მიყვარხარ!!!!
35, Тбилиси, Грузия

მიყვარხარ ბოლო ამოსუნთქვამდე, მიწაში ჩასვლამდე, გულის გასკდომამდე... შენი ვარ თავიდან ბოლომდე.. შენ ჩემი გული, სული და სხეულის თითოეული ნაწილი ხარ... მინდიხარ სიგიჟემდე, თითების დაკვნეტამდე, ტუჩების დაჭმამდე... მინდა გაკოცო დალურჯებამდე, გულის წასვლამდე... შენ გეკუთვნის ჩემი ცხოვრება, ჩემი სიკვდილი, ჩემი სული. ჩემი ოცნებები, ფიქრები, სიყვარული, გონება, სიზმრები, ის რაც შენ გიყვარს ჩემში : ჩემი ღიმილი, თითები, ტუჩები, თვალები... მიყვარხარ მზის ჩასვლამდე, ვარდისფერ ალიონამდე... მიყვარხარ სიზმარში, ცხადშიც... მიყვარხარ ოცნებაში... სადაც არ უნდა იყო, სახლში, ქუჩაში, სოფელში, ტრანსპორტში, თუნდაც ქვეყნის გარეთ, ყველგან მყვარხარ... მიყვარხარ ძალლიან, სიგიჟემდე, უაზროდ, უზომოდ, უსაზღვროდ... ჩემი სიყვარული ზღვაა, რომელშიც მე თვითონ ვიხრჩობი და საშველად ისევ შენ გიხმობ : შენ კი მოდიხარ, მამშვიდებ და მშველი...მიყვარხარ თვალების გაბრწყინებამდე, გაღიმებამდე, გაცინებამდე... მიყვარხარ ცრემლებამდე, მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად, ყველაზე და ყველაფერზე მეტად.

2 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут