თვალთმაქცობა
59, Цагери, Грузия

5 ადამიანის დაღუპვიდან მეორე დღეს სააკაშვილი მილანში "შოპინგობდა" (PHOTO)
a13201.jpg
11:44 15.05.2012
[ალია]
ეს სკანდალური ფოტოები "ალიას" ორშაბათს, საღამოს, ექსკლუზიურად მიაწოდეს. დიახ, ეს მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ორშაბათს, ორთაჭალაში 5 ადამიანის ტრაგიკულად დაღუპვიდან ერთი დღის შემდეგ, მილანის ცენტრში, მონტე ნაპოლიზე "შოპინგობს". როგორც "ალიას" ექსკლუზიურად აცნობეს, მილანში სააკაშვილი სლოვენიიდან ჩაფრინდა. მოგეხსენებათ, ის სლოვენიაში კვირას საქართველოს 17- წლამდე ნაკრების საფეხბურთო მატჩს დაესწრო. როგორც ჩანს, მომხდარი სტიქიური უბედურებით, 5 ადამიანის დაღუპვითა და შემდეგ საფეხბურთო მატჩის წაგებით "მიღებული დეპრესიის" გაქარწყლება საქართველოს პრეზიდენტმა მილანში სტუმრობითა და "შოპინგით" გადაწყვიტა.

დიახ, ეს ის მიხეილ სააკაშვილია, რომელსაც წინასაარჩევნოდ, ტელეკამერების წინ, გაჭირვებული მოხუცების ნახვაზე ცრემლი სდის!!!

ეს ის სააკაშვილია, რომელმაც თავისავე მინისტრებს შენიშვნა მისცა, ფუფუნების დრო არ არის, როცა თითოეული ქართველი დღეში ორ დოლარზე ცხოვრობსო!!! ფუფუნება, კარგი ცხოვრება და "შოპინგი", რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ არა იმ დროს, როცა შენს ქვეყანაში, სულ რაღაც ერთი დღის წინ, სტიქიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი, და უამრავი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა და შენ ამ ქვეყნის პრეზიდენტი ხარ!!!

როგორც ჩანს, სააკაშვილმა, რეალობის შეგრძნებასთან ერთად, დროც დაკარგა!!! ალბათ, ამიტომ გადაწყვიტა მილანში გადაფრენა და საათის შეძენა.

ალბათ, იმ საათის სანაცვლოდ, 2004 წელს, სამეგრელოში, აფხაზეთიდან დევნილს, გენო ჯობავას რომ აჩუქა და მის გაჩერებამდე აფხაზეთში დაბრუნებას დაჰპირდა!!!

ან იმ საათის, მისი რეჟიმის დასრულების წამებს რომ აითვლის!!!

ან პირიქით, ქართველი ხალხის საბოლოო განადგურების!!!

a13202.jpga13203.jpg
printer.gif ბეჭდვა

14 просмотров
 
Комментарии
kessaria 15.05.2012

mokled,ras dafrinavs ra*)cashic ,,dadis,,es dartymuli.....magram rasac vimsaxurebt iseti prezidenti gvyavs arc meti da arc naklebi.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут