02.04.2015
isev ise
31, Tbilisi, Georgia

ისევ ისე

მოიღრუბრა ისევ ისე, როგორც მაშინ,
ისევ ისე სევდიანი არის მთვარე,
თოვს და სამზადისი არის მთაში
ზამთარს ეგებება არე-მარე.
დამესიზმრე ისევ ისე, როგორც მაშინ,
ისევ ისე ოცნებებში შენთან მყოფი,
დამიჯერე მე, ძვირფასო,ფრთებს რომ გავშლი
საფრენ სივრცედ ეს სამყარო აღარ მყოფნის.
მომენატრე ისევ ისე, როგორც მაშინ,
ისევ ისე როს დამტოვე სულ პირველად,
წახვედი და მე შემაგდე ცოდვის სახლში,
წახვედი და მოკვდა შენი თოთო ბავშვი.
წახვედი და გადამექცა სული მძევლად,
დავემსგავსე ჩემი ჩრდილის პროტოტიპს,
წახვედი და გადამექცა გული ველად,
ბრძოლის ველად, კეთილის და ბოროტის...
იქ სადაც მუდამ მე ვმარცხდები საკუთარ თავთან,
იქ სადაც მტრები გამუდმებით მახეს მიგებენ,
და მე ვმარცხდები, ასეც მხვდება, უნდა დავმარცხდე,
ჭადრაკს მეფე კი არა დედოფლები იგებენ...
მოიღრუბლა ისევ ისე, როგორც მაშინ,
ისევ ისე მთვარეს ჩემებრ სტკივა,
მე და მთვარე სიცივისგან დამაშვრალნი,
მთვარეს მზის და მე კი, კარგო, უშენობა მცივა... .

5 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta