20.02.2013
giorgi zanguri
35, Тбилиси, Грузия

ქალი რომ დაგითქვამს პაემანს თავისთან
დაგხვდება გამომწვევ, კაბით და ხელებით
შენ უნდა გახსოვდეს , რომ უცხო არის და ...
დაკეტო, ზურგს უკან ოთახის კარები.
არ უთხრა ყავაზე გადაჭრით უარი,
ალკოჰოლს თუ დალევთ მან მეტი დალიოს
როდესაც დატვრება გულდასმით უარე,
რომ შენმა ზრუნვამ და სითბომ გადარიოს .
ლექსი წაუკითხე ალერსზე ხმადაბლა ,
ეცეკვე მგზნებარედ, თამამად ,უხეშად
ასწავლე ტუჩებზე ტუჩების გადაბმა,
და კოცნა აქციე, სევდიან ნუგეშად.
უთხარი: რომ მისი სუნისგან ირევი,
რომ მისი სხეული აპრილზე ნაზია ,
დათვალე კაბაზე ნამცეცა ღილები,
პეპლებად , დაბერილ მკერდზე რომ აზიან...
აჩვენე ნიღაბი ,რომელსაც მოიხსნი,
მიხვდეს რომ მარტო ხარ, რომ მისით აივსე...
მსუბუქი მისი თმა , სახეზე მოისვი,
ბევრი ესაუბრე ვნებაზე ,მაისზე...
გაჩუმდი, როდესაც დაიწყებ ფერებას
რამე რომ ზედმეტი წამოგცდეს ინანებ ,
ჯობია აჩუქო, ვნების გახელება
და მერე დაღლილმა თვალები მინაბე...
ახლა , მან დაიწყოს ზრუნვა და გიაროს ,
ოთახში მთვარის შუქს შიშველი დაუდგეს ...
ღამემ გათენება რომ დაიგვიანოს
მზის სხივად ლოგინზე შენ უნდა გაუთბე...
როდესაც გადაღლილს ძილი მოერევა ,
და შენზე დაღვრილი ბურანში ჩარჩება,
იქაც არ მოაკლო, მგზნებარე ფერება,
ვერ შეზლოს სიცხადის სიზმრისგან გარჩევა.
ადექი ჩუმად და გამოდი სახლიდან,
თავთან დაუტოვე ყვავილის ფურცელი,
ვიდრე ამ შეგრძნებას სიყვარულს გახდი და...
გამოებერება სიმწიფით მუცელი.
იარე ცარიელ ქუჩაში თავდახრით,
ცუდად მოიქეცი ასე რომ დატოვე
თავს ირჩენ გრძნობებზე უხეში თავდასხმით,
და ისევ ერთად ხართ, შენ და სიმარტოვე...
დრო მოვა როდესაც გონება შეშლილი,
მიხვდები არავინ გიყვარდა მასავით,
მას გრძნობა ექნება შენდამი შეცვლილი
და გულში ჩაგიკრავს საყვარელ "ძმასავით"
შეცდი, რომ ასე ბრმად აყევი ჩემს რჩევას
ქალი რომ თავისტან პაემანს დაგითქვამს,
ისწავლე ბედნიერ წუთების შემჩნევა,
ჩათვალე, ეს სიტყვა , მე შენთვის არ მითქვამს

14 просмотров
 
Комментарии
barbale 22.02.2013

ღამემ გათენება რომ დაიგვიანოს
მზის სხივად ლოგინზე შენ უნდა გაუთბე...
როდესაც გადაღლილს ძილი მოერევა ,
და შენზე დაღვრილი ბურანში ჩარჩება,
იქაც არ მოაკლო, მგზნებარე ფერება,
ვერ შეზლოს სიცხადის სიზმრისგან გარჩევა.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут