოისმინა, ტარო პირდაპირ ეუბნება მის პარტნიორ მერაბ ჯანგველაძეს (მერაბ სუხუმსკი): “იაპონჩიკა უნდა გაირიცხოს საძმოდან, თუ უარს იტყვის, მას დაჩეხავენ!” სავარაუდოთ, ორიგინალში ეს ფრაზა სხაგვარად ჟღერდა, მაგრამ ფრანგულიდან თარგმანში, ის სწორედ ასეა . ჩანაწერში ფიგურირებდა ციტატა: “მე მათ არ მივცემ სიმშვიდეს! ისინი უკვე მკვდრებია – იაპონჩიკაც და სანიკიძეც!” კიდევ ერთ სატელეფონო საუბარში ონიანმა ბრძანა გაეგოთ, ბანაობდა თუ არა იაპონჩიკა ოკეანეში…

1995 წელს ფრანგებმა ტარო და მერაბ სუხუმსკი ნარკოტიკების გაყიდვის მცდელობის ბრალდებით დააპატიმრეს. დაკითხვის დროს ქართველი ქურდები აშკარად, მასხრად იგდებდნენ ფრანგ გამომძიებლებს. მერაბ ჯანგველაძემ შეკითვას, ძირითადი პროფესიის შესახებ, ღიმილით უპასუხა: “ჩემი პროფესიაა – კანიბალი”. ერთი წლის შემდეგ, ნიცის მოსამართლემ ონიანი გირაოთი გაანთავისუფლა. ერთი წლის შემდეგ, ვენაში სანიკიძე მოკლეს. ტარო, საფრანგეთიდან მალე ესპანეთში გადასახლდა. გასაგებია, “ვალი” თან გაიყოლა.

ესპანური ნესტარი
ბარსელონას ყველაზე მდიდარ რაიონში, ხუან დე ალოსას ქუჩის №24 მდებარე სახლში 4 წელია, არავინ ცხოვრობს, სახლი ცარიელია. ჭიშკარი დალუქული, ბაღშიც ხეები კარგა ხანია, არავის მოურწყავს. საგამოძიებო მასალების მიხედვით, სწორედ ეს საკარმიდამო ნაკვეთია ტარიელ ონიანის საკუთრება და როგორც ესპანეთის პოლიცია თვლის, 2005 წლის ივლისამდე აქ იყო განთავსებული “რუსეთის მაფიის შტაბ-ბინა”.

ესპანეთის გავლენიანი გაზეთ “ელ პაისის” მტკიცებით, “რუს დამნაშავეებთან” გამკლავებაში ადგილობრივ სამართადამცავებს ალექსანდრე ლიტვინენკო დაეხმარა. ლონდონში, პოლონიუმით მოწამვლამდე ექვსი თვით ადრე, კა-გე-ბე-ს გადამდგარმა პოდპოლკოვნიკმა, რომელიც, ფულის შოვნის საშუალებას ეძებდა, ესპანელებს შესთავაზა დოსიე, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მცხოვრები და ესპანეთში დაფუძნებული კრიმინალური ავტორიტეტების შესახებ ინფო

7 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут