KVLAV SIYVARULI
37, Rustavi, Грузија

სიყვარულია ამდენ ლექსებს რომ მაწერინებს

მისი შეგრძნებაც ჩემთვის უკვე სიხარულია

ხალხშიც უეცრად სიყვარული მომაწყენინებს

მარტო ყოფნასაც რომ მანდომებს სიყვარულია



სიყვარულია შენს დანახვას სულ რომ მოველი

სიყვარულია რომ ლოდინმა აზრი დაბინდა

სიყვარულია გაფიქრებაც შენზე ყოველი

სიყავრულია რომ არავინ მეტი არ მინდა



სიყვარულია ჯერ ცხოვრებამ რომ ვერ გამტეხა

რომ ვუფიქრდები მეჩვენება სიტყვაც სრულია

და ამიტომაც ის ბატონობს ქვეყნად ამდენ ხანს

რადგან ყველაფრის გამართლება სიყვარულია



სიყვარულია ჩვენს შორისაც ვიცი და მე შენ

ვერც შეგხვდებოდი ვერასოდეს ამის გარეშე

და თუ შევძელი თვალი თვალში რომ გაგიყარო

არა მგონია შენც ჩემსავით არ შემიყვარო

2 views
 
Коментари
koba1986 20.01.2013

magaria

Blog
Blogs are being updated every 5 minutes