არ მინდა ბატონო ეგ თქვენი ღლაბუცი......
40, Батуми, Грузия

არ მინდა ბატონო ეგ თქვენი ღლაბუცი..
წადით და სხვა ვინმეს შეაბით მძივებად
წადით .. მას აჩუქეთ თქვენი სიყვარული
და მერე , ლექსები უწერეთ რითმებად.
არ მინდა ბატონო ყურება თვალებში
უაზრო ფიცი და დიდი ამბიცია..
წადით სხვას უნიშნეთ პაემნის ვადები,
წადით ხომ იცით რომ წლები არ იცდიან.
არ მინდა ბატონო , მე ჩემთვის ვიქნები,
რა ვქნა თქვენს ტყუილებს ასე მირჩევნია,
თქვენ სხვას მიუტანეთ გული და იები
ჩვენს დედამიწაზე ქალი იმდენია.
არ მინდა ბატონო , ჩემი სამყაროა
ზღურბლს არ გადმოსცილდეთ თქვენ იქით დადექით..
თქვენი სიყვარული ჩემთვის ამაოა
ხოდა მომიტევეთ მოხურეთ კარები!

24 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут