ოცნებების თეატრში ოცნებები არ ხდება...
31, Copenhagen, Дания

ოცნებების თეატრში ოცნებები არ ხდება

თეთრი მშვიდი ვარდები,არასოდეს არ ხმება,
თოჯინები უცქერენ თეთრ ნიღბიან ხუმარებს...

ხან მასკარადს მართავენ,ხანაც სცენა მდუმარებს!

გატეხილი ნიღაბი ახლა მთავარ როლშია.
მისთვის ოქრო, ალმასი ახლა უკვე გროშია,
ის აიღებს მეფის კვერთხს და მანტიას მოისხვას...
ერთ ცივ ფიფიქად გაყინავს..მზეს სხივების მოისარს..

აქ დღე სულ ერთ ფერშია,დრო კი მაინც მიფრინავს
შენი თმების გრიგალი..გადაღლილ ძვლებს მიყინავს...

იმოსება ნატვრის ხეც დაძონძილი ფოთლებით...
გარღვეულ ცას ავსებენ ელმავლები ორთქლებით..

ჩამოხრჩობილ სურვილებს ნუგეშსაც არ ეტყვიან...
ოცნებები ოცნებებს,ოცნებებში ეტრფიან...

18 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут