04.06.2011
qli da qolga
38, Тбилиси, Грузия


ქალი და ქოლგა
თოვდა და თოვდა,
კვლავ თეთრად თოვდა...
ქალს ჭრელი ქოლგა
ქარში მიჰქონდა.
ვაჟს კი ეგონა,
რომ ჭრელი ქოლგა,
თოვლის ქარბუქში
მისკენ მოჰქროდა.
ეს თეთრი თოვა,
ქალი და ქოლგა...
ვაჟისთვის ნამქერს
გრძნობა მოჰქონდა.
ქარი კი ქროდა,
კვლავ თეთრად თოვდა...
ვაჟმა იფიქრა:_
„მეწვია გრძნობა“
ეგონა, ქოლგა
მისკენ მოჰქროდა.
ქალსაც კი ჰქონდა
ფიქრი და გრძნობა.
ეჰ, როგორ თოვდა
რა ძლიერ თოვდა...
ქალის ფიქრებიც
თოვლივით ქროდა,
მის სულში თეთრი
ოცნება თოვდა
და ვაჟის მზერას
სულც ვერ გრძნობდა.
აჰა, გასწორდნენ
ვაჟი და ქოლგა,
ქალის ფიქრი კი_
სულ სხვგან ქროდა…
ქალი წვიდა,
წაიღო გრძნობა,
თან გაიყოლა
მან ჭრელი ქოლგა
და მარტო დარჩნენ
ვაჟი და თოვა...
შორს მიდიოდნენ
ქალი და ქოლგა...

3 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут