antje's blog

antje
52, Augsburg, Германија

02.09.2017

ნაჩხუბრები ვართ,
მეორე დღეა ხმას არ მცემ უკვე,
არც შუქს ანთებ ,
რადგან დანახვა არ გინდა ჩემი
და მხოლოდ მთვარით განათებულ ოთახში ვზივართ.
თან უთქმელობით გულზე ვსკდები და
თან შენი პულსის ბასრი ექო ფიქრებს მისერავს,
შენც ალბათ უხმოდ დამყვირი თავზე ,
ერთბაშად ყველა ართქმულ საყვედურს
და ვერ ამჩნევ რომ იატაკზე ჩემი ჩრდილი
შენს ჩრდილს რაღაცას ეჩურჩულება...


ეხლა რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.

გულში მწუხარებამ ღამე გაათია…

მაინც არ მასვენებს მწარე სინანული -

რომელი საათია? ..

ვდგავარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება,

მთელი შემოდგომა თავზე დამათია.

ეხლა მხოლოდ სამი იყოს, შეიძლება?

რომელი საათია? რომელი საათია?

სამის, შეიძლება, არის მესამედი,

მაგრამ გაიხედავ მაინც წყვდიადია,

კივის სადგურიდან ზარი მეცამეტე -

რომელი საათია, რომელი საათია?

ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,

ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.

ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი, -

რომელი საათია, რომელი საათია?

ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი

თითქოს შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,

აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!

რომელი საათია, რომელი საათია?

იყო შარლ ბოდლერი: "მწარე და ძვირფასი

თრობის საათია, ღვინის საათია!

ასე იძლეოდა…


ყველაზე დიდი შენი გულია,
ყველაზე თბილი შენი ხელია,
შენს ლამაზ თვალებს მზე რომ ამოყავს,
ჯერ არავისთვის გამიმხელია...
თურმე რამდენი ითმინე წყენა,
რომ ვერ ვხვდებოდი ამას სრულებით,
შენ კი დაღლილი და ცრემლიანი,
ღამით მძინარეს მეჩურჩულები.


02.09.2017

ძილში ვიცინი,ისე თითქოს არაფერს ვდარდობ,
დავიძინებ და ფერად სიზმრებს თავს შევაფარებ,
და ვიდრე ჩემი ჩამქვრალი მზე შიგნიდან მათბობს,
შენ მოხვედი და შენი ფრთები გადამაფარე...


სიყვარული მეტია ვიდრე სიტყვა:

ზრუნვა უსიყვარულოდ _ უშედეგოა;

პასუხისმგებლობა უსიყვარულოდ _ სიფრთხილეა;

სამართლიანობა უსიყვარულოდ _ გულქვაობაა;

სიჭკვიანე უსიყვარულოდ _ ეშმაკობაა;

მეგობრობა უსიყვარულოდ _ მლიქვნელობაა;

წესრიგი უსიყვარულოდ _ მეწვრილმანეობაა;

პატივი უსიყვარულოდ _ ქედმაღლობაა;

ქონება უსიყვარულოდ _ სიხარბეა;

რელიგია უსიყვარულოდ _ ფანატიზმია;

იზრდება სიყვარული რწმენით!


ამბავი მართმადიდებლობისა და იეღოველობისა
დღეის მდგომარეობით არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ გადააგდებს 20 თეთრიანსაც კი, მაგრამ სრულიად დაუფიქრებლად, ვიღაცის ჭორის და ჟინის, ვიღაცის უბრალოხუშტურის გამო დაუფიქრებლად გადააგდებს საკუთარ მოძმეს, თანამოქალაქეს და თანამორწმუნეობამ ხომ საერთოდ ფასი არა მარტო დაკარგა, არამედ ვინმესთან რომ მიხვიდე , თუნდაც მრევლში ისე, რომ სცადო რა რეაცია ექნება და უთხრა ამაყად, მეც მართმადიდებელი ვარო, ისეთ სიცილს დაგაყრის, იფიქრებ რა მოხდა, ნეტავ ქვედა საცვლები ხომ არ გამომიჩნდაო...
ამიტომ და არა მხოლოდ ამიტომ ბევრი იმედგაცრუებული და მოტყუებული აღარ მიდის იქ , სადაც უსათუოდ ისევ შერცხვენა, თავსლაფის დასხმა ელით, ამიტომ ღვთის სიყვარულს მონატრებულნი რჩებიან სახლში ეკლესიაში სალოცველად წასვლის ნაცვლად,…


23.01.2011

შენ თვალებიდან აპრილი გცვივა,
იღვიძებს დილა რძისფერი კაბით.
წელმოწყვეტილი იები მტკივა,
შენ მაპატიე, თუ შემიყვარდი.
წუხელის წვიმამ დატბორა გზები,
და აჩრდილივით გეძებდი ქარში,
შენ თვალებიდან გცვივა იები,
და გაზაფხული გიფეთქავს ტანში.
იასამნებად გეტყობა წლები,
დამაქვს ზღვისფერი შენი სურვილი,
მინდა გიყურო შორიდან გზნებით,
მინდა მოვიკლა ასე წყურვილი.
მინდა გაფრენა ოცნების ფრთებით,
მარტმა ფიქრები ისევ არია,
მიყვარხარ-ამას ნუ მეკითხები,
თუ გინდა გეტყვი, გეტყვი ძალიან...


კუთხეში ზის მოწყენილი,
ხმას არ იღებს, რა სჭირს, ნეტავ?
მაგრამ, აბა, რა აწუხებს –
ლომს კითხვას ვინ გაუბედავს?!

ცხოველები თავს ბუნაგებს
და სოროებს აფარებენ.
გარეთ ჩუმად დადიან და
თვალს ლომისკენ აპარებენ.

– ლომმა რატომ მოიწყინა,
ვიცი, – ამბობს თუთიყუში,
გამოფრინდა ეზოში და
ჩასჩურჩულებს ბავშვებს ყურში:

ორი დღეა, რაც არავინ
არ უვარცხნის ლამაზ ფაფარს,
არც ძილის წინ ეფერება,
არც უყვება ლამაზ ზღაპარს.

ჰოდა, რადგან ლომი არის,
განა მუდამ მრისხანეა...
მასაც სითბო ენატრება,
მოფერება უხარია.


შემოდგომაა,
მზე მიაქვთ ხარებს,
უკვე ფოთლებიც
იქცნენ პეპლებად,
დღესაც ბავშვივით
იცელქებს ქარი
და ყოველ ტოტზე
გ ა ი წ კ ე პ ლ ე ბ ა...


30.09.2010


სული, რომელიც არის მშიერი,
გრიგალში მაინც არ ღიავდება.
ვერგამოღწევის არ მეშინია,
მე მეშინია დაგვიანების.
მზერა – ხმაური, მზერა – ასანთი –
მაშინ იელვებს, როცა არ ელი...
ქვათა დუმილი ასატანია,
სულთა დუმილი – აუტანელი.


← previous 1 2 next
Blog
Blogs are being updated every 5 minutes