ყველაფერი გამოვა
32, Тбилиси, Грузия

ვიცოდი რომ გავიგებდი რისიც დღემდე მჯეროდა,
თვალში ბინდი მეკვრებოდა ყურში სქელი ფარდა,
ისეთი რამ გავიგონე რაც დღემდე არ მესმოდა,
იმისი ხმა გავიგონე რაც ჩემს ირგვლივ კვნესოდა.

ვცდილობდი რომ დავალება სიამაყით ამეღო,
ვიდრეკდი და მიზიდავდა რაც დღემდე აქ ყარდა,
ვუმზერდი და თვალს ვაპყრობდი მუდამ რაღაც გამეგო,
სიკეთე და სილამაზე სიცოცხლეში დამეგო.

იმას მივხვდი ის გავიგე რომ ცხოვრება მრგვალია,
ადგილიდან რომ ვიძვრები იმ ადგილსვე ვბრუნდები,
გეზი მივცე ჩემს მომავალს განა სხვისი ვალია?
სამართალზე ვიმეფო მე ეს მინდა ძალიან.

ის გავიგე რასაც დავთეს რომ ისვე ამოვა,
ჩემს ცხოვრებას აზრი მივცე სიცოცხლის,
მოთმინებით დაველოდო ვიწამო და მოვა,
რწმენით და სიყვარულით ყველაფერი გამოვა.

1 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут