გიჟები ყრიან, ჭკვიანები კრეფენ
52, Германия

ამბავი მართმადიდებლობისა და იეღოველობისა
დღეის მდგომარეობით არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ გადააგდებს 20 თეთრიანსაც კი, მაგრამ სრულიად დაუფიქრებლად, ვიღაცის ჭორის და ჟინის, ვიღაცის უბრალოხუშტურის გამო დაუფიქრებლად გადააგდებს საკუთარ მოძმეს, თანამოქალაქეს და თანამორწმუნეობამ ხომ საერთოდ ფასი არა მარტო დაკარგა, არამედ ვინმესთან რომ მიხვიდე , თუნდაც მრევლში ისე, რომ სცადო რა რეაცია ექნება და უთხრა ამაყად, მეც მართმადიდებელი ვარო, ისეთ სიცილს დაგაყრის, იფიქრებ რა მოხდა, ნეტავ ქვედა საცვლები ხომ არ გამომიჩნდაო...
ამიტომ და არა მხოლოდ ამიტომ ბევრი იმედგაცრუებული და მოტყუებული აღარ მიდის იქ , სადაც უსათუოდ ისევ შერცხვენა, თავსლაფის დასხმა ელით, ამიტომ ღვთის სიყვარულს მონატრებულნი რჩებიან სახლში ეკლესიაში სალოცველად წასვლის ნაცვლად, მაგრამ უფლის მონარტება და სიყვარული რჩება მათ გულში უპასუხოდ...
ეს კარგად იციან ეგრეთ წოდებულმა იეღოველებმა, ისინი კარდაკარ დადიან და კრეფენ იმედგაცრუებულ, თანამოძმეებისგან განწირულებისთვის გამეტებულ, ასე ვთქვათ ,,გადაყრილ,, ადამიანებს და ამ თითო ოროლობით კი აღწევს მათი რიცხვი მსოფლიო მასშტაბით დაუჯერებელ რიცხვს... ისინი ამაყობენ საკუთარი საქმიანობით, შრომით, ღვთისმსახურებით... ამ დროს კი ჩვენი მართმადიდებლები ამაყობენ იმით თუ რამდენ ადამიანს მოატყუეს, მიაყენეს შეურაცხყოფა, შეავიწროვეს, გაქურდეს და შეუქმნეს უსიამოვნებები... საამაყოა ალბათ მათს თვალში...
გადაყრილი და გაიეღოველებული ღვთის და მოძმის სიყვარულს მოწყურებული ადამიანები, ხედავენ რა თუ რა სერიოზულობას ღვთისადმი და მოყვასისადმი მიდგომაში მათ გარშემო, უზომოდ მადლიერნი დიდი ძალისხმევით და მონდომებით უერთდებიან სხვებს... და ასე იზრდება თანდათანობით გადაყრილთა და აკრეფილთა რიცხვი , ესეიგი რაც უფრო მეტ ადამიანს ყრიან მართმადიდებლები და სხვები, იმდენად მეტნი და მეტნი ხდებიან ისინი-იეღოველები... და ასე იქნება სულ.

33 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут