მინდა მოგიყვე ის რასაც ვფიქრობ ))
32, Tbilisi, Georgia

მინდა მოგიყვე ის რასაც ვფიქრობ,
მინდა ვიყვირო ოცნების გარდა,
ბევრი გიამბო არ დავიღალო,
ამჯერად გრძნობებს ავხადო ფარდა.

მინდა ცხოვრებას შევესისხლხორცო,
შიშით მაციებს, ვკანკალებ, ვკრთები,
მე ამ სიცოცხლეს მინდა შევეხო,
ამაო ფიქრებს შევასხა ფრთები.

როგორ გაგაცნო ჩემი აზრები,
მიჭირს გიამბო უბრალო ბგერით,
მინდა გაგაცნო ყველა ოცნება
და მოგიყვები ამ ლექსის ენით.

მინდა რომ მყავდეს გვერდით ისეთი,
მინდა შევივსო ის რაც მაკლია,
ჩემი რჩეული შენ ხარ ძვირფასო,
შენი ცოლობა ჩემთვის მადლია.

მხოლოდ შენ ერთს როგორ დაგჯერდე,
კიდევ მინდიხარ მრავალი ბევრი,
ორი ვაჟკაცი მთასავით მყარი,
რომ გამოვცალოთ ღვინითა ქვევრი.

მინდა ქალებიც ცასავით წმინდა,
პატიოსანი მშობლები ყავდნენ,
მინდა დედიკოს მწვანე თვალები,
ქალები უნდა დედიკოს გავდნენ.

მინდა ბუნების ნაწილი გავხდე,
გავამრავლო და ვიზრუნო მათზე,
მინდა ოჯახი, შვილები მყავდეს,
ოთხი კი არა, ავიდეთ ათზე.

ბედნიერებაც ეს არის მართლა,
აზრი მიეცეს ცხოვრებას ამით,
მე შენ მიყვარხარ ჩემო ლამაზო,
სულ შენზე ვფიქრობ დღისით თუ ღამით.

14 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta