ვეღარ გავეცლები ისეთ მოგონებებს,.......
31, Copenhagen, Дания

ვეღარ გავეცლები ისეთ მოგონებებს,

მე რომ შემეჩვია ასე შეუცვლელად,
მალე დავივიწყებ ყველა მონდომებებს,
მე რომ მივიჩნევდი ყველას შეუძლებლად.

თავში ათასგვარი ფიქრი დამტრიალებს,
სხვებს რომ მიაჩნიათ ასე უაზრობად,
ასე გაფანტულს რომ მაინც მამთლიანებს,
ამას თქვენი აზრით ქვია უსახობა.

მალე წაიშლება ყველა ნაკვალევი,
სადაც ამ ფიქრებით ბოლოს დავდიოდი,
სადაც მეძახოდნენ -,,არის ნამთვრალევი'',
სადაც ამის მერე ცრემლად დამდიოდი.

შენ კი გეფერება ჩემი ყველა ლექსი,
ღამენათევი და ჩემი ორეული,
უნდა დავიჯერო,ჩემი რომ არ ესმით,
უკვე ყველას ვხვდები სევდამორეული.

რაღაც შორეული ფიქრი გამჩენია
და მე ვემგზავრები მთვარის ბილიკებით,
აქ მე არაფერი აღარ დამრჩენია
და შენც გამაცილე რაღაც მიმიკებით...

ვეღარ გავექცევი ისეთ განთიადებს,
მე რომ გამაგიჟა და რომ გამაწვალა,
გული სასწაულით უნდა გამთლიანდეს,
ქარმა ყველაფერი თვალწინ ამაცალა.

16 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут